ვინსენტ ვან გოგი
თითქოს სიცოცხლე ძალას იკრეფს ყოველი ახალი ნახატით, თითქოს სიციცხლე მრავალ ფერად იმოსება ყოველი ახალი შეხედვით, თითქოს სიცოცხლე არ მოძრაობს – ყოველი განვლილი წლით,
თითქოს ყველაფერი უმოწყალოდ მიედინება და არაფერი ჩერდება ვან გოგთან ყოველი შეხებით. ყველაფერი მასში სუნთქავს მხატვრობის სიყვარულით, სიცოცხლის წყურვილით, რადგან მას არ აქვს არც ყოფა, არც რაიმის განსაკუთრებული სურვილი. აქვს უცნაური თვისება არსებობისა, არარსებული ვან გოგამდე და აღარც მის შემდეგ. მხოლოდ მისი, განსაკუთრებული. ვიღაცისთვის ყველაფერი ვარსკვლავებით დაიწყო, ვიღაცისთვის სულაც არ დაწყებულა. ალბათ მსგავსი ემოცია ეწვევა ყველას ვინც ცდილობს იმ ძლიერი შთაბეჭდილების გაანალიზებას, რომელსაც ვან გოგი ტოვებს.
ვან გოგი ანალიტიკოსია ხელოვნებაში. არ მგონია რომ მას წამიერების დაფიქსირება სურდეს, სინათლე და ჩრდილი მას არ აინტერესებს, ისევე როგორც, სიმდიდრე და სიღარიბე. ადამიანი და ბუნება? შესაძლოა. მას აინტერესებს ხელოვნება ამ ყველაფრის კონტექსტში – ადამიანის, ბუნების, საზოგადოების, თავად მხატვრობის.
უამრავი ავტოპორტრეტი – ეს არის მრავალჯერადი ცდა გააღწიოს ხელოვნების კულისებში, რათა იქ აღმოჩნდეს ერთი ერთზე შემოქმედთან. ეს არის ცდა ესაუბროს თავის ორეულს. ნახატი თავად ვან გოგი ხდება.
„ვაღიარებ რომ არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვარსკვლავების დანახვა ყოველთვის ოცნების გუნებაზე მაყენებს” – ვან გოგი.
შესაძლოაა ამიტომაც არის, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში,კერძოდ, არლში ყოფნისას, ვან გოგი ხშირად უბრუნდებოდა ღამის თემას. არლში მან ღამის ორი შესანიშნავი პეიზაჟი დახატა:”კაფეს ტერასა საღამოს ფორუმის მოედანზე“ და “ვარსკვლავებიანი ღამე მდინარე რონაზე.” ორივე ტილო 1888 წლის სექტემბერშია შექმნილი.
არლში, როდესაც ის ღამღამობით ქუდის ირგვლივ დამაგრებული სანთლების შუქზე ხატავდა, სურდა, “ეპოვა ხერხი, რათა ჩვენთვის დაემტკიცებინა, რომ არსებობს საშუალება, რომელსაც შეუძლია ასე დაგვამშვიდოს, რომ თავი უბედურად და დამნაშავედ აღარ ვიგრძნოთ.” მისი აზრით,ფერწერა შეიძლებოდა დამსგავსებოდა მუსიკას, რომელიც ლოცვასავით მხურვალედ უნდა იყოს განცდილი.ორატორიის ნოტები იგივე ფერებია.
მიუხედავად იმისა რომ ამ დროისთვის ვან გონგი უარს ამბობს რელიგიაზე, ის წერს „ მე ჯერ კიდევ მჭირდება, -თავს მივცემ უფლებას ვთქვა ეს სიტყვა- რელიგია. ამიტომაც ღამით გავედი გარეთ და დავიწყე ვარსკვლავების ხატვა“.
ვფიქრობ არ შევცდები, თუკი „ვარსკვლაბენიან ღამეს“ ვუწოდებ ვან გოგისერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქმნილებას. ნახატს მომენტალურად ცნობენ. მისი სტილი უნიკალურია. „ვარსკვლავებიანი ღამე“ შთააგონებს პოეტებს, მასზე წერენ წიგნებს. უცნაურია, მაგრამ თავად ვან გოგი ძალიან ცოტას საუბრობდა ამ შედევრზე, განსხვავებით მისი სხვა ნახატებისგან. „ვარსკვლავებიან ღამეს“ ვან გოგი წერდა სან რემის საავადმყოფოში. ის იქცეოდა სპონტანურად და მოულოდნელად. მხატვარს ტანჯავდა სიგიჟე. უმნიშვნელოვანესია, რომ ნახატი მან შექმნა მეხსიერებით.
„ვარსკვლავებიანი ღამე“ იწვევს უამრავ ერთმანეთის გამომრიცხავ ემოციას, დაწყებული სევდიდან დამთავრებული მარადისობის უდიდესი წყურვილით. ნახატზე ჩანს როგორც დაუსრულებლობა, ქაოსი, ასევე საოცარი წყობა, სიმშვიდე.შემიძლია ვთქვა, რომ ნახატის ყოველი ნახვისას ჩნდება განსხვავებული, მაგრამ მუდამ უცნაური, მისტიკური შეგრძნება. „ვარსკვლავებიან ღამეს“ ვერ მოსწყდები, ის თითქოს გამშვიდებს, გადუნებს, მაგრამ იქ, სადღაც ღრმად გულში, ჩნდება ამბოხების, ხმაურის, და ბოლოს, სიცოცხლის უდიდესი წყურვილი.
იცოდე ადამიანზე რაღაც, ნიშნავს მიუახლოვდე მას, თუნდაც ცოტაოდენ. ასე ითვლება. მაგრამ რაც უფრო ვიცნობთ ვან გოგს, მით უფრო ნაკლებად ვიგებთ მის პიროვნებას და მისი მხატვრობის გზავნილებს. ამბობენ, ქალაქ არლის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ვან გოგი იმყოფებოდა, დღემდე დალუქულია ოთახი, რომელშიც მხატვარმა წლის განმავლობაში დაწერა ოთხ ასეულამდე ნახატი. ამისათვის ის იყენებდა მხოლოდ ერთ პერსპექტივას – პატარა ფანჯარას. დღემდე ამ ოთახის იატაკზე შენარჩუნებულია საღებავი, რომელიც გენიოსის ფუნჯიდან ჩამოედინებოდა, დგას მოლბერტი და საწოლი. ვინ იცის, იქნებ ეს ყოველივე სიმართლეს შეესაბამება და მართლაც არსებობს უდიდესი მისტიციზმით და გენიის სულით გაჯერებული ოთახი.
ადამიანი უმალ ხდება საიდუმლო, როცა ჩვენ მისი გაგება გვსურს. ხელოვნება ამ საიდუმლოს ხსნის, ხელოვანი სხვის საიდუმლოსთან შეხებისას, თავისას ხსნის. ვან გოგის საიდუმლო შეგვიძლია გავხსნათ, მაგრამ საიდუმლოში ადამიანი არ ჩანს.
საინტერესოდ წერთ ) მომწონხართ… ველოდები ახალ პოსტებს, დისკუსიის სურვილით ))
ვუერთდები ზედა კომენტარს, ძალიან საინტერესოა 🙂
magaria gogoebooo.. dzalian sianteresoa.. visiamovne.. :*
YOCHAAAG GOGOEBOO DZALIAN KARGAD CERT.. GETYOBAT RO BEVRS MUSHAOBT TQVENS TAVEBZE… :* IMEDIA SHROMA DAGIPASDEBAT ….