მოლოდინი

ზამთრის ცივი და სუსხიანი დგე იდგა, თოვლით გადათეთრებული იყო მთელი ქალაქი, ირგვლივ დუმილი სუფევდა, თითქოს ამ ქალაქში არავინ და არაფერი არსებობდა. მე ფანჯრიდან ვიხედებოდი და თოვში ადამიანის ნაკვალევს ვეძებდი, რომელიც ჩემი ეზოს კარს შემოაღებდა და ეზოში სიცოცხლეს შემოიტანდა.

მაგრამ ამაოდ ის არ ჩანდა. მე ბუხრის წინ დავჯექი და ფიქრებს მივეცი ჩემი თავი…

ის რომ არასდროს არ მოსულიყო ? ცივ ზამტარს რომ გაეყინა და ზაპხულის ცხელ დღეებსაც რომ ვერ გაედნო? მაშინ რა მეშველებოდა? სად უნდა წავსულყავი? და უცებ წასვლაზე გამახსენდა ….“თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან მაშინ მთა მივა მუჰამედთან“  წამოვხტი, ჩავიცვი გარეთ გავედი, თითქოს სიკვდილს დაუდია ირგვლივ ბინა. გარშემო ცარიელი სკამებისა და ხე გაცვენილი ფოთლების გარდა არავინ არ იყო … ცოტა შემეშინდა  დაბრუნება მინდოდა მაგრამ ამაოდ ვერ ვბრუნდებოდი უკან მივეხედავდი თუ არა ბურუსის გარდა არაფერი არ ჩანდა, გზა მარტო წინ მქონდა, მეც ბედს მივენდე და წავედი…გულში ვფიქრობდი; მარიამ რას აკეთებ? მარიამ არ გეშინია? მარიამ სუსტი ხარ!!! მაგრამ მე ნამდვილმა მარიამმა შინაგან მარიამს ვსძლიე და გზა სულ სიმღერ–სიმღერით განვაგრძე…. გზაზე პატარა ძაღლი შემომხვდა რომელსაც „სემონა“ დავარქვი. ის ისეთი მოცუცქნული იყო, სიცივისგან კიდევ უფრო დაპატარავებული. ხელში ავიყვანე, გავათბე და გზა ერთად განვაგრძეთ მაგრამ არ ვიცოდით სად მივდიოდით…….

კარგა ხნის შემდეგ სახლი დავინახე, ვიფიქრე შევალ გასათბობათქო. შევაღე კარი და რას ვხედავ ქალი იჯდა  ჩამუხლული რომელიც თავის დაკარგულ შვილს ეძებდა. მე მას გამოველაპარაკე გავიცანი მან შვილის სურათიც კი მანახა, სურათის ნახვისას საოცარი გრძნობა დამეუფლა თითქოს მე მას ვოცნობდი, ველოდი და ყველლაზე უარესი მე ის მიყვარდა…. სუნთქვა შემეკრა თავბრუ დამეხვა , ვისაც ველოდებოდი თურმე მართლა არსებობდა. წამოვდექი და ქალს დავპირდი რომ მის შვილს მოვძებნიდი და სახლში დავაბრუნებდი. გზა ისევ უმისამართოდ განვაგრძე, დიდხანს მივდიოდი გზის დასასრული კი არსად ჩანდა. შორიდან კაცის სილუეტი დავინახე რომელიც ზურგით იდგა, ვეძახდი მაგრამ არ ესმოდა, მივრბოდი მაგრამ ვერ მივრბოდი თიტქოს ერთ ადგილას გაშეშებული ვაქნევდი ამ ფეხებს. უცბად ზალიან ნაცნობი ხმა შემომესმა, მარიამ დედიკო გაიღვიძე ნუ ბოდავ ცუ სიზმარს ხედავ… გაღვიდზება არ მინდოდა ისევ იქ მინდოდა დაბრუნება იმ კაცის სახის ნახვის სურვილი მკლავდა მახჩობდა…. ძალაუვნებურად ავდექი, უკმაყოფილო დავდექი ისევ ფანჯარასთან და რას ვხედავ, მოდის ის კი კი ზუსტად ის რომელიც მე მიყვარდა რომელიც სიზმარში ვნახე…

შორიდან მესმის………

კიბის ხმა, სამი კაკუნი, კარის გაღება გამარჯობა მარიამ მე ის ვარ ვისაც ელოდი.

~ ავტორი salikesi on თებერვალი 2, 2012.

5 Responses to “მოლოდინი”

  1. chemi nichieri ❤

  2. unichieresii ❤

  3. gushi chamcvda es tema dzalian sevdiani da romantiuli xar kes :*:*:*:*

  4. unichieri adamiani xar… getyoba ro saocrad tbili da satuti guli gaqvs…

  5. dzalian momecona, dzalian tbili da damafkrebelia, :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: