პატიმარი N 1: 50 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონის ქურდობისათვის მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
პატიმარი N 2: ხაჭაპურის ქურდობისათვის მიესაჯა 4 წელი;
პატიმარი N 3: სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილთ მიესაჯათ 7 წლით თავისფულების აღკვეთა, თუმცა სასჯელი გაუნახევრდათ.
ეს არის მცირე მაგალითები, რომელთა საფუძველზე შეიძლება განვაზოგადოთ მთლიანი სისტემის სახე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) 2006 წლის 14 თებერვალს გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და სისხლის სამართლის კოდექსში გარკვეული ცვლილებებიც შეიტანა. (ნულოვანი ტოლერატობის მიზანია არ დატოვოს არცერთი დანაშაული, თუნდაც წვრილმანი, რეაგირების გარეშე და ამ გზით მინიმუმამდე დაიყვანოს ქვეყანაში დანაშაულის დონე, შეცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება დანაშაულის მიმართ და აღმოფხვრას დაუსჯელობის სინდრომი.)
პროცესი სწრაფად განვითარდა, ამიტომაც ორგანიზაცია „ციხეების შესწავლის საერთაშორისო ცენტრის“ მონაცემებით (ამ მონაცემებს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროც ეთანხმება) თუ 2003 წელს 100 ათას მოსახლეზე 148 პატიმრით, საქართველო 59-ე ადგილს იკავბდა 155 სახელმწიფოს შორის, 2012 წლისათვის 100 ათას მოსახლეზე 514 პატიმრით, საქართველოს უკვე მესამე ადგილზეა 216 ქვეყანას შორის.
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოში 115 418 ადამაინი გასამართლდა და პატიმართა რიცხვი საგანგაშოდ არის გაზრდილი, რასაც ევროკავშირის მონაცემები და რეკომენდაციებიც ადასტურებს. 2012 წლის მომაცემებით, საქართველო პატიმართა რაოდენობით (100 000 მოსახლეზე 514 პატიმარი) მსოფლიოში-მესამე, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა.
საქართველოს პატიმრების რაოდნება – 23.227 (100 000 ადამიანზე 514 პატიმარი).
წინასწარი პატიმრობა მისჯილი აქვს 5,4 %-ს. ქალი პატიმარი – 5.1%, არასრულწლოვანი პატიმარი – 0,7%, უცხოელი პატიმარი – 1.3 %. ქვეყანაში ფუნქციონირევს სასხელაღსრულების 18 დაწესებულება, სადაც ოფიციალური მონაცემებით 23 100 ადგილია.
ყოველივე ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს ნულოვანი ტოლერატობის შედეგი და პოლიტიკა, რომელმაც ფაქტობრივად წაშალა ყოველგავრი ზღვარი წრვლიმან და მძიმე დანაშაულებების დასჯასა და გასამართლებას შორის.
მსგავსი დამოკიდებულება, ბუნებრივია, თავის კვალს ადებს ქვეყანასა და მის მთელს მოსახლეობას. საზოგადოებაც, თავის მხრივ, გულგრილი არ დარჩენილა და შედეგად, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებთან ერთად ამ ყველაფერმა მსობრივი უკმაყოფილება გაჩნდა. საბოლოოდ, ამ ფაქტმა გამოიწვია პოლიტიკური კლიმატის შეცვლაც. აღსანიშნავია, რომ ახალი სახელისუფლებო სისტემა ხშირად მიმართავს წინამდებარე ძალის ქმედებების სამართლიანობის გადამოწმებას და ცდილობს უსამართლობის აღკვეთას. აქ მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის აქტი, როგორიც ამნისტია გახლავთ.
რა არის ამნისტია?
საქართველოს სახელმწიფო ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილ, ბრალდებულ, განსასჯელ და მსჯავრდებულ პირებს.
ამ მხრივ არც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება აღმოჩნდა გამონაკლისი, მეტიც მან საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა.
მნიშვნელოვანია, რომ 21 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო . ამას წინ უძღვოდა სამკვირიანი საკმაოდ სიღრმისეული და მრავალმხრივი განხილვები კომიტეტებში, სადაც დეპუტატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვრცელი შენიშვნებისა და ინიციატივების ნუსხა წარმოადგინა მთავრობამაც. საბოლოო ჯამში, განხილვების შედეგად, კანონპროექტმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე. ამ კანონის მოქმედება გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც დანაშაული ჩადენილი აქვთ 2012 წლის 2 ოქტომბრამდე. კანონპროექტის პრეამბულა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული ვითარების კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, აცხადებს ამნისტიას.”
ამნისტირებული პატიმრების პრობლემა ზოგადად და კონკრეტულად დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალური საკითხია და ეს ყოველივე მისი მასშტაბურობიდანაც გამომდინარეობს. მედია ხშირად საუბრობს მის შესახებ, თუმცა ნაკლებად აფასებს მის შედეგებს. აქ ვგულისხმობთ იმას, რომ ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრირება ცალკე სადავო საკითხია, რაც არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს. ამიტომაც გადავწყვიტეთ გვესაუბრა კონკრეტულად ამ ჯგუფის შესახებ და საზოგადოების უფრო ფართო ფენებისათვის გაგვეცნო ეს პრობლემა. შევეცდებით ვიმსჯელოთ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით და სწორედ აქედან გამოვიტანოთ შესაბმისი დასკვნა. იმიტომ, რომ ამინისტია საქართველოში მასშტაბურად განხორცელდა და მიიღო საყოვეთაო სახე, ეს თავისთავად გულისხმობს მისადმი დიდ ინტერესს საზოგადოებაში. ჩვენ კი, როგორც ჟურნალისტები, ვიკვლევთ ყველაფერს, რასაც მოსახლეობა ითხოვს და რაც აქტუალურია. მარტივად რომ ვთქვათ, ვმუშაობთ ხალხისათვის.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პრესსამსახურის ოფიციალური განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონის მიხედვით საქართველოს საპატიმრო დაწესბულებებიდან 2013 წლისათვის გათავისუფლებულია 8503 პატიმარი. საკითხის მასშტაბურობა სახეზეა.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან ჩანს, რომ კანონი „ამნისტიის შესახებ“ საკმაო რაოდენობის პატიმარს შეეხო და მათი დანაშაულის სახეობაც სხვადასხვაგვარია. თუმცა ჩვენი საუბრის თემა მათი შესწავლა და კლასიფიკაცია არ არის. ამ შემთხვევაში მიზანია შემდგომი პროცესი. რა ხდება ციხის ფარგლებს გარეთ?
მას შემდეგ , როდესაც პატიმრები ხდებიან ამნისტირებულნი და „თავისუფალნი“, სხვა პრობლემები იჩენს თავს. პირველ რიგში, იზრდება და ვითარდება სტიგმატიზაციის პროცესი. ე.ი. დევიანტის იარლიყის მიკერება. უფრო გასაგებად კი, საზოგადოება მათ ხშირად ძველებურად დამნაშავეებად აღიქვამს და ვერ იაზრებს, რომ სასჯელმოხდილი ადამიანი უკვე თავისუფალი და ყველას თანასწორია. პატიმრებზე, უმეტესწილად, ხორციელდება მწვავე ფსიქოლოგიური ზეწოლა.
ყველაფერთან ერთად ციხიდან გათავისუფლებული ადამიანები არამხოლოდ გარიყულნი არიან საზოგადოებიდან და უსამართლოდ ატარებენ დევიანტის სტიგმას, არამედ თავადაც უყალიბდებათ დამნაშავის სინდრომი. ისინი თავს განსხვავებულად მიიჩნევენ და ხშირად მართლაც უბრუნდებიან დანაშაულებრივ ქმედებას, ვინაიდან ეს სწორედ ის როლია, რომელსაც მათ საზოგადოება აკისრებს. შედეგად დარღვეულია ნდობის ფაქტორიც, რაც იწვევს კიდეც ამნისტირებული პატიმრების გარიყულობას, მათში უამრავი კომპლექსის წარმოშობას და ზოგადად, მათი არსებობისა და განვითარებისთვის არასასურველი გარემო ფაქტორების შექმნას.
ძალიან ხშირად ირღვევა ადამიანთა უფლებები:
ცილისწამება; შრომის კოდექსის დარღვევა; ფუნდამეტური უფლებების შელახვა; თანასწორობის უგულებელყოფა; მოქალაქეობრივი უფლებების შეზღუდვა; ადამანთა უფლებების დეკლარაციის იგნორირება; საერთაშორისო პაქტების და ხელშეკრულებების გაუთვალისწინებლობა; კონსტიტუციის იგნორირება და მრავალი სხვა.
მაგალითისათვის გავიხსენოთ 50 ლარიანი ტელეფონის ქურდობისათვის ნასამარლევი პირი, რომელსაც მიესაჯა 9 წლით თავისფულების აღკვეთა. ეს ადამიანი გამოვიდა ციხიდან და შეეცადა მოეხდინა თვითრეალიზაცია. შედეგად, საინტერესო ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ახსოვდათ ის, რომ იგი ყოფილი პატიმარია. ნაკლებად ინტერსდებოდნენ მისი დაპატიმრების წვრილმანი მიზეზით. სწორედ ამიტომ, იგი კვლავ დევიანტად აღიქმება და მას უჭირს საზოგადოებაში ინტეგრირება.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბოლო დროის ნებისმიერი დანაშაუელბრივი ქმედება, ხულიგნობა თუ მაღაზიის გაძარცვა ბრლადებათ ამინისტირებულ პატიმრებს. ეს განწყობა საზოგადოების დიდ ნაწილშია, თუმცა ხშირად არ არსებობს არანაირი რეალური სამხილი თუ ობიექტური მიზეზი ამნისტირებულ პატიმართა წინააღმდეგ.
ორივე ზემოთთქმული მაგალითი კარგად გვიჩვენებს, რა ვითარება და როგორი კლიმატი ხვდება პატიმარს ციხის გარეთ. ასევე ცხადია საზოგადოების დამოკიდებულაც მათ მიმართ. აღსანიშნავია, რომ ქართული მოსახლეობა არათუ ხელს უწყობს მათ რესოციალიზაციას, არამედ ამწვავებს სიტუაციას. ახდენს გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც და შედგეად,ყოფილი პატიმრები თავიან თავს ძველებურად დამნაშავედ აღიქვამენ, რაც ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების განვითარებას.
ამ კონკრეტულ სიტუაციაში მნიშნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი. აუცილებელია მისი პირდაპირ ჩართულობა და ხელშეწყობა პრობლემის მოგვარებისათვის. თითოეული საზოგადოების წევრმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამნისტირებული პატმარი თანაბარი უფლებებით სარგებლობს; ის ისეთივე მოქალაქეა, რომელიც ყოველი სხვა. დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია თუ მარგინალიზაცია. მეტიც, საზოგადოების თითეულმა წევრმა ხელი უნდა შეუწყოს ამ ადამიანების რესოციალიზაციას; მათი თვითშეფასების ამაღლებას.
ჩვენს ცნობიერებაში უნდა შემოვიდეს, რომ ცხოვრებაში ყველა უშვებს შეცდომებს, ეს ჩვეულებრივი მომენტია, ადამიანებმა უნდა მივცეთ ერთმანეთს ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება, შეცდომების მიუხედავად. შეცდომა ადამიანურია, პატიება ღვთიური და თუ გვინდა, რომ სწორად ვიცხოვროთ, პატიება უნდა შეგვეძლოს. ეს კი ერთადერთი საშუალებაა პატიმრების საზოგადოებასთან სრულყოფილად ინტეგრაციისათვის.
როგორ მივაღწიოთ შედეგს?
სამოქალაქო საზოგადოება თავის დანიშნულებასთან მიმართებით აქტიურად უნდა იყოს ჩართული ყოფილი პატიმრების უფლებების დაცვის პროცესში. იმ შემთხვევაში თუ ილახება კონკრეტული ადამიანის , ვთქვათ ხაჭაპურის ქურდობისათვის წარსულში ნასამართლევი პირის უფლებები, საზოგადოებამ უნდა მოახდინოს მყისიერი რეაგირება და შესაბამის ქმედებებს მიმართოს. მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოება დაეხმაროს ყოფილ პატიმრებს საკუთარი უფლებების გააზრებაში, რათა ისინი არ შეშინდნენ და თამამად შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა.
სამოქალაქო საზოგადოებამ შეუძლია იმოქემედოს მშვიდობიანი მანიფესტაციების, აქციების დახმარებით. ასევე აქტიურად წარმართოს პრობლემის აფიშირება სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა წრეებში. სწორედ საზოგადოებამ უნდა შეუწყოს ხელი პრობლემის აქტუალურობას, რათა მის შესახებ მეტი ინფორმაცია გავრცელდეს, შედეგად სახელმწიფო მეტად ჩაერთოს პროცესში და რეფორმების გზით შეძლოს სიტუაციის დარეგულირება.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, აქ თავმოყრილია სხვადასხვა არასამთავრებო თუ საერთაშორისო ორგანიაზაციები, ასევე ადამიანთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული გაერთიანებები და სხვ. სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ ყოველი უსამართლობის სადარაჯოზე და მის აღმოჩენისთანავე იღონონ ყველა ხერხი მის აღმოსაფხვრელად.
მეტად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ორგანიზაციის პირდაპირი ჩართულობა ამნისტირებული პატიმრების პრობლემების მოგვარებაში. იქნება ეს პიროვნული ურთიერთობის ფორმა,დახმარებისა და რეკომენდაციის გაწევა, სარეაბილატაციო კონფერენციები, დღესასწაულები, ანგარიშები და მოსმენები, მხარდასაჭერი აქციები და სხვადასხვა აქტივობები. სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ შუამავლები სახელმწიფოსა და ინდივიდებს შორის. ეს ორგანიზაციები უნდა დაეხმარონ ყოფილ პატიმრებს, კარგად გაიაზრონ სად და როგორ ილახება მათი უფლებები, გაუწიონ მათ ადვოკატირება, დაეხმარონ მიაწვდინონ ხმა სხვადასხვა ინსტანციებს. მოკლედ რომ, ვთქვათ არასამთავროვო ორგანიზაციები ერთგვარი დამცავი და დამხმარე მექანიზმი უნდა გახდეს ყოფილი პატიმრებისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაციების ფარგლებში, აუცილებელია აღვნიშნოთ სოციალური მუშაკის როლი ამნისტირებული პატიმრების პრობლემების მოგვარებაში. სოციალური მუშაკის უმთავრესი ფუნქციაა დაეხმაროს ინდივიდს თვითრეალიზეასა და საზოგადოებაში ინტეგრირებაში, მისთვის აუცილებელი რესურსების მოძიებასა და კრიზისამდელ მდგომარებამდე დაბრუნებაში. სოციალური მუშაკი პიროვნულ, ფსიქოლოგიურ და, ხშირად, მატერიალურ დახმარებასაც კი უწევს ინდივიდებს. სოციალური მუშაკის საქმიანობას ხელი უნდა შეუწყოს ამა თუ იმ არასამთოვრობო ორგანიზაციამაც.
ბუნებრივია რომ, ყველა ზემოთქმული მოვლენის გაუმართაობა ხელს უშლის ამნისტირებულ პატიმარს აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივ აქტივობებში. მაგალითისათვის, პრობლემას წარმოადგენს დასაქმების საკითხი. ხშირ შემთხვევაში ყოფილი პატიმრები ნაკლებად „მოთხოვნადები“ (თუ შეიძლება ასე ითქვას) არიან. ნებისმიერი ორგანიზაცია, როდესაც არჩევანის წინაშე დგას, საშტატო თანამშრომლად აიყვანს მეტად ორგანიზებული და კვალიფიცირებული CV-ის წარმომადგენელს, ვიდრე ვთქვათ, წარსულში ნასამართლევს. შედეგად, ყოფილ პატიმარს უჭირს თვითრეალიზაცია. თუნდაც ჰქონდეს შესაბამისი განათლება, დევიანტის როლი რატომღაც „ნაკლეპროდუქტიულს“ ხდის მას დამკვეთის თვალში. არის შემთხვევები, როდესაც ეს ადამიანები პოულობენ სამსახურს, თუმცა როგორც წესი მინიმალური ანაზღაურებით. ჩნდება განცდა, თითქოს ამისთვისაც მადლიერნი უნდა იყვნენ. თუმცა არის რამდენიმე ფაქტი, როდესაც ამნისტირებული პატიმარი მეტი პრივილეგიებით სარგებლობს და სახელმწიფო სამინისტროების დეპარტამენტშიც კი ინიშნება მმართველად (პოლიტპატიმრების მაგალითზე). საბოლოო ჯამში, ეს იწვევს არათანაბარი პირობების განვითარებას, რაც სრულიად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.
საჭიროა ცვლილებები !
რასაკვირველია უნდა აღმოიფხვრას შერჩევითობის ამგვარი პრინციპი და ყოველგვარი სახის დისკრიმინაცია წარსული ქმედების გამო.
ასევე, აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის განათლება. უმეტესად პატიმრებს არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღოთ შესაბამისი განათლება და გათავისუფლების შემდეგ განაგრძონ ჩვეულებრივი ცხოვრება. ეს, ძირითადად, არასრულწლოვან პატიმრებს ეხებათ, რადგან ისინი მცირე ასაკშივე ხვდებოდნენ ციხეში, სადაც არანაირი განათლების მიღების საშუალება არ გააჩნდათ. მივესალმებით, იმ ფაქტს, რომ სამინისტრომ უკვე გააფორმა მემორანდუმი სხვადასხვა უნივერსიტეტთან, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა საგანმანათლებლო კონცეფცია და სასწავლო პროგრამების შექმნაც დაიგეგმა. უნივერიტეტის პროფესორები მსჯავრდებულებს შეასწავლიან ბუღალტერიას, ბიზნეს-მენეჯმენტს, კომპიუტერს და ინგლისურ ენას. რასაკვირველია ეს გააუმჯობესებს პატიმართა ინტეგრაციას საზოგადოებაში და მათ რეალიზებას გათავისუფლების შემდეგ.
საქართველოში ჩატარებული კვლევის მონაცემების თანახმად, გამოკითხულ პატიმართა 73,5%-ს სრული ან არასრული საშუალო განათლება აქვთ. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლებელია, შეიქმნას სამუშაო უნარ-ჩვევების შესაძენი და დასაქმების პროგრამები, როგორც ციხეში ყოფნის დროს, ასევე მაშინ, როდესაც პატიმარს ციხიდან გაათავისუფლებენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დასაქმებას შეუძლია გაზარდოს უნარ-ჩვევების დონე, სამუშაო გამოცდილება და ყოფილი პატიმრის შემოსავალი. ამიტომ პატიმრის სრული რესოციალიზაციიის განსახორციელებლად საზოგადოებაში საკმარისი არ არის მხოლოდ განათლების მიღება, არამედ აუცილებელია, მათი სამსახურით უზრუნველყოფა. უნდა შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, პროფესიული სასწავლებლები, სადაც პატიმარს შეეძლება დაეუფლოს ამა თუ იმ საქმიანობას და შედეგად კი დასაქმდეს და სასურველი ანაზღაურებაც მიიღოს. ამასთანავე მნიშვნელოვანია საკონსულტაციო საათები ფსიქოლოგთან, ექიმთან, სოც. მუშაკთან, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის იდენტიფიცირება როგორც სოციუმის ჯანსაღი ერთეულის.
რაც შეეხება პატიმართა იმ ჯგუფს, რომლებსაც განათლება უკვე ჰქონდათ მიღებული, მათ არ უნდა ჰქონდეთ საკუთარი პროფესიით დასაქმების პრობლემა, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი სასჯელმოხდილი პირები არიან. დაუშვებელია ყოველგვარი დისკრიმანაცია.
როგორ მივაღწიოთ შედეგს?
სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება;
– პატიმრებს მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ფსიქოლოგებთან,სოციალურ მუშაკებთან, რომლებიც მათ მორალურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ;
– სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გათავისუფლებულ პატიმართა დასაქმება და მათი მუშაობის კონტროლი. ამ საკითხებში ჩაბმული უნდა იყოს მასმედია, რომელიც საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის ასეთი ადამიანების შესახებ, რაც სოციუმში უფრო მეტად გაზრდის მათ ნდობას;
– ასევე, სასურველი იქნება, თუ ყველა ყოფილ პატიმარს ეყოლება თავისი აგენტი, რომელიც რეკომენდაციას გაუწევს და თავდებში ჩაუდგება მას, ვისაც დასაქმების სურვილი ექნება;
– სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხების სამინისტრომ უნდა შექმნას ორგანიზაცია, რომელიც შესთავაზებს კომპანიებს ყოფილი პატიმრების დასაქმებას.
– კარგია თუ მოხდება სხვადასხვა სახის წამახალისებელი კამპანია. მაგალითად, ვაუჩერების დარიგება, ჯანმრთელობის დაზღვევის გაფორმება და სხვ;
საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი კანონის და სახელმწიფოს მიერ წამოწყებული კამპანიის წარმატება და განხორციელება დამოკიდებულია საზოგადოების მზაობაზე. საზოგადოება უნდა იყოს გარანტი იმისა,რომ რესოციალიზაციის პროცესი სწორად განვითარდეს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ,რომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და მოსახლეობის ურთიერთმხარდაჭერა პრობლემის მოგვარების შესაძლებლობას განაპირობებს.
მეორეს მხრივ, უმნიშვნელოვანესია, რომ თავად პატიმრებისგან მოდიოდეს რესოციალიზაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის სურვილი. ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი პროცესი, პირიქით, აქ, უმნიშვნელოვანესია ურთიერთქმედება და პატიმრების მონდომება. საქართველოს კანონის – „პატიმრობის შესახებ“ – მიხედვით, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულში საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.
ხაზგასასმელია რელიგიის მნიშვნელობა პატიმრების დახმარების პროცესში. უცხოეთის უამრავ ქვეყანაში რელიგია, რომელიც XVIII-XIX საუკუნეებში რეაბილიტაციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო, ახლა განიხილება, როგორც ყოფილი პატიმრების დახმარების სერიოზული მეთოდი. ადრე პატიმარი აღიქმებოდა, როგორც ცოდვილი და მისი მთავარი განკურნება მდგომარეობდა იმაში, რომ ნებით თუ ან ძალდატანებით იგი ეკლესიისა და სულიერებისაკენ მიებრუნებინათ. იგივე აღინიშნება საქართველოს ციხეებში. ხშირად პატიმრები საკუთარი ძალებით აგებენ ციხის ტერიტორიაზე ეკლესიებს. საკუთარი ძალებითვე ცდილობენ, ეკლესიის მოხატვას და საეკლესიო რიტუალების ჩატარებას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არ არსებობს რაიმე რელიგიური სარეაბილიტაციო პროგრამები ყოფილი პატიმრებისთვის, ხოლო რაიმე დახმარების გაწევა რელიგიის მხრიდან დამოკიდებულია თითოეული მოძღვრის ძალისხმევაზე და პირად მონდომებაზე. კარგი იქნება თუ მოხდება ამგვარი სარეაბილიტაციო პროგრამების ჩატარების უზრუნველყოფა მორწმუნე ადამიანებისთვის. 18-is chatvlit
რა არის ჩვენი პროექტის მიზანი?
პირველ რიგში, ჩვენი უმთავრესი მიზანია ხელი შევუწყოთ საკითხის აქტუალობას; მედიას ამ კუთხით დიდი როლი უკავია. მას დღეს დიდი ძალაუფლება აქვს. იგი ერთგვარად აყალიბებს ადამიანებში ხედვას; ხშირ შემთხვევაში მედია უწყობს ხელს სხვადასხვა საკითხის აქრტუალობას. თუ ამნისტირებულ პატიმართა ცხოვრების დეტალები ხშირად იქნება გაშუქებული მედიაში და ჟურნალისტებიც ხშირად დაუთმობენ თავიანთ დროს ამ პრობლემას, საზოგადოებაც უფრო მეტად გაეცნობა არსებულ საკითხს. უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ამნისტირებული პატიმრების არსებულ ყოფაზე. საზოგადოება დაფიქრდება თავიანთ დამოკიდებულებაზე და იმ სტერეოტიპებზე,რომელიც დღემდე წამყვანია ჩვენს საზოგადოებაში. მედიას შესწევს ძალა საზოგადოებას აჩვენოს რა არის სინამდვილე, დაააფიქროს და გადამწყვეტი ნაბიჯები გადაადგმევინოს. ამ მხრივ, კარგი იქნება თუ პერიოდულად მოეწყობა სხვადასხვა რეპორტაჟების, პრეზენტაციების ჩვენება. რეპორტაჟები, ვთქვათ ამნისტირებული პატიმრების ყოფის შესახებ გათავისუფლების შემდეგ; პრეზენტაციები, ისეთ თემებზე, როგორიცაა, “როგორ გავუწიოთ დახმარება გათავისუფლებულ ადამიანს”, “ყოფილი პატიმარი – დამნაშავე არაა” და სხვ.
მართალია, მხოლოდდამხოლოდ, მედია ამ საკითხში ვერაფერს გახდება, თუმცა მედიის გარეშე 21–საუკუნეში რთულია საზოგადოებას მიაწვდინო ხმა, მისი რეაგირება გამოიწვიო და სასურველ მიზანსაც მიაღწიო. ამიტომაც ჩვენი უმთავრესი მიზანია მედია აქტიურად ჩავრთოთ ამ პრობლემის ირგვლივ.
პ.ს. პროცესი უკვე დაწყებულია. თქვენ (ჯგუფელები) მეტი შეიტყვეთ ამნისტირებული პატიმრების უამრავი პრობლემის შესახებ J .
გამოყენებული ლიტერატურა
http://www.mcla.gov.ge
http://www.geostat.ge
http://www.netgazeti.ge
http://www.tetrebi.org.ge
http://www.georgianamerica.com