”კონსტიტუციის 42-ე მუხლი“
მოკლედ, რომ ავხსნა დავინტერესდი საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებით. არც ისე მცირე რაოდენობას წავაწყდი, ყოველი მათგანი საინტერესოდ მივიჩნიე, თუმცა იმასც ვერ ვითყვი თუ რამდენად საჭირო და არსებობისათვის აუცილებელ დატვირთვას წარმოადგენენ, არჩევანი ბიოლოს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მულზე“ გავაკეთე, როგორც თავად აღნიშნაცენ სრულიად აპოლიტიკური და დამოუკიდებელი ორგანიზიზაციაა, რომელიც მხოლოდ ადამინის უფლებების დაცვის განხორცილებაზე ზრუნავენ, საკამოდ მდიდარი გამოცდილების მქონე წარსული ააქვთ და ამავე დროს ყველა მსურველს, შესაბამისი განათლების მქონდე ამ შემთხვეაში კუსრდამთავრებულებს ეძლევათ საშუალება სტაჯირება გაიარონ და ბოლოს სამუსაო ადგიულიც კი იშოვონ, ასევე ისიც აღსანიშნავია, რომ საკმაოდ წარმატებულ პროეკტებს ახორციელებენ, წინასიტყვაობით თავი, რომ არ მოგაწყინოთ, წარმოგიდდგენთ ჩემს მიერ დაწერილ არც ისე მოკლე მიმოხილვას, იმისა თუ რას წარმადგენს და რას გვთავაზობს ეს ორგანიზაცია.
დაარსებულია:
12 სექტემბერი, 1997 – 19:00
მისია:
დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ორგანიზაციის შესაძლებლობათა განვითარება
აღმასრულებელი დირექტორი:
კონსტიტუციის 42-ე მუხლი” არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1997 წლის 12 სექტემბერს. ორგანიზაციის წევრები არიან პროფესიონალი ადვოკატები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთ უზრუნველყოფენ უფასო იურიდიული დახმარებით, სასამართლოში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში წარმომადგენლობით.
პროექტები:
ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების ხელშეწყობა საქართველოში (განსაკუთრებით აჭარის რეგიონში)
სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში
სტრატეგიული სამართალწარმოება ქვეყნის შიგნით: ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა
საზოგადოების მიმართ ხელისუფლების ანგარიშვალდებულებების გაზრდა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში
პროკურატურის რეფორმის მხარდამჭერი პროექტი(II ფაზა)
მიმართულება:
- საერთაშორისო სამართალი;
- ადმინისტრაციული სამართალი;
- ადამიანის უფლებები;
პროგრამისშინაარსი:
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია სამართლის სკოლის სტუდენტების პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობაში ჩართვისა და მათთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებისაკენ. პროგრამა ბაკალავრებს საშუალებას მისცემს სწორად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და დაგეგმონ კარიერა.
ამ მიმართულებით ორგანიზაციას „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს. 1988-2003 წლებში ორგანიზაცია იურიდიული კლინიკის პროგრამას ახორციელებდა ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით. იურიდიული კლინიკა ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის თავისებურებებს და თვითონაც ჩაერთონ მთელ რიგ ღონისძიებებში, რაც მათ მიერ მიერ მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების გარანტია იქნება.
პრაქტიკული საკითხები:
- პროფესიული ეთიკა;
- კლიენტის ინტერვიურება და კონსულტირება;
- სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება;
- ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები.
- სასამართლოში წარმომადგენლობა
პროგრამის ფარგლებში განსახორცილელებელი ღონისძიებები:
- მოსამაზადებელი პერიოდი – ვინაიდან ორგანიზაციის წესდებით ნებისმიერი პროგრამის ფარგლებში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია კონკურსის გამოცხადება, პროგრამის განხორციელების პირველ თვეს მოხდება პროგრამის თანამშრომელთა შერჩევა. პროგრამის ფარგლებში დასაქმდება 4 ადვოკატი და კოორდინატორი რომელთაც ექნებათ მსგავს პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, სურვილი და სათანადო მოტივაცია.
- პროგრამის პრეზენტაცია – პროგრამის განხორციელების დაწყების პირველივე თვეს მოეწყობა პროგრამის პრეზენტაცია პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით. რეზენტაციაზე მოწვეული იქნებიან მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების და სხვ. წარმომადგენლები. სტუმრების შერჩევა და მოწვევა მოხდება ერთობლივად პროგრამის პარტნიორთა მიერ.
- სტუდენტებისა და პროგრამის თანამშრომელთა გაცნობითი შეხვედრა – ვინაიდან პროგრამის პირველი ეტაპი მოიცავს ონლაინ სწავლებას, აუცილებელია მოხდეს პროგრამის თანამშრომელთა და სტუდენტთა ურთიერთგაცნობა, რაც მნიშვნელოვნად გაადვილებს სწავლების პროცესს. შეხვედრა მიზნად ისახავს საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლას, სტუდენტებისათვის სწავლების მეთოდიკის გაცნობას, მათი ინტერესის სფეროების შესახებ ინფორმაციის მიღებას და სხვ. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ესტუმრონ ორგანიზაციის ოფისს.
- ონლაინ სწავლება – იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტებს საკმაოდ დატვირთული სასწავლო გრაფიკი აქვთ, პროგრამის განხორციელების პირველი ნაწილი დაეთმობა ონლაინ სწავლებას. სწავლების აღნიშნული მეთოდი სტუდენტებს საშუალებას მისცემს სწავლისაგან მოუწყვეტლად მიღონ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება ჰიპოთეტურ საქმეებზე მუშაობის გზით. აღნიშნული, ინტენსიური პრაქტიკული სწავლების ეტაპზე, მნიშვნელოვნად გაუადვილებს სამუშაოებს, როგორც სტუდენტებს, ისე ადვოკატებს. ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სამჯერ შეხვდნენ პროგრამის თანამშრომლებს (ადვოკატები, კოორდინატორი) და მათთან ერთად განიხილონ როგორც სამართლებრივი, ისე ორგანიზაციული საკითხები.
- ინტენსიური პრაქტიკული სწავლება:
- სტუდენტების ჩართვა რეალურ საქმეებში – სწავლების მეორე ეტაპი ითვალისწინებს რეალურ საქმეებში სტუდენტების უშუალო ჩართვას. მათ საშუალება მიეცემათ ინტერესის სფეროს მიხედვით შეარჩიონ საქმე და იმუშაონ მასზე ადვოკატის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ. სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ საქმის მასალები, გააკეთონ საქმის და შესაბამისის ნორმატიული ბაზის ანალიზი, მოამზადონ საჭირო დოკუმენტები და კანონით დასაშვებ ფარგლებში ჩაერთონ სამართალო და გამოძიების პროცესში. საქმის აღებისას კლიენტი წინასწარ იქნება ინფორმირებული მის საქმეში სტუდენტების ჩართვის თაობაზე. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები მოამზადებენ იმ საქმეების პრეზენტაციას, რომელშიც იყვნენ ჩართული, რაც ხელს შეუწყობს მათ მიერ მიღებული გამოცდილების ურთიერთგაზიარებას. კონსულტაციები _ პარალელურად, წინასწარ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად და ადვოკატის ზედამხედველობით სტუდენტები ჩაერთვებიან კონსულტაციების პროცესში და იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენენ ორგანიზაციის ოფისში მოსულ კლიენტებს. მუშაობა კანონპროექტებზე – ორგანიზაციაში შექმნილია ადვოკატთა ჯგუფი რომლის მიზანია კანონპროექტებში არსებულ ხარვეზებზე მუშაობა და შესაბამისი მოსაზრებების წარდგენა პარლამენტში. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მათი კვლევის, ანალიზის, მსჯელობის, პოზიციის არგუმენტირების კულტურის გაღრმავებას. კონსტიტუციური სარჩელების მომზადება – კანონპროგრამებზე მუშაობის პარალელურად სტუდენტები ჩაერთვებიან უკვე არსებულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენის პროცესში, არაკონსტიტუციური ნორმების მოძიებისა და კონსტიტუციური სარჩელების მომზადების საქმეში. სტატიების მომზადება – ორგანიზაციას აქვს კვარტალური საინფორმაციო გაზეთი, ასევე ვებ–გვერდი, რომელზეც ინტენსიურად შუქდება ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიმდინარეობა და სხვა სამართლებრივი საკითხები. სტუდენტები ასევე ჩაერთვებიან სტატიების მომზადების პროცესში და შესაძლებლობა მიეცემათ გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. მონაწილეობა პრეს–კონფერენციებში _ ორგანიზაციაში ხშირად ეწყობა პრეს–კონფერენციები, რომელზეც შუქდება ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეები და მათთან დაკავშირებული რეზონანსული და პრობლემური საკითხები.
- პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ პრესრელიზების მომზადებაში და შესაბამის პრეს–კონფერენციებში იმ საქმეებზე, რომელშიც ისინი იქნებიან ჩართული. აღნიშნული მათთვის კიდევ ერთი დამატებითი საშუალება იქნება საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენის უნარის განვითარებისათვის. პრეზენტაციის მომზადება – კლინიკის პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტები მოამზადებენ პრეზენტაციას მათ მიერ წარმოებულ საქმეზე. ისინი წარმოადგენენ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს: საქმის არსს, ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ არგუმენტაციას, მოძიებულ მტკიცებულებებს, დაყენებულ შუამდგომლობებს, სხვადასხვა იურიდიულ დოკუმენტაციას, პროცესუალურ საკითხებს, დაცვის სტრატეგიას, სამართლებრივ შედეგებს, სასამართლო გადაწყვეტილებას.
ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებi
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა:
– ქვეყანაში არსებული მოწყლადი და მარგინალური ჯგუფებისათვის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩათვლით, სამართლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
– ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანოთა პრეცედენტული სამართლისა და სტანდარტებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დაჩქარება;
– პრაქტიკოსი, ასევე მომავალი ადვოკატების პროფესიონალური დონის ამაღლება;
საქართველოში მცირე საწარმოთათვის სამართლიანი იურიდიული გარემოსა და ბიზნეს-ეთიკის დამკვიდრების ხელშეწყობა.
მგონი საკმაოდ საინეტრესი და მომხიბლელი შემოთავაზებებია, ასევე დაინტერესების მიზნიტ შეგიდზლიათ ეს ორგანიზახია სოციალურ ქსელ ფეიზბუკზეც იხილოთ J ”Article 42 of the Constitution” – ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”
agnishnuli proketi studentebistvis iqneba sasargeblo, radgna daexmarebat praqtikuli unar-chvevebis ganvitarebashi da teoroiul codnas gamoiyeneben konkretul saqmeebze mushaobisad. mivesalmebi am proeqts :))
odnako interesno)))