“ქართული ოქროს ბირჟა”

წინა საახალწლოდ ერთ-ერთი მთავრი თემა საჩუქარია. თუ თქვენი ჯიბის ფული გაწვდება იმას, რომ საჩუქარი გასცდეს ტკბილეულს, ნაძვის ხის სათამაშოს, ან ბრელოკს დრაკონის გამოსახულებით; პირდაპირ რომ ვთქვათ თუ თქვენი ჯიბის ფული შეძლებს  ოქროს, ვერხცხლის ან ლამაზი ბიჟუტერიის შეძენას, მაშინ ქართველი მყიდველის უმეტესობა აუცილებლად შეივლის იმ ერთ-ერთ „ისტორიულ“ ადგილას, რომელსაც „ოქროს ბირჟას“ ეძახიან. ისოტრიული იმიტომ რომ ნამდვილად დიდი ხანია რაც არსებობს და მახსენებს დროს, როცა ჯერ კიდევ პატარა, სკოლს მოსწავლე  ბავშვი, როგორ დავყვებოდი დედას. მახსოვს ემოციები და ჩემი ბავშური ნატვრა: „ეს ყველა ოქრო ჩემი რომ იყოს, ხომ ნამდვილი პრინცესა ვიქნებოდი.“ ხშირად გამყიდველობაც მინატრია. ამ შემთხვევაში დაქალის დაბადების დღეზე წასულს ყოველთვის შემეძლებოდა ჩემი სამეგობროს გაოცება, როცა მე ლალის, ფირუზის, თუნდაც ბრილიანტის ყელსაბამით მოვიწონებდი თავს.

„ოქროს ბირჟა“ მხოლოდ ამის გამო არ არის განსაკუთრებული ადგილი. დაკვირვებული თვალი (თანაც დიდი დაკვრივება სულაც არ სჭირედება) ადვილად შეამჩნევს, რომ ყიდვა-გაყიდვის გარდა, აქ ნამდვილი ქართული ხასიათი გადაგეშლება; თავისი პრობლემებით, სურვილებით, გემოვნებით, კულტურით და ა.შ.

როგორც ყველგან აქაც უამრავ ნაცნობს შეხვდებით. ისუბრებთ, „იჭორავებთ.“ გამყიდველებიც საიტერესო ინტერპრეტაციით განიხილავენ თქვენს ჩაცმულობას, ლურჯ თავსაფარს, რომლითაც ასე იწონებთ თავს, თქვენს სამკაულებზე (თუ რა თქმა უნდა გიკეთიათ) ხომ ლაპარაკი ზედმეტია. აქვე შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი ყავა; შეგიძლიათ ისაუზმოთ, ისადილოთ და თქვენ წარმოიდგინეთ ფეხსაცმელიც კი შეიძინოთ. როგორ? ძალიან მარტივად…

გამყიდველის დახლთან აუცილებლად ჩამოივლის წელზე ქამარშემორტყმული (საფულის დანიშნულებას ატარებს) მძიმეწონიანი ქალი, რომელიც ყავას ჩამოატარებს. იქვე გამოჩნდება მეორეც. მისი მენიუ, მაგალითად ოთხშაბათობით, შეადგენს ცხელ პიურეს კატლეტითა და საწებლით; სურვილისამებრ მარილის მოყრაც შეგეძლებათ.

„ოქროს ბირჟის“ გამყიდველებს არ აქვთ ოფიციალური შესვენების დრო, ამიტომ ვაჭრობის პარალელურად შეექცევიან და ხშირად კლიეტსაც სთავაზობენ ხოლმე. სწორედ ამიტომ აქ თავისებური ხიბლიცაა, როცა ცალი ხელით მყიდველს ოქროს აწვდი და ცალით კი ვაშლს კბეჩ; ილუკმები, ან სულს უბერავ ცხელ პიურეს.

საჩუქრის შეძენის პარალელურად დროს არ კარგავთ, რადგან იქვე ეცნობით ახალ ამბებს. პოლტიკა, ქართველების ასე საყვარელი თემა, ბუნებრივია აქაც მნიშვნელოვანი საკითხია. ამიტომაც სულაც არ გექნებათ იმის შეგძნება, რომ სახლიდან გამოსული, ვერ უყურებთ ტელევიზორს და ვერ ეცნობით ამბებს. „ოქროს ბირჟა“  ოპერატიულად მოგაწვდით ინდორმაციას ივანიშვილის ახალ კომეტარების, პრეზიდენტის ვიზიტების შესახებ კახეთსა და ქუთაისში…

წერით შევეცადე გადმომეცა  ამ განსაკუთრებული ადგილის განსაკუთრებული დანიშნულების შესახე. თუმცა მერწმუნეთ (და ვიცი რომ მერწმუნებით) ასე საუბრით მხოლოდ „თეატრია“ ეს ყველაფერი. იმისთვის, რომ იხილოთ ნამდვილი „კინო“ თავად შეიარეთ და საჩუქარს თუ ვერ შეიძენთ, უბრალოდ დაათვალიერეთ მაინც. ახალი წელი და კარგი განწყობა ხომ მეგობრობენ ერთმანეთან. 🙂

ჰაჰაჰა

~ ავტორი salikesi on იანვარი 23, 2012.

5 Responses to ““ქართული ოქროს ბირჟა””

  1. iumornarevi, informatiuli, stilisturad tavisufali, rafinirebuli – erti sityvit “gemrieli” wasakitxia :)) me momewona dzalian 🙂

  2. mec momecona, ar aris damgleli . 😀

  3. ქართული რეალობაა :დ აბა რა, დროს არ ვკარგავთ ქართველები :დ :დ ძან სახალისო პოსტი გამოგივიდა, მართლა ))) :*

  4. damcyebi jurnalistebistvis sakmaod kargad gasagebi da axsnili statiaa …chemi azrit tqven chacvdit oqros birjis samzareulos .. iseti shtabechdileba damcha titqos iq iyavit da ise cerdit am yvelapers … yochag dzalian kargia .. :*

  5. qartul realobas sazgvari araaaq 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: