როდესაც სამყარო ბნელ ფერებშია


უკანასკნელი დროის საინფორმაციო გამოშვებები, შეშფოთების საფუძველს იძლევა. თითქმის ყოველ მეორე დღეს ჩვენ გვაუწყებენ მკვლელობის, გაუპატიურების, ძარცვის, თვითმკვლელობის შემზარავი ფაქტების შესახებ. ტელეგამოშვებები ხალხში „სისხლიანი“ ქრონიკის რეპუტაციას იმკვიდრებს. ამ ყველაფერს კი ჩვენს საზოგადოებაში გაბატონებული სავალალო მდგომარეობა ქმნის.  გადავწყვიტე ამ ფაქტთაგან ერთ-ერთი გამომეყო და ეს სტატია ზოგადად სუიციდის ფენომენისთვის მიმეძღვნა. საინტერესოა თუ რა მიზეზით მოხშირდა დღევანდელობაში  იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც  ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრების  გაგრძელება აღარ სურს.

საქართველოში, ძირითადად, ქრონიკული უმუშევრობის, ვალებისა და უამრავი სხვა სოიალური პრობლემის გამო მიმართავენ სუიციდს ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელი ადამიანები. სამწუხაროა, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემები თვითმკვლელთა ჭირისუფლის გარდა არავის აწუხებს, რადგან არ ტარდება არანაირი ღონისძიება ამ პრობლემის შესასწავლადაც კი.  უცნაურია, რომ ქვეყანაში რომლის უდიდესი უმრავლესობა მორწმუნე გახლავთ, თვითმკვლელობა ძალზე ხშირ მოვლენად იქცა.

არაფერია გასაკვირი. საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება დღესდღეობით გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. განვითარებულ ქვეყნებშიც, სადაც მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაციაა, სუიციდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და არც დეპრესიაა მათთვის უცხო. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები ანტიდეპრესანტების მოხმარებით მსოფლიოში ლიდერობს.

სუიციდთან დაკავშირებით არსებობს  უამრავ  საინტერესო კვლევათა სტატისტიკა და მნიშვნელოვან ფაქტორთა ჯგუფი :  

–  აღმოჩნდა რომ, მამაკაცები უფრო მიდრეკილნი არიან სუიციდისკენ, ვიდრე ქალები.

–  ხშირად სუიციდის გადაწყვეტილების მიღებისას, ადამიანს აღენიშნება გარე ნიშნები, სწორედ ამიტომაც, ადამიანთან ურთიერთობისას მსგავსი გამოვლინებები დიდ ყურადღებას მოითხოვს ჩვენგან;

– გაზრდილი იზოლაცია – ოჯახის წევრებისგან და სამეგობროსგან; ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების დაწყება; ნეგატიური დამოკიდებულება საკუთარ თავთან, უმწეობის და უიმედობის აშკარა გამოხატულება; რეგულარული ქცევის ცვლა, ჩვეული საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა;  ფასეული ნივთების გაჩუქება, მომავლის იმედის დაკარგვა, “მალე მაინც არაფერს ექნება აზრი !” – გამოხატავს სუიციდალურ გრძნობებს, დეპრესიის ნიშნები აღწერს სუიციდის კონკრეტულ გეგმას, თუკი ოჯახის წარსულში სუიციდის ისტორია არის; პირი, რომელსაც ახლო წარსულში გადატანილი აქვს მძიმე დეპრესია, შესაძლოა სუიციდის მომატებული რისკის მატარებელი იყოს, რადაგანაც ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს სუიციდალურ იდეას.

 

-რასაკვირველია სულიერი დაავადებებისას, პიროვნების აღრევისას და ასევე სხვადასხვა პსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებისას, სუიციდის რისკი იზრდება. მაგრამ კვლევები ამტკიცებს, რომ 80-85 % თვითმკვლელებისა იყვნენ ჯანმრთელი ადამიანები. თუმცა მათი 50%  საკმაოდ ჩაკეტილი და მეტიც მარტოსული ადამიანი გახლდათ.

–    რამდენიმე მეცნიური კვლევის მიხედვით ადამიანები, რომელთაც აქვთ ინტელექტის მაღალი დონე, ნაკლებად არიან მიდრეკილნი თვითმკვლელობისკენ.

–  საინტერესო ფაქტი: ადამიანები რომელნიც ხშირად ფიქრობენ თვითმკვლელობაზე იშვიათად წარმოადგენენ სუიციდის მსხვერპლს, განსხვავებით მათგან ვისაც ერთადერთხელ, მაგრამ ძალიან მწვავედ გაუჩნდა ამის სურვილი. უამრავი ადამიანი, რომელმაც სცადა თვითმკვლელობა, ამბობს რომ მათი გონება იყო დაბნელებული და არ იციან თუ რატომ ჩაიდინეს ეს საქციელი.

როგორც დადგინდა, თვითმკვლელობის გამომწვევ მიზეზთა შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი სულიერი ტკივილი, ჭარბი ემოციური დატვირთვა, ფინანსური პრობლემები და სხვ. თუმცა უმიშვნელოვანესია, ისიც რომ თვითმკვლელობის შემთხვევების გაზრდა მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ ფონთან არის დაკავშირებული. ამიტომ თუ მდგომარეობა არ შეიცვალა და ქვეყანაში განვითარების პოზიტიური ნიშნები არ გამოჩნდა, საკუთარი თავისკენ მიმართული აგრესია სხვანაირადაც გამოვლინდება და სხვათა წინააღმდეგაც მიმართულ ანგარიშსწორებად გადაიქცევა.

ქვვეყანა, რომელიც დღემდე ომის იარებს ატარებს, თვითმკვლელობის რაოდენობით რეგიონალური ლიდერია. საქართველოში სუიციდის შემთხვევების მაჩვენებელი ყოველ 100000 მოსახლეზე 4,3-ს უდრის.  აღსანიშნავია, რომ   2008 წლის შემდეგ საქართველოში თვითმკვლელობის რიცხვი თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.  ქვეყანაში თვითმკვლელთა რიცხვის მომატება, გარკვეულწილად, მძიმე სოციალურ ფონთან და ეკონომიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი ხდება, როგორც წესი, დაახლოებით, 2-3 წლის შემდეგ, თვითმკვლელობის შემთხვევები საგრძნობლად მატულობს. ეს გამოუწვეულია უმუშევრობით, გაკოტრებით, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით და სხვანი.

2008 წელს სუიციდის 67 შემთხვევა დაფიქსირდა, 2009 წელს კი, სიცოცხლე თვითმკვლელობით 183 ადამიანმა დაასრულა, ანუ სუიციდის შემთხვევები თითქმის გასამმაგდა. 2010 წლის მხოლოდ პირველ ნახევარში 163 თვითმკვლელობა მოხდა. 2011 წლამდე ზუსტი მონაცემები უცნობია, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით, 2009 წელთან შედარებით, გაცილებით დიდი მაჩვენებლია დაფიქსირებული. გამოდის, რომ, საშუალოდ, დღეში 1 თვითმკვლელობა ხდება. დავამატებდი იმასაც, რომ ტრაგიკულ შემთხვევატა ჩამონათვალი არასრულია, რადგან ინფორმაცია პროზექტურებში, სავადმყოფოებსა და ხალხშო მოიპოვება, შესაბამისად სტატისტიკა ვერ იქნება სრულყოფილი.  სამწუხაროა, რომ არავინ ფიქრობს სუიციდის პრევენციაზე. ეს ყველაფერი შემაშფოთებელია იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 4.5 მილიონს არ აღემატება.

სუიციდთან ბრძოლის უამრავი საშუალება არსებობს, რომელიც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან უნდა იყოს ორგანიზებული. რაც  კარგად არის ჩამოყალიბებულ დასავლურ ქვეყნებში. მაგალითად, ვთვლი, რომ აუცილებელია ე.წ ცხელი ხაზების არსებობა, ასევე უფასო ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის სასწავლო დაწესებულების ფარგლებში იქნეს გაცემული კონსულტაციები მათ პიროვნულ პრობლემებთან დაკავშირებით. თუმცა ყურადსაღებია, რომ არსებობს გარკვეული დადებითი ძვრები ამ საკითხთან დაკავშირებით, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს თვითმკვლელობის სტატისტიკას ადევნოს თვალყური, დაეხმაროს მსხვერპლთა ოჯახებს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და სხვ. აღსანიშნავია საპატრიარქოს აქტივობაც. ჩამოყალიბებულია უფასო სატელეფონო მომსახურება, სადაც ნებისმიერ სულიერად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეუძლია დარეკოს და მიიღოს რჩევები. მეტიც, ქართული მათლმადიდებლური ეკლესია მზად არის შეიფაროს თავის კედლებში კრიზისში მყოფი ადამიანი და დაეხმაროს მას .

თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, სუიციდის ფენომენი დღემდე ამოუცნობი რჩება. რთულია იმის ახსნა თუ რატომ ჩნდება ეს სურვილი პიროვნების გონებაში.  დაბოლოს, კითხვის ნიშნის ქვეშაა ისიც, რომ გარკვეული ღონისძიებები შეაჩერებს ამ გზაზე დამდგარ ადამიანს.

~ ავტორი salikesi on თებერვალი 2, 2012.

2 Responses to “როდესაც სამყარო ბნელ ფერებშია”

  1. იმედია, მიექცევა ყურადღება ამ პრობლემასთან ბრძოლას, მედიაში ამ საკითხის დასმა, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია!

  2. კარგი სტატიააა, აქტუალური და საინტერესო, ასე განაგრძეთ!!!! : *****

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: