ადამიანი, რომელმაც გატეხა ინგლისის ბანკი
მისი სახელი ოდგესღაც თავზარსცემდა სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებსა და ფინანსთა მინისტრებს. მილიარდერი, რომელმაც დააგროვა ქონება ვალუტის სპეკულაციაზე, თავის დროზე მთლიან სახელმწიფოებში ანგრევდა ფულად სისტემებს. დღეს კი – ჯორჯ სოროსი ერთი, უვნებელი თვალცრემლიანი მოხუცია.
ამბობენ მომავლმა ფინანსურმა გენიოსმა, პირველი ფული კიდვ ბავშობში იშოვაო. სკოლაში განსაზღვრულ ფასად ყიდდა თვითნაკეთ გაზეთს, რომელსაც თავად წერდა და ხატავდა.საშუალო შესაძლებლობის ებრაულ ოჯახში დაბადებული ჯორჯ სოროსი, დღესდღეობით ყველა მილიარდერთა სიაში მყარ ადგილს იკავებს, თუმცა ამის მისაღწვად მან რთული გზა განვლო.
მის შემდეგ რაც, უნგრეთში ცხოვრების გაგრძელების პერსპექტივა დაკარგა, მამის დახმარებით საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, საიდანაც დაიწყო მისი ცხოვრების ერთერთი ყველაზე რთული ეტაპი, მუშაობდა ოფიციანტად და მტვირთავად, მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეძლო გამხდარიყო ლონდონის ეკონომიკის სკოლის სტუდენტი. სწავლის ქირის გადასახდელად დაუზოგავად მუშაობდა, მას შემდეგ რაც წარჩინებით დაასრულა სწავლა და დიპლომი აიღო, ვაჭრობდა ქალების ხელჩანთით, სანამ ბანკში სტაჟიორად აიყვანეს. ის ყოველთვის კოშმარით იხსენებს ლონდონში ცხოვრების ამ პერიოდს – ”მე ფსკერზე დავეცი, აქედან შეიძლება მხოლოდ ზევით ავიდეო” – ამბობდა იგი.
ამდენი მცდელობის მიუხედავად ჯორჯს არ გაუმართლა ლონდონში და სამი წლის მანძილზე დაგროვებული ხუთი ათასით, 1956 წელს ახალგაზრდა ამბიციური ბიზნესმენი ამერიკაში გამეგზავრა. თუმცა არც მანდ დახვედრია ია-ვარდებით მორთული სამყარო, ბევრი მუშაობისა და შრომის შემდეგ 1980 წელს სოროსის კაპიტალი შეადგენდა 100 მილიონ ამერიკულ დოლარს
მისი უეცარი წარმატების საიდუმლოზე არასოდეს არაფერს ლაპრაკობდა, მხოლოდ ერთხელ მისმა უფროსმა ვაჟმა ხუმრობით ასეთი ფრაზა წარმოთქვა – ”ის ყიდულობს აქციებს, როცა ეწყება ზურგის ტკივილი და ყიდის მაშინ როცა ტკივილი გაუვლისო”.
” ადამიანი რომელმაც გატეხა ინლისის ბანკი” – სოროსის ყველაზე ხმაურიანი გარიგება დღესაც უნიკალურად ითვლება. უნგრელი ემიგრანტების ამერეიკლემა შთამომავალმა 1992 წელს ერთ დღეში დაამხო ინგლისური გირვანქა სტერლინგი და 1 მილიარდი დოლარი მოიგო. (რასაც დიდ ბრიტანეთში მისი პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოჰყვა).
მან სიმდიდრესთან დაკავშირებით ერთ-ერთ ნტერვიუზე ასეთი ფრაზა წარმოთქვა ” -მილიონერები ფულს ხარჯავენ, ხოლო მილიარდერები ისტორიას ვქმნით”.
მის შეუდარებელ ინტუიციაზე დღესაც ბევრს საუბრობენ, ასევე აღნიშნავენ მის ბუნებრივ ნიჭს რომელიც საშუალებას აძლევდა გარკვეულიყო მსოფლიო ეკონომიკაში . გასაოცარია მისი სითამამე, რისკის მუდმივი გრძნობა და რკინის ნერვები.
რაც შეეხება სოროსის პირად ცხოვრებას, აქ მოსაყოლი დიდი არაფერია და არც საინტერესო. ის არც მალავდა იმას, რომ ოჯახი პირველ პლანზე არასოდეს ეყენა. მან პირველად ცოლი 31 წლის ასაკში შეირთო, რომელთანაც 17 წელიწადი იცხოვრა და 3 შვილი შეეძინა, ხოლო 1983 წელს მეორედ იქორწინა და ამჯერად 20 წელს გასტანა მათმა თანაცხოვრებამ, აქ ორი შვილი შეეძინა, საბოლოოდ კი ეს ქორწინებაც განქორწინებით დასრულდა.
ზღაპრული სიმდიდრის შეძენის შემდეგაც, ჯორჯს არ შეყვარებია ფუფუნებაში ცხოვრება. მისი კოლეგა- მილიარდერებისგან განსხვავებით არასოდეს უყიდია მდიდრული იახტები და თვითფრინავები. ფრენისას ყოველთვის ბიზნეს-კლასით შემოფარგლება, ჩაცმითაც ყოველთვის მოკრძალებულად იმოსება, ფიზიკურადაც არასოდეს დამსგავსებია მილიარდერს – უფრო, მორცხვ უნივერსიტეტის პროფესორს წააგავდა.
მისი ცხოვრების მთავარი სიამოვნება ყოველთვის იყო თვითონ ფულის კეთების პროცესი, რასაც შეიძლება გამართლება ან ცხოვრების მთავარი მიზანი დავარქვათ. ფაქტები სახეზეა- 1985 წელს სოროსი ერთ ღამეში 40 მილონით მდიდარი გახდა. ყოველი მისი განთქმული გამონათქვამები ფულს ეხება, რამდენიმე მათგანს აქვე წარმოგიდგენთ:
- 1. ”მთავარი არ არის ის, მართალი ხართ, თუ არა, მთავარია ის თუ რამდენ ფულს იშოვი, თუ მართალი აღმოჩნდებით, და რამდენს დაკარგავთ თუ არ აღმოჩნდებით მართალი”
- 2. ” მე ბვერ რამეში ვემორჩილები ცხოვრელურ ინსტინქტებს”
- 3. ”ჯორჯმა გადაიტანა ყველა თქვენი იდეები, დაწვრილებულ მაკროეკონომიკურ თეორიაში და ყოველი ჩვენთაგანისგან შექმნა ბლოგბოლისტები, რომელმაც გაგვაგებინა მთავარი არსი გეოპოლიტიკური მოვლენებისა ამერიკის ეკონომიკისათვის”.
1978 წელს სოროსმა, ამერიკაში შექმნა პირველი საქველმოქმედო ფონდი ”ღია საზოგადოება” . დღევანდელ დღეს, სოროსი თავის არაკომერციულ პროექტებზე ყოველწლიურად ხარჯავს 300 მილიონ დოლარს. მის მიერ შექმნილი ფონდები უკვე 25 ქვეყანაში არსებობს. იმაზე თუ რისთვის ჭირდებოდა ეს სოროსს, ბევრი ჭორი დადიოდა, ერთნი ამბობდენ რომ ამ გზით, ის საგადასახადო სტრუქტურას არიდებსო თავს, ზოგი კი ხელისუფლების სურვილი კლავსო, ასევე ადანაშაულებდნენ საზოგადოებრივი აზრის ყიდვაში, იმ ქვეყნებში სადაც ანგრევდა ნაციონალურ ვალუტას, ასევე რაოდენ სასაცილოც არ უნდა აღმოჩნდეს შპიონაჟშიც კი სდებდნენ ბრალს. ჯურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე ” და ბოლოსდაბოლოს რა არის და რისთვის არის სოროსის ფონდი?” – ასე უპასუხა:
”- ჩემს მიერ შექმნილი ქსელები ხელს უწყობს ღია საზოგადოებების განვითარებას,ამ სიაში შედის 25 ქვეყანა, და ყოველი ამ ფილიალის ვალდებულებაა- მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების, ვანხორციელებთ მრავალგავრ პროგრამებს”.
.
არსებობს აზრი, რომ პოლიტიკურმა ამბიციბმა სოროსთან არ გაამართლა, დიდი დივიდენტები პოლიტიკამ მას არ მოუტანა, ხოლო 90-იანის ბოლოს მის ცხორებაში დიდი წარუმატებლობის პერიოდი დგება. 1997 წელს ფინანსისტმა ჯორჯმა 1 მილიარდ დოლარიანი კომპანიის აქციები შეისყიდა, რომელსაც “Связьинвест” ერქვა, ხოლო 1998 წელს ორჯერ უფრო იაფად გაყიდა. მან ამ ხელშეკრულებაზე – ” ეს, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე წარუმატებელი ფულის ჩადება იყო” . ამ კრახს შემდეგ წლებში მოჰყვა კიდევ ერთი წარუმატებლობა, ინტერენტ-კომპანიაში, მას კი 2004 წელს მაქინაცია – ევროზე, რის შემდეგაც ჯორჯმა განაცხადა: – ”ფულის კეთების დრო ჩემთვის გავიდა” და თავის მილიარდები შვილებს გადააბარა. დღეს კი, მისი კაპიტალი შეადგენს 22 მილიარდ დოლარს. ასევე ჯორჯ სოროსმა 2011 წლის ივლისში განაცხადა, რომ თავის ჰეჯ-ფონდს იჯახის მომსახურე საფინანსო კომპანიად Family Office-ად აქცევს. თუმცა ეს მის წონასა და გავლენას ნამდვილად არ შეამცირებს.
დავუბრუნდები მის პოლიტიკურ მოღვაწეობას – და საქართველოს ვახსენებ სოროსთან მიმართებაში. მას მიიჩნევენ 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის მთავარ დამფინანსებლად, თუმცა თავად, ამ ფაქტთან დაკავშირები ამბობს, რომ მისი როლი პრესამ მეტისმეტად გააზვიადა. საქართველოში ჯორჯ სოროსი უპირადესად საზოგადოებრივი აქტივობით არის ცნობილი, თუმცა ასევე ჰქონდა ბიზნესში ჩართვის მცდელობაც. ”თი-ბი-სი ბანკის” აქციათა 25 % შეიძინა, მაგრამ მალევე გაყიდა. ამის შემდეგ სოროსი საქართველოში, მხოლოდ საზოგადოებრივი საქმიანობით არის დაკავებული.
ასევე ავღნიშნავ იმას, რომ ჯორჯ სოროსი, მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეა და მხარდაჭერას უცხადებს მეტადონ-გეროინით მკურნალობას.
ამბობენ, რომ ეს ბოლო წლები 81 წლის, სოროსი ცხოვრობს, როგორც პენსრიონერი, პენტჰაუსში მანჰეტენზე და სიამოვნებით უტარებს კონსულტაციებს, ჟურნალისტებს მსოფლიო კრიზისთან დაკავშირებით.
და მაინც ვინ არის ის?- ზოგიერთისთვის-უდიდესი ტრეიდერია, ზოგი ეგრვე იტყვის – სპონსორიო, ხოლო ზოგისთვის კი- გენიოსი ფილოსოფოსია.
როგორ ადამინადაც, არ უნდა მიიჩნიოს ის საზოგადოებამ, დრომ თუ საუკუნემ, უდაოდ ის, საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გენიალურ ფინანსისტ-ეკონომისტად დარჩება.
verafers itkviimagari kacia 😀