რკინის ქალი

„ გოგოსთვის ჯერსიდან მიხვიდე და 40 საუკეთესო ინგლისელ მსახიობებს შორის შენი თავი შესთავაზო პირველი პრემიერმინისტრი ქალის როლისთვის, ნამდვილად გიღვიძებს ბრძოლის სურვილს და ადრენალინის მოზღვავებას გრძნობ.“

„რკინის ქალი“ აბი მორგანისა და ლოიდის ფილმია. იგი მარგარეტ ტეჩერის ცხოვრებაზე გვიყვება . ფილმი  2011 წლის 30 დეკემბრს გამოვიდა კინოთეატრებში და კინო კრიტიკებმა ყველამ ერთხმად განაცხადს, რომ ამ როლს ვერავინ შეასრლებდა ისე, როგორც მერილმა. ყველამ ერთხმად იწინასწარმეტყველა, რომ ამ როლით მერილი ყველა ჯილდოს ხელთ ჩაიგდებს. ის უკვე ნომინირებულია ოქროს გლობუსსზე საუკეთესო მსახიობი ქალი ამ ფილმისთვის.

დავიდ გრაიტენმა კინოკრიტიკოსმა „ტელეგრაფ“-ში განაცხადა :   „ ყველა ჯილდო მერილ სტრიპის უნდა გახდეს, მისი თამაში ბრწყინვალება მთლიანად ფილმსაც კი დაჩრდილავს.“

ხან ბრუქსმა „The Guardian”-ში განაცხადა რომ მისი თამაში „რკინის ქალში“ არის  განუმეროებელი და უნაკლო.  მან დაწერა-„ სტრიპი არის ყველაზე დიდი იარაღი ფილმისთვის“

„The Daily Mail”- ში კინოკრიტიკმა ბაზ ბამიგბოი- „ მხოლოდ მერილ სტრიპის მსგავსი ფროფესიონალიზმის მქონე მსახიობს შეეძლო ზუსტად გაეგო ტეჩერის პერსონაჟი და ასეთივე სიზუსტით ეჩვენებინა ეს ყველაფერი ეკრანზე.“

„ტეჩერის როლი საშინლად ახლოს არის ჩემთან, იმის გააზრება, იმის სიმტკიცე რომ მიაღწიო შენსას, გააკეთო ყველაფერი სწორად, ეცადო, ეცადოდა კიდევ ერთხელ ეცადო რომ არავინ დაგამციროს, არავინ თქვას რომ შენ მოხუცი ხარ.“ ამ ფილმის შემდეგ  მას სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში ასე მოიხსენიებენ- მერილ სტრიპი „რკინის ქალი“.

მერილ სტრიპი დაიბადა ნიუ ჯერსიში 1949 წლის 22 ივნისს. დედა მერი ლუიზა სტრიპი და მამა უილიამ სტრიპი. მას ჰყავს ორი ძმა დანა და გენრი. მერილ სტრიპი ყველაზე წარმატებული და აღიარებული მსხაიობია. ის არამარტო კინოში არამედ თეატრშიც წარმატებულია და ყველასათვის საყვარელი. მის სახელთან დაკავშირებულია ორი ოსკარი, ექვსი ოქროს გლობუსი, ასევე აღსანიშნავია, რომ მერილ სტრიპი  16 -ჯერ არის ნომინირებული და ეს ოსაკრების ისოტრიაში ერთადერთი  ფაქტია. ასევე 23 ნომინაცია ოქლოს გლობუსზე. მერილ სტრიპი კრიტიკოსების ყველაზე საყვარელი მსახიობია.

„ სრულიად წარმოუდგენელია, 60 წლის ვარ და რომანტიკულ კომდიაში ვთამაშობ მთავარ როლს.  ბეტ დევისი ალბათ კუბოში ტრიალებს, ის 45 წლის იყო როდესაც ითამაშა  ფილმში „ ყველაფერი ოკაუნზე“ .

ფილმში „ it”s complicated”  მერილ სტრიპმა სასიყვარულო სამკუთხედში მიიღო მონაწილეობა. ეს ფილმი ძალიან პოპულარული გახდა და პროდუსერებსაც ძალიან კარგი შემოსავალი მოუტანა. მერილ სტრიპი ყველასათვის უფრო დრამა და სახასიათო როლებისთვის არის ცნობილი.სასიამოვნო  გაკვირვება აღმოჩნდა  ამ ფილმში მისი მონაწილეობა. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ მერილმა 60 წლის ასაკში მთავარი როლი ითამაშა რომანტიკულ კომედიაში და მიუხედავად ასაკობრივი შეფასებისა  ეს ფილმი ყველასთვის საყვარელი გახდა და მერილის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა.

„ ჩემი თაობის მსახიობები, მეგობრები უნდა იმყოფებოდნენ იმავე საფხურზე რომელზეც ვარ მე, მაგრამ ისინი არ არიან. რატომ? – იმიტომ რომ მათთვის (ბიზნესმენებისთვის) ისინი მოხუცები არიან. ეს ძალიან მაბრაზებს. ეს არასწორია. იმიტომ რომ ამას  აუდიტორია უნდა წყვტდეს . დღეს კი კინოთეატრბში აჩვენებენ რაღაც სულელობას, რათა შემოსავალი მეტი მიიღონ.“

მერილმა ძალიან კარგად გაართვა თავი ამ როლსაც და ოსაკრზე იყო ნომინირებული ამ ფილმისთვის.

„ მე მჯერა წარმოსახვის, როდესაც კრამერი კრამერის წინააღმდეგ ფილმში ვითამაშე არ მყავდა შვილები, მაგრამ დედა როგორიც მე ვიქნებოდი უკვე იყო ჩემში გადაღებების დროს“

ფილმმა „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“  პირველი ოსკარი მოუტანა და აღიარება. ყველამ შეამჩნია განსხვავებული გარეგნობის მქონე კარგი მსახიობი ქალი. დონ ვილტონმა კინოკრიტიკოსმა განაცხადა რომ ამ ფილმა გახადა მერილ სტრიპი ვარსკვლავი და ყველამ ამ ფილმით შეიყვარა.  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სცენარის განხილვის დროს მერილ სტრიპმა შესთავაზე სცენარისტებს  მისი პერსონაჟი უფრო დადებითი კუთხით წარმოეჩინათ და გაეთვალისწინებითან მსგავს სიტუაციაში მყოფი რეალური ქალების  ბედი და გრძნობები. მართლაც მისი შენიშვნა გაითვლისწინს და სცენარი შეცვალეს.

„ჩემი პერსონჟები მეხმარებიან გავიგო ჩემს შესახებ ახალი და პატარა დეტალები, მე ვცდილობ ავირჩიო ისეთი როლები რომლებიც ავსებენ ჩემს პიროვნებას“

ფილმისთვის „სოფიას არჩევანი“ მერილს სტრიპმა მოერე ოსკარი მიიღო. პოლინ კაელმა კინოკრიტიკოსმა დაწერა: „იმის მიუხდავად რომ იბრძოლოს მიაღწიოს თავისუფლებას და კომფორტს თამაშის დროს, ის ზრუნავს იმაზე თუ რა იწერება კამერით.მერილმა როგორც ყოველთვის ძალიხმევა არ დაიშურა და შესანიშნავად შეასრულა თავისი როლი“

„როდესაც სხვა უყურებს ჩემს ფილმს, ის ხედავს მსახიობებს, კადრებს. როდესაც მე ვუყურებ ჩემს წინ სრულიად სხვა სურათია,  მახსენდება ადგილები სადაც ვცხოვრობდი ფილმის გადაღების დროს, სადაც  ვჭამდით, არგუმენტები, რომელიც მომყავდა, როდესაც სცენარზე ვკამათობდით. აი რას ვხედავ როდესაც ვუყურებ „სოფიას არჩევანს“ თქვა მერილმა.

„ მე არ ვარ პროდიუსერი, რომლის მთავარი მიზანია ფილმის შემოსავლები, ჩემთვის ეს მორე ხარისხოვანია, მე არა ერთი კარგი ფილმი მაქვს თუმცა შეიძლება ის სხვადასხვა მიზეზიბის გამო ვერ გახდა შემოსავლიანი. ამის გამო მე ის ფილმები არანაკლებ მიყვარს ვიდრე ისინი, რომლებმაც მაღალი შემოსავალი მოიტანა.“

მერილ სტრიპი ყველა ფილმში ხედავს მისი ცოხვრების ერთ პერიოდს, და ყოველი ფილმი მისი ცხოვრების და მოგონების ნაწილი ხდება.გამორჩევა მისთვის, რომელია მნიშვნელოვანი და საყვარელი არ შეუძლია. მისთვის ყველა ფილმი საოჯახო კინოთეტრის  და მისი ცოვრების ნაწილია.

„ ძალიან ვნერვიულობ ვინაიდან მოლოდინი ძალიან დიდია, მე ძალიან ბერვს ვმუშაობ, მე ყოველთვის იმ ტიპის ადამიანებს მივეკუთვნებოდი რომლებიც, ბერვს და გულმოდგინედ მუშაობენ. მე ვარ ყველაზე უფროსი და ჩემგან ელიან კარგ საქმეს. მე მართლაც ძალიან ძალიან ძალიან ბერვი უნდა ვიშრომო. ალბათ სიტყვები „ ის ძალიან ცდილობდა“ ჩემი ეპითეპი იქნება.“

კლინტ ისტვუდმა, რომელმაც გადაიღო მერილი ფილმში „The Bridges of Madison County”  1995- ში და ასევე შეასრულა მთავარი როლი სტირპთან ერთად, თქვა: „ როდესაც მე ვაჩვენე მერილს რედაქტირებული ფილმი, მან მითხრა „ ყველა ჩემი შეცდომა დატოვე“  დიახ ისინი ხომ ასეთი კარგი გამოვიდა.“

„ მერილმა წაიკითხა ყველაფერი ჯულია  ჩაილდზე, ის კვირეების განავლობაში ენნ როტთან ერთად მუშაობდა, რომ სწორად გაეგო მისი პერსონაჟის სახე ტანსაცმლების მეშვეობით, მან შემომთავაზა რომ სტენლი ტაკკი ამეყვანა ჯულიას ქმრის როლზე.“  იხსენებს ერფონი ფილმი „ჯული/ჯულიას“  რეჟისორი. ეს ფილმი 2009 წელს გამოვიდა. მერილ სტრიპმა შეასრულა ჯულია ჩაილდის როლი იმდენად ბუნებრივად , რომ ყველამ ერთხმად აღიარეს და ნომინაცია მისცეს ოსკარებზე. ეს ფილმი წარმატებული აღმოჩნდა მისი შემქნელებისთვისაც.    ნორა ერფონმა ჯული/ჯულიას ავტორმა და რეჟისორმა თქვა -„ ფილმი შეუძლებელი იქნებოდა მერილის გარეშე. ალბათ არც გადავიღებდით მისგან უარი რომ მიგვეღო.“

„ არ მქონდა თავდაჯერებულობა და რწმენა იმისა, რომ ვარ ლამაზი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. ვგრძნობდი, რომ მე ვარ სახასიათო როლების მსახიობი და მე ეხლაც მასე ვფიქრობ.“

„მე ნამდვილად დიდი ცხვირი მაქვს“ განაცხადა მომღიმარმა ონტარიოს სამეფო მუზეუმში.       ერთ საინტერესო ისტორიას იხსენებს  მერილ სტრიპი, რომელიც შეემთხვა „the damsel in distress“ მსახიობთა შერჩევის დროს.  დე ლაირენტიმ იტალიურად ჩაულაპარაკა თავის ვაჟს- „ რატომ გამომიგზავნეთ ეს ღორი, ეს ქალი ძალიან უშნოა.“ მას არ ეგონა თუ სტრიპი ამას გაიგებდა და ძალიან აგუკვირდა როდესაც მან უპასუხა „ ძალიან ვწუხვარ თუ იმედები გაგიცრუეთ“ თუმცა ამ ფაქტს არ აღიარებს ლაურენტისი.

მისი ცხოვრების ტრაგედია

მერილ სტრიპმა 1975 წელს გაიცნო მსახიობი კაზალე, რომლიც ყვლაზე ცნობილი იყო, როგორც ფრედ კარლიონე ფილმიდან „ნათლიმამა“.  „ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ, იმდენად, რომ გეგონებოდათ ყველაფერს გააკეთებდნენ ერთად“. იხსნებს კაზალეს მეგობარი ალ პაჩინო. წყვილი დაინიშნა და სტირპის კარიერაში მეორე , ხოლო კაზალეს ბოლო ფილმში ერთად გადაიღეს. კაზარეს კიბო აღმოაჩნდა და მისი ჯამრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა.  მერილ სტრიპმა უარ თქვა მსახიობობაზე და დროებით შვებულება აიღო რათა კაზალესთან ყოფილიყო. მისი ცხოვრების ბოლო კვირეების განმავლობაში, მერილი არ სცილდებოდა მას, საავადმყოფოში გადავიდა, უვლიდა. 1978 წლის მარტს ფილმის პრემიერამდე ის გარდაიცვალა.  ამ ტრაგედიის შემდეგ შეხვდა მისი ძმის მეგობარს, რომელსაც მერილი ცოლად გაჰყვა.

მერილი და დონ გრამერი (მოქანდაკე) დაქორწინდნენ 1978 წლის 15 სექტემბერს.  მათ დაოჯახება მოგვიანებით 1979 წელს აღნიშნებს მეგობრების გარემოცვაში.

„ მე ვფიქრობ რომ გვერდით უნდა გყავდეს ადამაინი, რომელიც იზიარებს შენს შეხედულებებს და ფასეულობებს ცოხვრებაში.“

„ ჩვენ ძალიან იღბლიანები ვართ ვინაიდან ვიპოვეთ ერთმანეთი და ჩვენ ორივე ვიაზრებთ ამას. ჩვენი ოჯახი,ჩვენი ოთხი შვილი, მათ მომავალზე ფიქრი  არის საფუძველი გადაწყვტილების ერთად მიღების.“

მათ ოთხი შვილი ჰყავთ: ჰენრ გრამერი დაიბდა 1979 წელს. არის მსახიობი, უკრავს როკ ჯგუფში. მერი გრამერი- დაიბადა 1983 წელს. მსახიობია. გრეის გრამერი- 1986 წელს დაიბადა. სწავლობს სამხატვროზე კოლეჯში. ლუისა დაიბა 1991 წელს.

„ არ ვიცი რას ვიზამდი ჩემი ქმრის გარეშე, მკვდარი ვიქნებოდი, ემოციურად მაინც თუ არა ფიზიკურად, ის რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. ის საუკეთესოა.“

„მე არ ვარ მიმდევარი არც ერთი რელიგიის, არ ვარ მიმდევარი ეკლესიის, სინაგოგის. არ ვამბობ რომ უფალი არ არსებობს. მე ვგრძნობ რომ უდნა ვეცადო გავაკეთო ყველაფერი უკეთესობისთვის.“

მერილ სტრიპი ყველასათვის არამარტო საყვარელი მსახიობია, არამედ საყვარელი ადამანიც და მეგობარიც. მისი მეგობრები  არ იშურებენ საქებარ სიტყვებს:

ლეონარდო დიკაპრიო : „ მერილ სტრიპი შეიძლია გააკეთოს ისეთი, რამ რისი წარმოდგენაც მე არც კი შემეძლო. მისი ყოველი ეკრანზე გამოჩენა არის დაუვიწყარი.“

მაიკ ნიკოლსმა  „Silkwood“-ის რეჟისორმა თქვა: „ მერილი არის ქალი, რომელმაც დაარღვია სტერეოტიპი – ასაკიანი ქალი  ყველაზე წარმატებული და ყელაზე დიდი ვარსკვლავი, ასეთი ჯერ არ მომხდარა ადრე. სიამოვნებ,ა რომელსაც იღებს მასთან მუშაობთ გაფიქრბინებს „ ღმერთო კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი დღე მასთან მუშაობის „

დასტინ ჰოფმანი: „ ის პირველად რომელიღაცა სერილაში ვნახე შემთხვევით. იმ დროს  ჩვენ უკვე ვეძებდით მსახიობს ფილმისთვის „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ და როგორც კი ვნახე მივხვდი, რომ ის იდეალური არჩევანი იყო ამ  როლისთვის, მოვითხოვე რომ მოეყვანათ გასაუბრებაზე, მაშინ მის ცხოვრებაში დიდ ტრაგედია იყო, მისი საქმრო გარდაიცვალა და მერილმა ყველა ტკვილი ამ ფილმში გადმოიტანა. “

ჯეკ ნიკოლსონი : „ ჩემთვის მერილ სტრიპი არის იდეალური, იდეალური ქალი, იდეალური მსახიობი, იდეალური ოჯახი, ყველაფერი იდეალურია,  იტყვით არ არსებობს იდელური ადამიანი, მარგამ მერილ შენ ჩემთვის იდეალური ხარ და მე შენ ძალიან მიყვარხარ.“

რობერტ დენირო: „ სამ ფილმში ვითამაშეთ ერთად. სამივე იყო უნიკალური და განსხვავებული ჩემთვის. პირველი ფილმი ერთგულებაზე და მეგობრობაზე იყო. მე შემიძლია ვთქვა, რომ მერილ შენ გყავს ერთგული მეგობარი ჩემი სახით. იმიტომ რომ შენ უნიკაური ადამიანი ხარ , გენიალური მსახიობი და   მე უზომოდ მიყვარს ეს  ქალი.“

მერილ სტრიპი მიუხედავად მისი ასაკისა, არ ჩერდება,  აგრძელებს აქტიურად მოღვაწეობას, ტოლს არ უდებს არც ერთ ახალგაზრდა მსახიობს.  წლიდან წლამდე ამტკიცებს, რომ ასაკშიც შეიძლება იყო სასურველი მსაიხობი და უყვარდე მილიონობით ადამიანს. რკინის ქალი- მერილ სტრიპის წარმატებული კარიერა ჯერ კიდევ წინ არის და ბევრ სიახლესაც შემოგვთავაზებს, ჩვენც დაველოდოთ და დავტკბეთ მისი ფილმებით.

~ ავტორი salikesi on თებერვალი 1, 2012.

One Response to “რკინის ქალი”

  1. saintereso iyo namdvilad 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: