მე ბიჭი მინდა!!!

ბავშვის სიცოცხლის უფლება ეჭვქვეშ ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს დგება, განსაკუთრებით ხშირად იმ შემთხვევაში, როცა ულტრაბგერითი გამოკვლევით დგინდება, რომ ნაყოფის სქესი მდედრობითია. სტატისტიკის თანახმად, ჩვენს ქვეყანაში ყოველ 100 გოგონაზე 28-ჟერ მეტი ვაჟი იბადება მაშინ, როცა გამოკვლევების მიერ დადგენილი ნორმით მხოლოდ ექვსით მეტი ბიჭი შეიძლება იბადებოდეს.

 მსოფლიოში წელიწადში 46 მლნ. აბორტი კეთდება. აქედან, 19 მლნ. რისკიანი და საშიშია,რადგან არაკვალიფიციური ადამიანის მიერ, ისიც ჭუწყიან და არაჰიგიენურ ადგილებში კეთდება,რომელიც მინიმალურ სამედიცინო სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

პირვწლ კურსელი ეკა იძულებულია გაიკეთოს აბორტი, რადგან მას და მის შეყვარებულს არ აქვთ ბავშვის ყოლის შესაძლებლობა:  „ვერ გაქაჩავს, ცოდვაა, მეც პირველ კურსზე ვარ და ოჯახში ვერ გავამხელ. ვიცი რომ ცოდვაა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მრჩება.“

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობით, აბორტი 12 კვირის ჩათვლით  მიზეზების მითითების გარეშე ნებადართულია და აბსოლუტურად დედის სურვილზეა დამოკიდებული.  22-ე  კვირამდე კი, აბორტი დაშვებულია სოციალური ან სამედიცინო მიზეზის გამო. სელექციურ ნიშნით აბორტებთან დაკავშირებით ამჟამინდელ კანონმდებლობაში მინიშნება არ არის.

განვითარებად ქვეყნებში დაახლოებით 6 ქორწინებიდან ერთი ქალი არასასურველი ფეხმძიმობის წინაშე დგას. მათ ურჩევნიათ არ დაფეხმძიმდნენ, მაგრამ კონტრაცეფტივებს არ იყენებენ. იმ ქვეყნებში, სადაც აბორტები ლეგალურია, ქალები  უფრო დაცულები არიან, რადგან აბორტებს სპეციალისტები აკეთებენ.
რაც შეეხება კონტრაცეფტივების მოხმარებას, საქართველოში არსებული სტატისტიკით, 2007 წელს, 2005 წელთან შედარებით მისი მოხმარება 11,5%-ით შემცირდა.  აქ ყურადსაღებია ერთ-ერთი რთული შემთხვევა, რომელსაც სელექციური აბორტების ტერმინით ვიცნობთ, რაც გულისხმობს, ორსულობის პერიოდში ჩვილის სქესის მიხედვით არჩევას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს და ალბანეთს მოუწოდებს აკრძალოს სქესთა შერჩევის მიზნით აბორტები, რადგან ამ ქვეყნებში ვაჟების და გოგოების შობადობაში დრისბალანსია.

როგორც ჩანს, ქართველების დიდი ნაწილი გოგონას არასასურველ შვილად მიიჩნევს და უპირატესობას ვაჟს ანიჭებს. ქართველები სულაც არ არიან ამ მხივ გამონაკლისი. იგივე მდგომარეობაა, ჩინეთის რესპუბლიკაშიც, თუმცა საქართველომ ამ მაჩვენებლით 2008 წლიდან ჩინეთსაც კი გაუსწრო და დღეს მსოფლიოს პირველ ხუთეულშია.

ხშირ შემთხვევაში, მით უმეტეს საქართველოში, აბორტის მიზეზი ოჯახში არის ის, რომ ქალი იძულებულია შეწყვიტოს ორსულობა მეუღლის ზეწოლის გამო, რადგან მათ ოჯახში უკვე რამდნეიმე გოგონა ჰყავთ და კიდევ ერთი გოგო ზედმეტი იქნება (თუ ქალბატონი ბიჭზეა ორსულად, უმეტეს შემთხვევაში, რასაკვირველია, იტოვებს ბავშვს). შემიძლია მაგალითად მოვიყვანო უკვე ზრდასრული ქალბატონის ისტორია, რომელიც მეოთხე ორსულობაზე ყოფნისას ექოსკოპიის შედეგად ბავშვის მოშორობას აპირებდა, რადგან მეოთხე გოგო ოჯახში სასურველი არ იყო, თუმცა მედიცინა შეცდა და შემდეგმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ქალბატონი ბიჭს ელოდა.

მსოფლიო სტატისტიკით ქვეყანაში სქესთა საშუალო მაჩვენებელი 105 ვაჟი და 100 გოგო უნდა იყოს, თუმცა დღეს ალბანეთსა და აზერბაიჯანში ასეთი თანაფარდობაა – 112 ვაჟი და 100 გოგო, ხოლო საქართველოში – 111 ვაჟი და 100 გოგო .

სტატისტიკა დანამდვილებით ასეთია, თუმცაღა ქართველი ექსპერტების დიდი უმრავლესობა სრულიად სხვა სურათს გვიხატავს:

დემოგრაფიის ექსპერტი გია წულაძე აღნიშნულ პროპორციას ეჭვის თვალით უყურებს. ბატონ გიას მიაჩნია, რომ საქართველოში დაბადებულ ბავშვებს შორის სქესთა მიმართ დისბალანსი მასშტაბური და საგანგაშო არ არის.

“ სელექციური აბორტები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მათ მასშტაბებზეა საუბარი. ეს მასშტაბები, ჩინეთისაგან და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში დაბალია და ყურადღების მიქცევად არ ღირს. ვფიქრობ, რომ ეს ციფრები გამოწვეულია სტატისტიკის უზუსტობით, რომელიც სანდო სახით ბოლო პერიოდის განმავლობაში ყალიბდება” -აღნიშნავს დემოგრაფიის ექსპერტი.

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის გინეკოლოგი არსენ გვენეტაძე იხსენებს შემთხვევას ერთ წყვილთან დაკავშირებით.  წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს, ასევე ჰყავთ შვილიშვილი, მაგრამ ინვიტრო  განაყოფიერების ჩატარება მაინც უნდათ, რადგან ვაჟიშვილი არ ჰყავთ.

გინეკოლოგი გოგი ცერცვაძე ამბობს, რომ სელექციური აბორტები მის პრაქტიკაში არცთუ ისე ხშირია. ” 100 ქალბატონიდან მხოლოდ 2 ან 3 პაციენტი იკეთებს აბორტს ნაყოფის სქესის გამო.სქესი არ წარმოადგენს, როგორც წესი, აბორტის მიზეზს. პირველი შვილის შემთხვევაში საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ნაყოფის სქესს” – ამბობს გინეკოლოგი.

აღსანიშნავია ამერიკის 1973 წელს წამოწყებული მასშტაბური მოძრაობები –  pro-life – აბორტების საწინააღმდეგო, სიცოცლის დაცვა და  pro-choice– არჩევანის მომხრე, აქ ქალს აქვს უფლება თავად გააკეთოს არჩევანი. თუმცა ისინი მუდამ აღნიშნავენ იმას, რომ ისინი არ არიან მაინცდამაინც აბოირტების მომხრენი, უბრალოდ მათთვის უპირველესია სხეულის ავტონომია, ანუ ადამიანის არცევანი თავად განაგოსსაკუტარი სხეული, ცხოვრება და მომავალი. ეს მოძრაობები დროთა განმავლობაში მთელს მსოფლიოში გავრცელდა. pro-life- ქალთა უფლებების აქტიურ დაცვას აწარმოებს დღევანდელობამდე.  ორგანიზაციას აქვს საქველმოქმედო ხასიათიც, სხვადასხვა ქვეყნებში არსდება უფასო კონსულტაციის ოთახები, სადაც დახმარებას უწევენ არასასურველ ორსულობაში მყოფ ქალბატონებს, ასევე აბორტის შემდგომ დეპრესიაში მყოფ მანდილოსნებსაც.  ეს მოძრაობები, უკანასკნელ დროსი აქტიურად იკიდებს ფეხს საქართველოშიც. ასე მაგალითად  ტაბულას 4 ივლისის ნომერში დაიბეჭდა ლევან სუთიძისა და შოთა ფევაძის ერთბლივი სტატია „ფემინიზმმა რა ჰქმნა. აბორტიდან გენოციდამდე“, სადაც ­გაცხადებულია  მას შემდეგ, რაც ფე­ინისტური მოძ­რა­­ბის დი­დი დამ­სა­ხუ­რე­ბით მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნაში აბორ­ტი ლე­გა­ლუ­რი გახდა, ითვლება, რომ მდედ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვთ. თუმ­ცა იმისთვის, რომ ქა­ლებ­მა თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში იცხოვრონ,ჯერ ისი­ნი უნ­და გაჩნდნენ. სტა­ტის­ტი­კა აჩვენებს, რომ დე­დე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ­ბორ­ტის თავისუფლებას ხშირად, სწო­რედ გო­გო­­ბის მო­სა­ცი­ლებ­ლად იყენებს. სე­ლექ­ცი­­რი აბორ­ტე­ბი სქე­სობ­რივ თა­ნა­ფარ­დო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ­ღვევს და ფე­მი­ნის­ტუ­რი მიდ­გო­მე­ბის გაცხადებულია  მასშემდეგ, რაც ფე­მი­ნის­ტუ­რი მოძ­რა­­ბის დი­დი დამ­სა­ხუ­რე­ბით მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ  ხა­სი­ათს ავლენს ქალის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

ფსიქოლოგი ეკატერინე ცისკარიშვილი: აბორტს თითქმის ყოველთვი თან სდევს ნერვოზი და ფსიქიკური აშლილობა. ქალისთვის აბორტის შემდეგი პერიოდი არის ურთულესი, როგორც ჯამრთელობის მხრივ, მით უფრო მორალურ-ფსიქოლოგიური  თვალსაზრისი. ამიტომ ქალმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, იმისთვის რომ თავიდან აიცილოს ეს მტკივნეული პროცესი, ამით კი თავს აარიდებს უდიდეს ცხოვრებისეულ ტრავმას. აბორტი დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ემბრიონი არის არასრულფასოვანი ან დედის სიცოცხლე არის საფრთხეში. ემბრიონი არის უკვე ინდივიდი, და მისი მკვლელობა  დაუშვებელია და არააქ გასამართლებელი საბუთი, რომ ოჯახს უჭირს, შვილს ვერ აღზრდიან, უნდათ ბიჩი/გოგო და ასე შემდეგ. თავდაცვის საშუალებები, ხომ არავის აუკრძალავს.

მე ვიცი ბევრი ადამიანი,რომელიც აბორტს მხოლოდ იმიტომ იკეთებს,რომ ოჯახში პრობლემები შეექმნება.. ეს ოჯახი, რაღათქმაუნდა, არაჯანსaRად აზროვნებს და ფიქრობs: ’’სხვები რას იტყვიან,მოგვეჭრა თავი’’. თუკი ის გოგო გააჩენს ბავშვს, მორჩა.. განწირულია.. მთელი ცხოვრება გარშემომყოფთა ჭორაობის საგანი იქნება..

მეცნიერებს შორის დავა სულაც არ მიმდინარეობს.. ფაქტია, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი არაა ადამიანი, მაგრამ დგება რაღაც მომენტი, რომლის დროსაც ემბრიონი ადამიანია. ბევრმა ნახა გახმაურებული ვიდეო, სადაც ნაჩვენებია აბორტისას ემბრიონი როგორ იქნევს ხელ-ფეხს ე.წ. თვითგადარჩენისთვის.

ვფიქრობ, ადამიანის არჩევნის  თავისუფლება ყველაფერზე მაღლა უნდა იყოს. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ, რამდენად სწორია იმის აზრის უგულებელყოფა ვისაც ყველაზე მეტად აქვს სმის უფლება, უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ აწვდის სის სამყაროს მის პატრა აზრებს. ყველამ ვიცით ამ კითხვაზე პასუხი,- ეს უსამართლობაა, მაგრამ ისიც, ხომ ნათლად ვიცით, ეს ცხოვრება ხშირად უსამართლო და დაუნდობელია.

~ ავტორი salikesi on თებერვალი 3, 2012.

2 Responses to “მე ბიჭი მინდა!!!”

  1. chemi didi simpatia am momaval jurnalistze,carmatebebi,upali ikos tkveni mparveli.gizo laliashvili.

  2. ra samcuxroa dges aseti ragaceebi rom xdeba, xalxo davfikrdeet ras vaketebt…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: