ამერიკის მთავარი თერაპევტი

2011 წლის მიწურულს ჟურნალ “FORBES”-მა გამოაქვეყნა ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი. ამჯერად პირველობა 57 წლის ოპრა უინფრიმ დაიმსახურა. საკუთარ ტელეშოუზე მუშაობამ, საპროდიუსერო კომპანიის მართვამ  და უამრავმა კომერციულმა პროექტმა მისცეს ოპრას საშუალება თავისი ქონება გაეზარდა 3 მილიარდ აშშ. დოლარამდე. „ამერიკის მთავარი ტერაპევტი“, „ ყველა დიასახლისის მეგობარი“, „დაკარგული სულების მფარველი ანგელოზი“ და „ამერიკული ტელესივრცის ხატებაც“ კი – ასე მოიხსენიებს ოპრა გეილ უინფრის მისი მილიონობით ფანი. „ოპრა უინფრის შოუ“ ტრანსლირდებოდა მსოფლიოს 150 ქვეყანაში. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში შოუს ყოველკვირეულად 50 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. ამ ტელეწამყვანის პოპუალორობა მართლაც რომ უსაზღვროა. 1993 წელს როდესაც  ამერიკელ საჰაერო მგზავრებს ეკითხებოდნენ, თუ ვისთან ერთად ისურვებდნენ თვითმფრინავით მგზავრობას , უმეტესობა სწორედ უინფრის ასახელებდა და არა პრეზიდენტ კლინტონს ან ტერმინატორ შვარცნეიგერს.

ამერიკაში იყო ბევრი მითქმა-მოთქმა იმის შესახებაც, რომ ჯორჯ ბუშ უმცროსი სწორედ ოპრას უნდა უმადლოდეს თავის მოგებას საპრეზიდენტო არჩევნებზე. უინფრის შოუში მონაწილეობისას, ბუშმა განაცხადა, რომ მიიჩნევს მას ნამდვილი ამერიკელი ქალის იდეალად და აკოცა მას ლოყაზე. ტელეწამყვანმა ღიმილით უპასუხა ბუშ უმცროსს, რომ „მაგარი ბიჭია“. ეს საკმარისი გახდა იმისათვის, რომ ამერიკელი დიასახლისების დიდი სიმპათია დაემსახურებინა პრეზიდენტობის კანდიდატს. ვინ დადის ამერიკაში საარჩევნო ოლქებზე? დიასახლისები, რომლებსაც თან მიჰყავთ თავიანთი მუდამ დაკავებული მეუღლეები .

და მაინც, რატომ არის ოპრა უინფრის პოპულარობა ასეთი სტაბილური და ამავდროულად არანორმალურად ძლიერი? რის დახმარებით შეძლო ამ ქალბატონმა მილიონობით ტელემაყურებლის გულის მოპოვება?

შავი გეტტოს საშინელებანი.

ნაწილობრივ ყველაფერი აიხსნება გარკვეული ეპიზოდებით მისი ბიოგრაფიიდან, რომლის წაკითხვისას შეუძლებელია ცრემლების შეკავება. უინფრი დაიაბადა 1954 წლის 29 იანვარს, ქალაქ სოსტიუშკოსი, მისისიპის შტატი. დედამისმა, რომელიც იმ დროს მხოლოდ 18 წლის იყო ბავშვი ბებიას დაუტოვა. მოგვიანებით ოპრა ცრემლებით თვალებზე უყვებოდა მის ტელემაყურებელს, რომ პირველა კაბა და ფეხსაცმელი მას უყიდეს, როდესაც გოგონა სკოლაში წავიდა.რომელი დიასახლისის გული არ შეიკუმშება სიბრალულის განცდით ამის მოსმენისას?  წერასა და კითხვას ოპრა დაეუფლა ორ-ნახევარი წლის ასაკში. დაახლოებით ამ დროს მოხდა მისი პირველი საჯარო გამოსვლაც – მან მიმართა ადგილობრივი ეკლესიის მრევლს თემით – „ იესოს აღმავლობა აღდგომის დღეს“. რასაკვირველია მრევლს იმწამსვე შეუყვარდა გოგონა. თითქმის ისევე, როგორც წლების მერე ის უყვარს და ეყვარება მის ერთგულ მაყურებელს.

ოპრა უკვე სკოლაში სწავლობდა, როდესაც ის, როგორც იქნა, გაახსენდა დედას. გოგონას მოუწია ქალაქ მილუოკის გეტოში გამგზავრება,სადაც საკმაოდ მძიმე პირობები იყო. მოგიანებით ოპრამ თავის შოუში გამართა ინტერვიუების სერია ქალებთან, რომლებიც  ბავშვობაში სექსუალურ ძალადობას განიცდიდნენ ნათესავების მხრიდან. ერთ-ერთ ასეთ გამოშვებაში უინფრი დეტალურად მოყვა თავის მძიმე ამბავს. 9 წლის ასაკში გოგონა მისმა დეიდაშვილმა გააუპატიურა. მან ისიც გაიხსენა, რომ ამის სანაცვლოდ ძმამ ნაყინი უყიდა.  თუმცა ამით ოპრას უბედურებები და ცხოვრებისეული სირთულეები არ დასრულებულა – აღმოჩნდა რომ დეიდაშვილის მსგავსად ოპრაზე ძალადობდნენ დედამისის მრავალრიცხვოვანი მეგობრები და ნათესავები. ღირს თქმად, რომ ნაშუადღევს ამერიკელი დიასახლისები ეკროდნენ ტელეეკრანებს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მოთქვამდნენ მათი კუმირის რთული ბედის გამო?

ამის შემდეგ მან მიიწვია შოუზე რთული მოზარდები და გაუზიარა მაყურებლებს თავისი მოგონებები, იმის შესახებ თუ როგორ მიეძალა კოკაინს მილუოკიში. კოკაინის ხსენებამ მაყურებლები დააფიქრა, რადგან ეს ნარკოტიკი საკმაოდ ძირადრირებულია და  გეტოში მას იშვიათად თუ წააწყდებით. თუმცა ოპრამ დრპოულად ახსენა, რომ 12 წლის ასაკში ეკლესიაში გამოსვლისთვის მას 500 ამერიკული დოლარი გადაუხადეს. რთული წარმოსადგენია, რომ გოგონას იმისათვის რომ ნარკოტიკები მოეპოვებინა თავისთვის და „მეგობრებისთვის“ ეკლესიაში უწევდა მოძღვრება სწორი ცხოვრების შესახებ, რომელიც მისთვის მიუწვდომელ ზღაპრად რჩებოდა. არსებობს ეჭვი, რომ მისი უფროსი ნარკოდამოკიდებული მეგობრები გოგონას პროსტიტიციას აიძულებდნენ, რათა ფული ეშოვა.

საბოლოოდ ოპრამ მოპარა დედამისს ფული და გაიქცა სახლიდან. ფული დამთავრდა. ის მოხვდა რთული მოზარდების სახლში, აღსანიშნავია რომ ამ დროს  14 წლის ოპრა უკვე ორსულად იყო. ბინძური და ცივი ბავთვთა სახლიდან გოგონა მამამ წაიყვანა. ერთ-ერთ ინტერვუიში ოპრა ტირილით აღნიშნავს: „მამაჩემმა მე უბრალოდ

გადამარჩინა სიკვდილს“. ბავშვის სიცოხლის შენარჩუნება არ გამოვიდა, ის დაბადებისთანავე გარდაიცვალა. როგორ ფიქრობთ ეს ისტორია რას უზამდა მაყურებლების გულს?

„მე ვიგრძენი: ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე მე თავს მოვიკლავ“ , – იხსენებს ოპრა. „მე სისულელეებს ჩავდიოდი: ვსვამდი სარეცხ საშუალებას და ვაკეთებდი ყველა იმ უაზრობას, რასაც ჩვეულებრივ აკეთებენ ადამიანები, როცა ცდილობენ ყურადღების მიპყრობას, როცა ყოველი მათი საქციელი გეუბნება – დამეხმარე“.

თვითმკვლელობის მცდელობა.

უინფრი აღიარებს: „როდესაც ბავშვი მოკვდა, მე არაფერი მიგრძნია, მხოლოდ თავისუფლება. მე ამოვისუნთქე და აღვიქვი ეს როგორც მეორე შანსი“.

14 წლის ასაკში ოპრამ დაიწყო ცხოვრება თავისი მამის ოჯახში, ქალაქ ნეშვილში. ამ დროიდან იწყება ახალი ისტორია, რომელიც საეჭვოდ გავს ამერიკულ ოცნებას.მამა მას არ აკლებდა ყურადღებასა და მზრუნველობას, ოპრამ დაიწყო ფრთების გაშლა. 2 წელიწადში ოპრამ მოიგო შეჯიბრი საორატორო ხელოვნებაში, რის შემდეგაც იქნა დაპატიჟებული თეთრ სახლში პრეზიდენტ ნიქსონის მიერ. მომავალი დედოფლის ტელეკარიერამ 1970 წელს აიღო სტარტი. წარმატებულს ამ სტარტს ვერ ვუწოდებთ, თუმცა სწორედ აქედან დაიწყო დიდი ოპრას ისტორია. თუმცა, როგორც მოგვიანებით მოყვა ოპრამ, სწორედ პოპულარობის მწვერვალზე ყოფნისას, 1981 წლის 8 სექტემბერს მან თვითმკვლელობა სცადა, რადგან მისმა მეგობარმა მამაკაცმა უარი თქვა ქორწინებაზე. ამ ყოველივეს გაგებით მაყურებელს კიდევ უფრო შეუყვარდა ოპრა. მართლაც რომ ვის არ განუცდია ცალმხრივი სიყვარული, თუნდაც ელვის პრესლის მიმართ? ვის არ ქონია სურვილი ბოლო მოუღოს თავის არსებობას, ერთხელ მაინც? „მაშინ მე ფიცი დავდე, ვერცერთი კაცი ვეღარ მიისაკუთრებს ჩემს გულს“- აკანკალებული ხმით უყვებოდა თავის განცდებს ოპრა მაყურებელს.

1886 წელს ოპრამ დაიწყო მისი ცხოვრების საქმე, ის წარუძღვა „ოპრა უინფრის შოუს“. უკვე ერთი წლის შემდეგ ოპრამ მისი პირველი მილიონი დააგროვა. დღესდღეობით კიმისი ქონება 3 მილიარდ დოლარს აღწევს.

ცხიმის 27 კილოგრამი.

კიდევ რაზე ესაუბრება თავის მაყურებლებს ოპრა? მაგალითად შესახედაობაზე. როდესაც მას ტელესტუდიაში მისცეს შენიშვნები გარეგნობასთან დაკავშირებით, ოპრა ძალას არ იშურებდა, რათა თმა დაერბილებინა, გაეღიავებინა კანის ფერი და გამხდარიყო. თუმცა საბოლოოდ მან თქვა: „ ჩემი თეძოები არასოდეს იქნება დაიანა როსის მსგავსი, ამიტომ უმჯობესია მე ვიყო ოპრა ყველაფერში და ყოველთვის“. ამერიკელი დიასახლისები ამ წინადადებას რასაკვირველია დიდი ოვაციებით შეხვდნენ. თუმცა წლების განმავლობაში ოპრას წონა მერყეობდა. ერთხელ მან სტუდიაში შემოიტანა 27 კილოგრამიანი ცხოველის ქონი და ამაყად თქვა, „ აი რამდენი კილოგრამი დავიკელი“. ოპრა უკვე ათწლეულებია ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, ის დარბის, ვარჯიშობს და ეძალება ხილ-ბოსტნეულს.

„პონტიაკი“ ლენტით.

2004 წელს უინფრიმ თავის 11 მაყურებელს აჩუქა ავტომიბილ „პონტიაკის“ გასაღები. შემდეგ დარბაზში გაუშვა სასაჩუქრე ყუთები მეთორმეტე მანქანის მფლობელის გამოსარკვევად. თუმცა აღმოჩდნდა რომ სანატრელი გასაღები ყველა ყუთში იყო და დარბაზში მყოფი 276 მაყურებელი დასაჩუქრდა ავტომობილით. ოპრა ბედნიერი სახით ყვიროდა – „ მანქანა შენ, შენ და შენ! მანქანა ყველას!!!“  მსგავსი ეპიზოდები არ არის უცხო ოპრას შოუსთვის, მან თავისი მაყურებლები ავსტრალიაშიც კი ამოგზაურა უფასოდ.

ოპრა უინფრი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქველმოქმედი მსოფლიოში. მხოლოდ 2010 წელს მან 50,2 მილიონი ამერიკული დოლარი დაახარჯა ქველმოქმედებას.

ორიოდე სიტყვა „ოპრა უინფრის შოუს“  დასასრულს

2011 წლის 25 მაირტს ტელედივამ დაასრულა 25 წლიანი მარათონი სახელად „ოპრა უინფრის შოუ“. „ჩემი უკანასკნელი შოუ- ეს არის სამადლობელი თქვენთვის… თქვენ შემომიშვით თვქენს სახლებში, მომეცით ნება მესაუბრა თქვენთან- მადლობა ამისათვის“ – მიმართა უინფრიმ 70 მილიონიან აუდიტორიას მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში.ბოლო გამოშვებამ ჩაიარა სტუმრების გარეშე: პირველად სტუდიაში იყო მხოლოდ ერთი თეთრი სავარძელი – ტელეწამყვანისთვის, რომელიც, თუმცა, არც დამჯდარა მასზე. 

ოპრა უინფრი: „25 წელი, მე ისევ ისე ვამბობ: „ მადლობა ამერიკა, დიდი მადლობა“. მეც კი არ მეყოფა სიტყვები რომ ავღწერო ეს მომენტი.  შეხვედრამდე“,- თქვა ოპრამ და ვერ შეიკავა ცრემლები.

ეს იყო მისი 4561-ე შოუ. 25 წლის განმავლობაში ოპრა იყო ნომერ პირველი ამერიკული ტელეეთერისთვის- 40 მილიონი მაყურებელი ყოველდღიურად! მას ბაძავდნენ, მისი რჩევებით განაგებდნენ ცხოვრებას. გოგონა ღარიბი ოჯახიდან გახდა ცოცხალი მაგალითი დიდი ამერიკული ოცნებისა. და ბოლოს:

7 ცხოვრებისეული გაკვეთილი ოპრასგან:

  1. დაინახეთ, ვინ გინდათ რომ იყოთ.

„როდესაც მე ვიხედები მომავალში, ჩემი თვალები ცეცხლოვნად ინთება“.

  1. ვნების ძალა.

„ვნება ეს არის ენერგია. იგრძენით ძალა, რომელიც მოდის თქვენთან, იმაზე ფიქრისას რაც ყველაზე მეტად გწადიათ“.

  1. გააჩერეთ ფოკუსი კარგზე, დადებითზე.

„იყავით მადლიერნი იმისთვის, რაც გაქვთ და საბოლოოდ თქვენ მიიღებთ მეტს. თუ თქვენ ფიქრობთ იმაზე, რაც არ გაქვთ, თქვენთვის არაფერი იქნება საკმარისი“.

  1. თქვენ უნდა იცვლებოდეთ. თქვენ ვალდებული ხართ შეიცვალოთ.

„ჩვენ ვერ გავხდებით, ის ვინც გვინდა გავხდეთ, თუკი დავრჩებით ის, ვინც ვართ დღეს“.

  1. ყველა განიცდის წარუმატებლობას.

„გააკეთეთ ერთი რამ, რაც გგონიათ არ გამოგივათ. იქნებით წარუმატებელი. სცადეთ კიდევ ერთხელ. ამჯერად თქვენ გამოგივათ უკეთ. წარუმატებლობა მხოლოდ მათთვის არის უცნობი, ვინც არ ადის მაღალ მწვერვალზე. ეს თქვენი მომენტია. დაიპყარით ის“.

  1. გაზარდეთ თქვენი პოტენციალი.

„ცხოვრების მთელი არსი, მდებარეობს იმაში რომ, გახდეთ ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოთ ბედისწერით“.

  1. იფიქრეთ დიდზე. „ის რაც ღმერთმა თქვენთვის მოამზადა ბევრად დიდია, ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ“.

 

ოპრა წარმატებით ხელმძღვანელობს ამ რჩევებით და მისი, ჩემი  აზრით, ძალიან სწორი ცხოვრებისეული მიდგომით – ვინ თუ არა მე?

~ ავტორი salikesi on იანვარი 31, 2012.

4 Responses to “ამერიკის მთავარი თერაპევტი”

  1. eg vin dacera?ra qvia am adamians,mec jurnalisti gaxlavart ukve 10 celia da mainteresebs saxeli am adamianis vin dacera es.

  2. yvelaze gavleniani kali.. da yvelaze mdidari…magari kaliaa.. kochag magrad momeocna .. 🙂

  3. Gizo, shegidzliat dagvikavshirdet facebookis meshveobit an mailit, gipasuxebt yvela kitxvaze… http://www.facebook.com/profile.php?id=100001016252551
    Madloba, rom stumrobt chvens blogs :))

  4. chexetshi gaxlavart interviuze,dzalian saintereso sakitxit,aulileblad shegexmianebit da gagacnobt tu rastan dakavshirebit,gmadlobt . gizo laliashvili.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: