COSMOPOLITAN

 

სიტყვაზე კოსმოპოლიტენი შეილება გაგვახსენდეს კოქტეილი, რომელიც „კოსმოს“ სახელითაცაა ცნობილი. ან ე.წ. „მსოფლიოს მოქალაქეობის“ იდეოლოგიაც; მას მსოფლიოს მოქალაქითაც მოიხსენიებენ ხოლმე. თუმცა ამ შემთხვევაში სიტყვის მნიშვნელობა ცდება უბრალო ალკოჰოლურ სასმელსაც და რაიმე იდეოლოგიასაც, რადგან საუბარია ქალების ჟურნალზე „კომსოპოლიტენი“, იგივე „კოსმო“.

ყველაფერი 1886 წლიდან დაიწყო და დღესაც, 21-ე საუკუნეშიც კვლავ აქტუალურია; კვლავ მილიონობით ქალის საყვარელი ჟურნალის სტატუსს ატარებს.

ესაა გამომცმემლობა, რომელმაც საკუთარი სიტყვა თქვა, ადგილი დაიმკვიდრა და მიზანს მიაღწია. ჟურნალისტიკაში მას აქვს საკუთარი გამორჩეული სტატუსი, რითაც განვასხვავდება სხვა დანარჩენისაგან, რითაც ყოველთვის წარმატებული და დაწინაურებულია. აქვს საკუთარი სტილი. „კოსმო“ არ არის მხოლოდ შენთვის, ჩემთვის, ან კონკრეტული ჯგუფისათვის; იგი განკუთვნილია ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე ქალისათვის; ასაკიც განუსაზღვრელია, ამიტომაც მას კითხულობს სკოლიდან მომავალი მოსწავლეც, მისი მასწავლებელიც, დედაც, რომელიც კარგი დიასახლიასია; რა თქმა უნდა,  „კოსმო“ უყვარს ამ მოსწავლის დას -წარმატებულ და ლამაზ მოდელს…

თავად სახელი მიგვანიშნებს, რომ მკითხველი ერთი მთლიანობის ნაწილია. არ აქვს მნიშვნელობა მის რელიგიურ შეხედულებასა თუ წარმომავლობას; სექსუალურ ორიენტაციას თუ ღირებულებას.  როგორია „კოსმოს“ სტილი? ესაა ოდნავი ირონია, თავისუფალი წერის  სტილი, მეგობრული დამოკიდებულება.   იგი ცდილობს მკითხველს შემატოს გამბედაობა,  სითამამე;  ეხმარება მიზნის დასახვაში და მის განხორციელებაშიც; ეხმარება ყველაფერში, რაც პირდაპირ კავშირშია წარამტებასთან.

ყევლაფერი მიიღწევა უამრავი ადამიანების შრომითა და მონდომებით. აქ დიდი ძალისხმვა და სურვილია საჭირო; პროპესიონალიზმი და საქმის სიყვარული აუცილებელია. მკითხველისათვის ასე საინტერსო და აქტუალურ თემებს ამზადებენ არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ ფსიქოლოგები, დიზაინერები, სოციოლოგები, უბრალოდ ცნობილი და პოპულარული სახეები- ყველა ერთად ცდილობს შექმნას ხარისხიანი და ღირებული. ყველას თქვისი ადგილი და საქმე აქვს;  ყველაფერი დალაგებულია, ამიტომაც  ჟურნალი იყოფა რუბრიკებად. რაც შეეხება თემებს, იგი საკმოდ მრავალფეროვანია. მოდა, კარიერა, სექსი, სილამაზე, პოპულარული სახეები, ურთიერთობები. შეხვდებით თემებს ოჯახის, სიყვარულის, ჯანმრთლების შესახებ…

განყოფილება „მოდა“ და სილამაზე“  ყველაზე საპატიო ადგილს იკავებს ჟურნალში. აქ გაეცნობით ახალს ტენდენციებს მოდის სამყაროში, სხვადასხვა სიახლეებს, პოპულარული სახეების სილამაზის საიდუმლოსა თუ  სწორი მაკიაჟის პირობას. მიიღებთ რჩევებს, როგორ გალამაზდეთ და როგორ გამოიყურებოდეთ უკეთ.

კოსმო პირადი ფსიქოლოგიცაა, რომელთან საუბარიც გამშვიდებს და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაში გეხმარება.  ამისათვის რუბრიკა „შენი ცხოვრება“  თავისი სტუმრებით  წარმატების მიღწევაში დაგეხმარება; გახდები უფრო თამამი, საკუთარ თავში დარწმუნებული; გაბედული პიროვნება, რომელიც მზადაა ყოველგავრი დაბრკოლების გადასალახად.

საუეკთესო მეგობარია განყოფილება „შენ და ის“. იგი გეხმარება ჰარმონიული ურთიერთობების დასამყარებლად საპირისპირო სქესთან. გეხმარება რომ ჩამოყალიბდე და გაერკვე რა გსურს  რეალურად. გესაუბრებიან სექსოლოგები თუ  ფსიქოლოგები… შეგხვდება ტესტებიც, რომელთა დახმარებითაც ბევრს შეიტყობ საკუთარი თავის შესახებ.

მნიშვნელოვანი და საიტერესო განყოფილება „ჯანმრთელობაც“. ექიმის რჩევები დაგეხმარება მკურნალობის სწორად შერჩევასა და ალტერნატიული გზების მოძიებაში.

ჟურნალი მუდამ გთავაზობთ საინეტრესო ინტერვიუებსა და რეპორტაჟებს, პორტრეტებსა თუ პროფილებს ცნობილი ადამიანების შესახებ. ესაა საშუალება პირველმა შეიტყოთ ვარსკვლავების პირადი ცხოვრების შესახებ და მუდამ ინფორმირებულნი იყოთ .

მაგალითად, დიასახლისებისათვის ყოველთვის მოიძებნება გემრიელი და უცხო კერძების მომზადების რეცეპტები. თუ გიყვართ მოდური ბრენდები, კოსმო გიამბობთ ახალი ფასდაკლებების შესახებაც; გაგაცნობთ სიახლეებს ხელოვნების, მუსიკისა თუ კინოს შესახებ. მოკლედ, იგი ეცდება ყოველმხრივ დააკმაყოფილოს მკიხთველის ინტერესი და გაითვალისიწინოს მისი სურვილები.

პირველივე გვერდიდან შეგექმდნათ  ერთგვარი წარმოდგენა გამოცემული  ნომრის შესახებ, რადგან აქ გამოტანილია ძირითი თემები. ჟურნალის გარეკანზე ყოველთვის რომელიმე ცნობილი და ლამაზი ქალბატონის ფოტოა გამოსახული. იგი თავიდანვე განგაწყობთ დადებითად და გაგიჩენთ სურვილს წაიკითხოთ, გაეცნოთ „კოსმოს“. გარეკანზე ყოფილან ისეთი სახეები, როგორებიც არიან მერლინ მონრო, ოდრი ჰეფბერნი, ბიონსე, კამერონ დიასი, რიანა და სხვა.

 

რაც შეეხება ჟურნალის ბოლო გვერდს, აქ გელით ასტროლოგიური ჰოროსკოპი.

„კომსომოპოლიტენის“  ერთგვარი დევიზია – სერიოზული პრობლემების პოზიტიური ხედვა.  ეს ჩანს ყოველ სტატიაში; ყოველ ნომერში. სწორედ ამგვარი ხედვით ცდილობს საკუთარი დანიშნულების განხორციელებას და ამ მიმართულებით უამრავ კითხვას სცემს პასუხს.

მისი აუდიტორია ძირითადად ქალბატონებისაგან შედგება, თუმცა ვისაც აიტერესებს  სილამაზე, მოდა, პოპულარული ადამიანების ცხვოვრება თუ ყოველდღიური საზრუნავი, მაშინ ჟურნალი ყველასათვისაა. მამაკაცს, რომელიც დაიტერესებულია ქალის ბუნების გაცნობით, აუცილებლად დაეხმარება კოსმო თავისი რჩევებით.

ყველაფერი კი მე-19 საუკუნეში დაიწყო და დღემდე გრძელდება. „კოსმოპოლიტენი“ კვლავ მილიონობით ქალისათვის  საყვარელი ჟურნალის სტატუსს ატარებს. მისი ისტორია იწყება ნიუ-იორკიდან, როცა „ შლიჰთ ენდ ფილდიმ“ დაარსა ჟურნალი, რომელიც განკთვნილი იყო მაღალი საზოგადოებისათვის. მისახვედრია, განვლილი გზა და ისტორია საჯმაოდ რთული, მოულოდნელობებით დატვირთული და მრავალფეროვანი იყო.

„კოსმოპოლიტენის“ პირველი ნაბიჯები გახლდათ ის, რომ იგი საოჯახო ჟურნალს წარმოადგენდა. გამოყიფილი იყო სპეციალური გვერდები პატარებისთვისაც. ამის შემდეგ სალიტერატურო გამოცემის სტატუსი შეიძინა და საბოლოოდ კი ლამაზი ქალის გზამკვლევად მოგვევლინა. იგი მალევე გახდა პოპულარული; ტირაჟმა 25 000-ს ეგზემპლარს მიაღწია. თუმცა სულ თავიდან საკმაოდ მოკრძალებული და მოსაწყენიც კი იყო, რადგან არ ჩანდა ნახევრად შიშველი ქალები, სითამამე და თავისუფლება.

დასაწყისი სრულიად განსხვავდება დღევანდელობისაგან. 1988 წელს ჟურნალის ახალმა რედაქტორი შეეცადა სიახლის შემატანას. გაჩნდა ფერადი ილუსტრაციები, ხელოვნების სამყარო და ამ გზით ჟურნალი დაუახლოვდა გლამურული ცხოვრების სტილს.

ამის შემდეგ იზრდება ტირაჟიც და იგი 400 ათასაც კი აღწევს. ამ პერიოდში კოსმოს მარკეტინგული გათვლა იყო ის, რომ რეკლამის ხარჯზე ჟურნალი თვითღირებულებაზე იაფად იყიდებოდა. შედეგმა გაამართლა და წარმატება მოიტანა.

სრულიად ახალი ფაზა იწყება 1905 წლიდან, როცა მეპატრონე გახდა უილიამ რენდოლდ ჰერთსი.  იგი „Hearst Corporation“-ის დამფუძნებელი გახლდათ. სწორედ მისი გამოგონილია პრინციპი –  მედია სკანდალებისა და ჭორების მეშვეობით ფულს აკეთებს. ამ პიროვნებას უკავშირდება ისეთი ჟურნალისტური ცნებები, როგორიცააა „ყვითელი პრესა“, „PR“ „მედიამაგნატი“. მისი მეშვეობით კოსმომ შეიძინა ლიტერატურული იერი და აქტიურად შეუდგა პროზის გავრცლებას.

ყველგან და ყველაფერში არის აღმავლობიდა და დაღმავლობის ეტაპები. ნებისმიერი გამოცემისა თუ სხვა მედიასაშუალების ისტორიაში წარამტებას ხშირად მოყვება წარუმატებლობა და ა.შ. ამ მხრივ არც „კოსმოპომლიტენია“  გამორჩეული და უკვე 1960-იანი წლებიდან ჟურნალისადმი ინტერესმა ნელ-ნელა იკლო. შემცირდა ტირაჟიც და საჭირო გახდა რაიმე ახლის, განსაკუთრებულის  მოფიქრება, რათა მკითხველი კვლავ მოეზიდა. ასეთ დროს კი გამოჩნდა ჰელენ გერლი ბრაუნი (ავტორი წიგნისა „სექსი და მარტოხელა ქალი“). სწორედ მისი რჩევითა და ოდნავ მოგვიანებით,  რედაქტორობითაც, 1965 წლიდან ჟურნალი თავიდან „იბადება“ და უკვე განკუთვნილია ახალგაზდა, მიზანდასახული ქალებისათვის.

ახალმა რედაქტორმა დაიწყო სექსუალური პრობლემების საჯაროდ განხილვა, აქტუალური გახადა იქამდე ტაბუდადებული თემები და სრულიად სხვა პროფილიც შეიძინა. ჟურნალი თავისუფლად ალაპარაკდა სექსუალური ცხოვრების შესახებ. ყოველივემ ბუნებრივია საზოგადოებაში აზრი ორად გაყო. იყვნენ მომხრეებიც და მოწინააღდეგენიც, მაგრამ ფაქტია, „სექსუალურმა რევოლუცია“  გასცდა ამერიკის ფარგლებს.

ამ მხრივ ყველაზე სკანდალური გვერდი ჟურნალის ისტორიაში მსახიობ ბერნტ რეინოლდსის გაშიშვლებული ფოტოა (1972 წ.), რამაც საბოლოოდ შესძინა ჟურნალს გაბედულობისა და სითამამის სტატუსი. საბოლოოდ დაიმკვოდრა ადგილი  სიშიშვლემ და სექსუალურობამ; თვისუფლებამ და დამოუკიდებლობამ. ამ გზით კი ბეჭდური მედიაც მეტად დემოკრატიული გახდა.

ეს ის გზაა, რომლითაც „კოსმოპოლიტენი“ ჩვენამდე მოვიდა. იგი დღესაც აქტუალურია და ქალების საყვარელი ჟურნალია. იბეჭდება 34 ენაზე და 100-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა. რიგ ქვეყნებში გამოიშვება მისი ვიდეო ვერსიაც.

თუმცა მას ხშირად ბრალს სდებენ ახალი თაობის გარყვნასა და ჰომოსექსუალიზმის ღია პროპაგანდაში, მაგრამ ფაქტია მყარად აქვს თავისი  ადგილი დამკვიდრებული.

კრიტიკოსები არ აღიარებენ სიახლეს, რაიმე უცხოს და რთულად  ეგუებიან ახალ ეტაპს, ამიტომაც ხშირად აკრიტიკებენ „კოსმოპოლიტენსაც“. თუმცა ჟურნალი, რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს, ყოველთვის იყო და იქნება  სექსლუალური თუ სოციალური ჩარჩოების გამათავისეფლებელი; იქნება ლიბერალური შეხედულებების გამტარებელი; დაიცავს განსაკურებულსა და განსხვავებულს.

„კოსმოპოლიტენი“ არის ჟურნალი ქალებისათვის. იგი განკუთვნილია ნებისმიერი სოციალური სტატუსის, რასის, რელიგიის აღმსარებლობის, ორიენტაციისა თუ იდეოლოგიისათვის. კოსმო გოგონა, ეს არის, ენერგიული, თავისუფალი და გაბეუდლი, თამამი და დამოუკიდებელი; ლამაზი და მხიარული. ცდილობს გახდეს უკეთესი და ბედნიერი.

„კოსმოპოლიტენი“ არ არის უბრალოდ ჟურნალი,  ეს ცხოვრების სტილია.

 

~ ავტორი salikesi on იანვარი 25, 2012.

4 Responses to “COSMOPOLITAN”

  1. Tqven cosmos gogonebi xart? ))) momewona, dzaan sainteresoa. ramxela istoria hqonia am jurnals )

  2. namdvilad tam Umma :)) madloba, rom mogewona :))

  3. dzalian kargad aris mimoxiluli kosmos istoria. saintereso statiaa. bevri inpormacia mivige 😀

  4. shengan namdvili jurnalisti dadgeba me amis mjera :* yocham viconeb shens mondomebas es statiasac etyoba …

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: