ვეფხისტყაოსანი თუ საპნის ოპერა
55 საჯარო სკოლის ქართული მასწავლებელი, ლია გაგნიძე, ჩემი მეზობელია და ქართულის ცოდნის გამტკიცების მიზნით მასთან მომზადება დავიწყე ერთი წლის წინ. ერთხელაც როდესაც მასთან ავედი, ჩვეულებრივად, გაკვეთილზე ქალბატონი ლია წამლების ამარა დამხვდა. ძალიან ცუდად იყო და გაოგნებული სახით ერთი და იგივეს იმეროებდა: „ ვაიმე რა გავიგე, ვაიმე ეს რა თქვესო“ ვკითხე რა მოხდათქო. მან კი ხელის კანაკლით და გაოგნებული სახით მიპასუხა: „ ეს რა მითხრეს, რა გამიბედეს, ვეფხისტყაოსანი არ გვინდაო რომ ვისწავლოთო, სულეობაო და საპნის ოპერას გავსო. გესმის შენ რა მითხრეს რაზე მითხრეს ვეფხისტყაოსანზე. როგორ მეგონა ამას რომ მეტყოდნენ, ყველაზე კარგი კლასი ეს მყავდა და რა გამიბედეს.“ მე შევეცადე დამემშვიდებინა და ვთხოვე დავსწრებოდი მის გაკვეთილს. ძალიან დამაინტერესა და მეორე დღეს ქალბატონი ლიკას გაკვეთილზე როგორც მოსწავლე ისე მივედი.
ჩვეულებრივ 9 სააათზე ავდექი, გამახსენდა სკოლა და ბედნიერიც კი ვიყავი, განსაკუთრებით მოვემზადე. კლასი ამართლებდა ქართულის კაბინეტის იმიჯს, იგი მორთული იყო გამოჩენილი ქართველი მწერლების სურათებით. მარჯვენა კედელზე აკაკის, ილიას და გალაქტიონის სურათები იყო გაკრული, იქვე ბაგრატის ტაძარიც. მარცხენა კედელზე კი შოთა, ვაჟა და სამების ტაძარის სურათები. ძალიან მყუდროდ იყო თვითონ კლასიც მოწყობილი.
ზარიც დაირეკა და დაიწყო გაკვეთილი. კლასში შევედი ქალბატონმა ლიკამ ჩემი თავი გააცნო როგორც ჟურნალისტი, მართალია მე არ ვიყავი ჟურნალისტი მაგრამ ძალიანაც მესიამოვნა. კლასში გოგოების რაოდენობა ჭარბობდა. შესამჩნევი იყო „სასტავებად“, ჯგუფებად დაყოფა. მარჯვენა მხარეს „სასტავად“ ისხდნენ: ელენე ოგბაიძე, მარი ნადირაძე, მაკა ზედაშიძე და დაოშვილი სოფო. მათი ჩაცმულობა დღევანდელი მოდის მიმდინარეობის კარგი მაგალითი იყო. ყველას ყურსასმენები ჰქონდათ ყურში ჩადებული და მუსიკის მოყვარულებს გავდნენ. ისინი ერთად იჯდნენ და ერთმანეთს მხარს უბამდნენ თუ რატომ იყო ვეფხიტყაოსანის სწავლება სკოლებში ცუდი და რატომ არის ეს ნაწარმოები ასეთი მიუღებელი. ხოლო ამ ჯგუფს ეწინააღმდეგებოდა მათ საპირისპირო მხარეს მჯდომი გოგოების „სასტავი“ რომელშიც შედიოდნენ: სალომე ზაალიშვილი, ზედაშიძე მაკა, ნათია ჭეიშვილი და ანა ჩარკვიანი. ეს ორი ჯგუფი სასტიკ დისკუსიაში ჩაება, ერთმანეთს საყვარელი სიტყვებით ეალერსებოდნენ და თავგამოდებით ცდილობდნენ თავიანთი აზრი დაემტკიცებინათ. ელენემ წამოიძახა საერთოდ არც გააქვთ წაკითხულიო და რას დაობთო, მაგას პასუხიც მოყვა: შენ ხომ გაქვს წაკითხულიო რა, ჭორაობის მეტს არაფერს აკეთებ. თქვა სალომემ. მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს არა აზრთა შორის იყო კამათი არამედ, ჯგუფებს შორის, და ცდილობდნენ თავიანთი ჯგუფის უპირატესობა დაემტკიცებინათ. ბიჭები ჯგუფებად არ იყვნენ დაყოფილნი, ცალკე იჯდნენ ერთად და გემრიელადაც იცინოდნენ ამ სულელურ, როგორც თვითონ თქვეს, კამათზე, დიდად თავს არ იჩენდნე და ბოლოს ქალბატონმა ლიკამ მოსთხოვა მათაც გამოეთქვათ აზრი. კეკენაძე დათომ, ლომსაძე გიორგიმ და სანდრო კობალაძემ არც ერთი ჯგუფის მხარე არ დაიკავეს და საერთოდ დაეთახნმეს რომ ეს არის საუკეთესო ნაშრომი, არის ძნელი მაგრამ აუცილებელი სასწავლი.
კამათი ძალიან გამწვავდა ყველამ მარი ნადირაძე დაადანაშაულა, ვინაიდან მან წამოჭრა ეს აზრი პირველად, ის გაკიცხეს მეორე ჯგუფის წევრებამ. ბოლოსკენ მარი ნადირაძე ატირდა. ქალბატონმა ლიამ ჰკითხა რა გატირებსო. მარიმ პასუხი ვერ გასცა, ხელებს იფშტვენდა და რაგაცეებს ამბობდა რაც, ვერც მე გავიგე და ვერც კლასმა. 20 წუთიღა იყო დარჩენილი გაკვეთილის დამთავრებამდე და ქალბატონმა ლიამ შესთავაზა მოსწავლეებს თავიანთი აზრი ქაღალდზე გადმოეტანათ. სათაურით რატომ არ მომწონს „ვეფხისტყაოსანი“. მხოლოდ რამოდენიმე ნაწერი ჩააბარეს:
მარი ნადირაძე VIII კლასი _ მე არ მომწონს „ვეფხისტყაოსანი“ , გალაქტიონი ან სხვა პოეტის ლექსი მირჩევნია. რითმა აგებული არის უშინაარსო. სიამოვნებას არ იღებ. არასოდეს მომდომებია წაკითხვა. ვწუწუნებ და არ ვსწავლობ. ენის გასატეხია და არ ვაღიარებ რომ ჭკვიანურად არის დაწერილი. სრულიად უბრალოდ მიმაჩნია შინაარსი. საპნის ოპერას გავს და მხოლოდ გამოცდების ჩაბერიბსთვის კითულობენ თორემ არც წაიკითხავდნენ. მე ვეფხისტყაოსანი იმიტომ არ მომწონს რომ ჩემთვის ადამიანი რომელიც ტირის მიუღებელია, მითუმეტეს მამაკაცი.
დაოშვილი სოფო VIII კლასი _ მე არ მომწონს „ვეფხისტყაოსანი“ იმიტომ რომ ეს არის ძალიან ძნელი პოემა მასში არის ძნელი და ჩემთვის გაუგებარი სიტყვები.
ელენე ოგბაიძე VIII კლასი _ კლასში მე და ჩემი მეგობარი თავგამოდებით ვამტკიცებით რატომ არ გვიყვარდა ვეფხისტყაოსანი. მარიმ თქვა რომ ტიპიური საპნის ოპერის შინაარსი აქვსო ამ წიგნს. მე არ მიყვარს რადგან ჩემთვის სხვა მწერალი თუ პოეტი უფრო მისაღები შეიძლება იყოს. კლასში ბევრი ისეთი ბავშვი მედავება რომელთაც ნახევარიც არ ჰქონდათ წაკითხული ეს წიგნი, არამცთუ მთლად.
მაკა ზედაშიძე VIII კლასი _ უინტერესოა და თუ სიტყვების განმატებას ვერ ვიგებ.
ასე ლაკონიურად გადმოსცა თავისის აზრი მაკამ.
მოწინააღმდეგე ჯგუფის გოგოებმა საქებარი სიტყვები არ დაიშურეს რათა ედიდებინათ ვეფხისტაოსანი.
ანა ჩარკვიანი VIII კლასი _ „ ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესოდ სხვა მრავალთ შორის. მან რვა საუკუნეს გაუძლო. სიუჟეტი საკმაოდ ბანალურიაო , ასე თქვა ჩემმა კლასელმა, მაგრამ აქვე უნდა გავუსვათ ხაზი იმას რომ ბანალურობა არ უკარგავს აღიარებულ სილამაზეს და თანხმდება მასში გაბნეული სიბრძნე და გარითმული სტრიქონები.
სალომე ზაალიშვილი VIII კლასი _ მე ვფიქრობ რომ თანამედროვე ხალხს აქვს კომპლექსი ცრემლებისა. ჩემი აზრით, ისინი ვერ იგებენ რუსთაველის მიერ ახსნილ სიყვარულს, რადგან დღესდღეობით სიყვარულის ცნება ცოტა გაუფასურებულია.
კეკენაძე დათო VIII კლასი _ „ მე მიყვარს ვეფხისტყაოსანი. ეს პოემა აგებულია ადამიანის გრძნობაზე, ცხოვრებაზე და ეს ყოველივე გადმოცემულია ბრძნულად.
ამ ნაწერების კითვაში ზარიც დაირეკა და ყველანი უცებვე გაიქცნენ კლასიდან. ქალბატონი ლია დამწუხრებულმა შემომხედა და მკითხა: „ ჩემი ბრალია? ვერ ვასწავლე ვეფხისტყაოსანის სიყვარულიო? „ მე გავოგნდი არ მოველოდი ამ შეკითხვას და პასუხი არ გავეცი ისე გამოვედი კლასიდან ორი სართული ჩავიარე და როდესაც გარეთ გამოვედი პასუხი კიდევ არ მქონდა.
dzalian saintereso statiaa, chemi azrit problema isaa, rom cota nagal klasebshi unda iswavlebodes vepxistyaosani. mixaria, rom arasdros gamchenia azri rustavelis poema sapnis operas gavs metki :))))
“საპნის ოპერის” მინუსი ისაა, რომ მე–18 საუკუნის მერე ვერ განვითარდა. იმ დროში კი ღრმად ფილოსოფიური იქნებოდა.
ara dzneia amrtalia, margam arc ase radikalurad ar unad shexedo. vetanxmebi anis komentars magal klasebshi unda iswavlebodes da albat es “sapnis operis” probelmac ar ikneba