სტატუსი “დაოჯახებულია“
ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ჩვენი მშობლები პატარები იყვნენ, მაშინაც როცა მათი მშობლებიც პატარები იყვნენ და ასე შემდეგ. გარიგებებით ქორწინება მრავალი წლის და თაობის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. თითოეულ ჩვენგანს რომ ჰკითხო, მხედველობაში მაქვს 21-ე საუკუნის ახალგაზრდა თაობა, აუცილებლად გიპასუხებთ რომ გარიგებით გათხოვება ან ცოლის მოყვანა, სისულელედ მიაჩნიათ და ყველაფერი ჩვენი ბაბუებისა და ბებიების დროს გაჰყვა. მეორე მხრივ კი ამ პასუხის ავტორს, ვინმემ კარგი ბიჭი ან გოგო რომ გააცნოს, მოწყობილი ოჯახითა და გარანტირებული მომავლით ცოლად დაუიქრებლად მოიყვანს, ან გაჰყვება ( არადა, როგორი სისულელეა გარიგებით გათხოვება). მოწყობილი ოჯახი და მომავალი ერთია და სიყვარული მეორე. მე ასე ვიტყოდი, რადგან ეს ორი ძალიან თუ არა, მაინც დგას ერთმანეთისგან შორს. არსებობენ ადამიანები, ვისაც არც სიყვარულის სჯერათ და არც იმას ელოდებიან, რომ აჰ, სადაცაა კუბიდონი მოფრინდება და ისარს მაინც და მაინც, მას სტყორცნის გულში. ისინი თავიანთი ცხოვრების კეთილმოწყობას თვითონ გეგმავენ და ამისათვის ყველა გზა დასაშვებია, თუნდაც გარიგებით ქორწინება.
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი საზოგადოება ძალიან ცუდ დამოკიდებულებაშია სიტყვა „გარიგებასთან“ და გარიგებით ქორწინებასთან, მაინც ხდება და თხოვდებიან და მოჰყავთ ცოლი ამ გზით. მე ვფიქრობ, ეს უფრო ხანშიშესულ ადამიანებზე ვრცელდება, ცხოვრების თანამგზავრი რომ ვერ იპოვეს და მაინც არ კარგავენ ოჯახის შექმნის იმედს, ან ისინი ან მისი მეგობრები, ნათესავები თუ ოჯახის წევრები. ყოველ ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ ვინმე უცოლო ან გაუთხოვარი არ დარჩეს. ქართველები ხომ ამას ძალიან დიდ ნაკლად ვთვლით, ხშირ შემთხვევაში. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სავალალო მდგომარეობაა ახალგაზრდა ქართველი ქალის ცხოვრებაში, ასე მაგალითად, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ , არიან ქალები, რომლებსაც არასდროს უოცნებიათ გათხოვებაზე. ისინი წყნარად მიჰყვებოდნენ საკუთარი ცხოვრების დინებას და ინერციით მოქმედებდნენ მთელი ცხოვრების მანძილზე: დაამთავრეს სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი , დაიწყეს მუშაობა. მათ თვალსა და ხელს შუა გადააბიჯეს 23 წლის ზღვარს და აქ დაიწყო მთელი “უბედურება”: ოჯახი, ნათესავები და მეზობლებიც კი ლაპარაკს იწყებენ – “ეს გოგო არ აპირებს გათხოვებას? კი მაგრამ, რამე პრობლემა ხომ არ აქვს?” და ასე უსასრულოდ. გოგონა, რომელიც არ გამოირჩევა შინაგანი სიძლიერით, ვერ იტანს ასეთი ჭორების გავრცელებას. ოჯახი, მეგობარი ან სხვა რაიმე საშუალებები ეხმარება მას იპოვოს “ცხოვრების მამაკაცი”, რომელიც მას იმ აუცილებელ და საციცოცხლოდ მნიშვნელოვან – გათხოვილი ქალის სტატუსს მიანიჭებს. ამის შემდეგ მისი ცხოვრება კალაპოტში ჯდება. უჩნდება შვილები, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოდის სამსახურიდან და სიცოცხლის დარჩენილ წლებს 2 საყვარლიან ქმართან ერთად ატარებს. ქალი არ არის ბედნიერი, სამაგიეროდ მას აქვს “კარგი ქალის” სტატუსი და ეს უმთავრესია, სასიცოცხლოდ უმთავრესიც კი.
გარიგებით გათხოვებას რამდენიმე ფაქტორიც განაპირობებს, გარდა იმისა, რომ ქალი იღწვის სტატუსის მოპოვებისთვის , რომ ერქვას „გათხოვილი“, ის იბრძვის ასევე „გამდიდრებისთვის“. მოდი ყველამ კარგად ჩავიხედოთ საკუთარ თავში: რამდენჯერ გიფიქრიათ, ერთი ამ ადგილს დამაღწევინა თავი, ერთი აქედან გამიყვანა და პირველივე შემხვედრს გავყვებიო. ოღონდ ეს “პირველივე” აუცილებლად მდიდარი უნდა იყოს, სასურველია უცხოელიც. საქართველოს ჭაობიდან გასაღწევად, ეს იდეალური საშუალებაა. თუ უცხოელი არა, ვაკელი ან ვერელი მაინც უნდა იყოს: გარეუბნიდან (ან თუნდაც რაიონიდან) თბილისის ცენტრში გადასვლა უკვე გარკვეული სტატუსის და პატივისცემის მოპოვების ტოლფასია. ასეთი ტიპის გათხოვება ჩაითვლება ბედნიერად, რადგან გოგონას სხვა არაფერი სურდა, გარდა სიმდიდრისა.
არ ვიცი რამდენად გამომივიდა გარიგების ქართული ფენომენის გადმოცემა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება ჩვენთან, ჯერაც, 21-ე საუკუნის მსვლელობისას, ადამიანები დაოჯახებულის სტატუსის მოსაპოვებლად ან ფინანსური წარმატების მისაღწევად ქმნიან ოჯახებს, რამდენად მოქმედებს ეს ყოველივე ამ ოჯახების მომავალზე, თავადვე გადაწყვიტეთ.
კაცები რამდენად ბედნიერები არიან ასეთი ცოლებით? მხოლოდ ქალის შეცვლა არ კმარა, ალბათ, ჩვენი ფსიქოლოგიაც უნდა განვითარდეს.
dzalian aqtualuria es tema dges-dgeobit
ნამდვილად აქტუალური საკითხია და კიდევ ბვრი რამის თქმნა შეიძლება ამ თემასთან დაკავშრებით 🙂
ჩვენი მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს რაღაც კუთხთ ნამდვილად. ფსიქოლოგიაში თუ ამას გულისხმობდი, მაშინ გეთანხმები :))
ჩემი აზრით ოჯახი უნდა იქმნებოდეს სიყვარულით და არა გარიგებით.
ასევე მატერიალური მხარე არ უნდა იყოს მთავარი ოჯახის შექმნაში.
saqartveloshi (gansakutrebit ki tbilisshi) aseti arajansagi tendencia dgesac rom sheinishneba da jerac ver agmofxvrila, martlac mianishnebs chveni qveynis “dachaobebaze”, rac dzalian did gulistkivils iwvevs.. nawerma namdvilad damafiqra da protestis grdznoba gamichina chveni, qartvelebis “statusomaniaze”..
Dzalian mixaria, rom jansagad moazrovnenic hyavs chvens sazogadoebas, megobrebo ))
Tatu, getxanxmebi, tbilisi martlac moicva “statusomaniam”, rasac sakmaod cud shedegamde mivyavart 😐