ჩიკატილო და კორპორაცია

სერიული მკვლელები ბევრად განსხვავებულნი არიან ჩვეულებრივი მკვლელებისგან. ადამიანთა უმეტესობა მკვლელობას რაღაც ვნებისა და აღელვების დროს სჩადის. როცა მკვლელობის გამოძიების საკითხი დგება, თავდაპირველად უმეტესად ოჯახის წევრებს უყურებენ ხოლმე ეჭვმიტანილის სტატუსით, რადგან ჩვენს დროში ხშირად ხდება მკვლელობები ახლობლების ხელით, ანგარებისა, ფინანსური, თუ სხვა სარგებლის მიღების გამო. სერიული მკვლელები კი ყველასგან განსხვავდებიან, მათი მსხვერპლნი უმეტესად უცნობი ადამიანები არიან.

FBI-ს მიხედვით სერიული მკვლელი არის პიროვნება, რომელსაც ჩადენილი აქვს 3 ან მეტი ადამიანის მკვლელობა 30 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში.

და მაინც, რა ქმნის სერიულ მკვლელს, რა მიზეზით ხდება ადამიანი ასეთი ცივსისხლიანი?
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამას იწვევს თავის (ტვინის) ტრავმა. ერთ-ერთი სერიული მკვლელი Bobby Joe Long შეგვიძლია ამის მაგალითად მოვიყვანოთ, ის ქალებს აუპატიურებდა და კლავდა. ამბობს, რომ სანამ მოტოციკლით ავარია მოუვიდოდა, რისი წყალობითაც თავის ძლიერი ტრავმა მიიღო, მანამ მსგავსი მიდრეკილებები არასოდეს ჰქონია.

ფსიქიატრები მეორე გამომწვევ მიზეზად ასახელებენ გენეტიკას, როდესაც რაიმე სახის ცდომილება ხდება და ეს კი ფსიქიკის სხვა მიმართულებით წაყვანას განსაზღვრავს.

შემდეგი პოტენციური და ყველაზე ხშირი მიზეზი არის მძიმე ბავშვობა. მაგალითად თავშესაფარში მიტოვებულ ბავშვებს ხშირად არამყარი ფსიქიკა აქვთ, ან კიდევ როცა ბავშვზე ხორციელდება რაიმე ძალადობა, თუნდაც მშობლების მხრიდან, ეს შემდგომში რჩება ბავშვში, დამალულია აგრესია და თანდათან ემსგავსება მდუღარე ქვაბს,მასში, შიგნით რაღაც დუღს და ერთხელაც აუცილებლად გამოაღწევს გარეთ. ბავშვის აგრესია ჯერ მხოლოდ ფანტაზიებში ვითარდება და ყალიბდება, ის თავის თავს წარმოიდგენს დომინანტად, რომ მას შეუძლია თავი დაიცვას, იყოს მმართველი, სემდეგ აგრესია გადააქვს ცოცხალ არსებებზე, მაგრამ ადამიანებზე ვერ ბედავს, ამიტომ თავდასხმის ობიექტები ხშირად ცხოველები ხდებიან. როცა იზრდება კი უკვე გრძნობს რომ საკმარისად ძლიერია, დამნაშავედ მიიჩნევს ყველას, განურჩევლად და იწყებს ადამიანებზე ჯავრის ამოყრას.

ბავშვებზე ზოგჯერ ხორციელდება ისეთი ძალადობა რისი წარმოდგენაც კი შეუძლებელია. მაგალითად Ken Bianchi-ის დედა, მეძავი, ბავშვს ცხელ ღუმელში აყოფინებდა ხელს და ასე სჯიდა. Edmund Kemper-ის მშობლებმა კი ბიჭს თავისი საყვარელი წიწილა დაუკლეს და აიძულეს შეეჭამა, ბავშვი ისტერიკაში იყო, მაგრამ იძულებული იყო ეჭამა.

ზოგ სერიულ მკვლელს ახასიათებს რაიმე ნიშნის დატოვება მკვლელობის ადგილას, რომელსაც საკუტარ ხელწერილად თვლის და თითქოს თავის ძალაუფლებას ამით ამტკიცებს. ეს ნიშანი შეიძლება იყოს მისი ფეხსაცმელი, საფულე, ან ნაიარები მსხვერპლის სხეულზე.

ზოგ მკვლელს გართულება აქვს სხეულის ნაწილებზე, მაგალითად Jerry Brudos-მა ერთ მსხვერპლს მოაჭრა ფეხი, მას თავის მანტიაში მალავდა ხოლმე და თავისი ძლიერების სიმბოლოდ მიიჩნევდა. Edmund Kemper-მა თავი მოაჭრა ერთ მსხვერპლ ქალს და ეს თავი აბაზანაში ჰქონდა დაკიდებული,  სერიული მკვლელები ხშირად კანიბალიზმისკენაც არიან გადახრილები.

ანდრეი ჩიკატილო ( მეტსახელები: ცოფიანი ცხოველი”, “როსტოველი მფატრავი”, “წითელი მფატრავი”, “ტყის ზოლის მკვლელი”, “მოქალაქე X” ) დაიბადა უკრაინაში სოფელ იაბლოჩნოეში ღარიბ ოჯახში 1936 წელს. ყვებიან რომ როდესაც დედამისი მშობიარობდა იმ რეგიონისთვის არნახული ჭექაქუხილი იყო. 1941 წელს მამამისი საომრად წავიდა და მალე ტყვეთ ჩავარდა. საბჭოთა კავშირში ტყვეები მოღალატეებად და მშიშრებად მიიჩნეოდნენ.

ომის შემდეგ 1946 – 1947 წლებში უკრაინაში შიმშილი იყო და ანდრეის ძალიან ეშინოდა გარეთ გასვლა. არსებობს ჭორები, რომ მას უფროსი ძმა სტეპანი ჰყავდა, რომელიც 1933 წლის შიმშილის დროს შეჭამეს. ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს, თუმცა როგორც ჩიკატილო ფსიქიატრს ეუბნებოდა, შიმშილის დროს ანდრეის დედა აშინებდა შეჭმით.

არსებობს ცნობები რომ ადრეი ჰიდროცეფალიით დაიბადა და 12 წლამდე ღამე შარდს ვერ იკავებდა, რის გამოც დედა მას სასტიკად სჯიდა.

გერმანული ოკუპაციის დროს, პატარა ანდრეი უყურებდა თუ როგორ ხვრიტავდნენ გერმანელები ხალხს. ბავშვების გასაგდებად ჯარისკაცებმა მათ თავებს ზემოთ გახსნეს ცეცხლი. ყველა ბავშვი გაიქცა, ანდრეი კი წაიქცა და გონება დაკარგა. გერმანელებს იგი მკვდარი ეგონათ და დახვრეტილებთან ორმოში ჩააგდეს, სადაც მან მთელი ღამე გაატარა და თუ ეს მართალია, ამ ფაქტმა მის ფსიქიკაზე დამანგრევლად იმოქმედა.

ანდრეის ქცევაში მისი სექსუალური გადახრები უკვე 17 წლის ასაკში გამოვლინდა.

18 წლის ჩიკატილო გაემგზავრა მოსკოვში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად, მაგრამ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, ერთერთი ვერსიით მას მამამისის წარსულმა შეუშალა ხელი. 1955 წელს მან დაამთავრა ახტირკის კავშირგაბმულობის ტექნიკუმი.

1957-1960 წლებში ჩიკატილო შინაგან ჯარებში მსახურობდა, სადაც მისი სიტყვებით ყველანაერ დამცირებებს განიცდიდა. ზოგი ვერსიით მას როგორც პასიურ ჰომოსექსუალისტს იყენებდნენ.

ჩიკატილოს ადრეული ასაკიდან დაქვეითებული პოტენცია ჰქონდა, რის გამოც იგი ერიდებოდა ქალებთან ურთიერთობას.მიუხედავად ამისა 1964 წელს მან ცოლად მოიყვანა თავისი დის მეგობარი ფედოსია ოდნაჩევა.  ფედოსიას 3 შვილი ეყოლა. პირველი ჩვილობისას დაიღუპა. მეორე ვაჟი კი მოგვიანებით რეციდივისტი ბანდიტი გახდა.

1970 წელს ჩიკატილომ დაამთავრა პედაგოგიური უნივერსიტეტის მარქსიზმ-ლენინიზმის დაუსწრებელი ფაკულტეტი და მოეწყო რუსულის მასწავლებლად სკოლა ინტერნატში. მისი მოსწავლეები ამჩნებდნენ ჩიკატილოს სექსუალურ გადახრებს და ხშირად დასცინოდნენ.

1978 წელს იგი ოჯახთან ერთად გადავიდა ქალაქ შახტებში სადაც ტექნიკუმში დაიწყო მუშაობა. ამავე წლის დეკემბერში მან უკვე პირველი მკვლელობა ჩაიდინა.

სერიული მკვლელობების დაწყება

1978 წლის 22 დეკემბერს მან ჩაიდინა პირველი მკვლელობა.მსხვერპლი 9 წლის ელენა ზაკოტნევა იყო.მკვლელობა მოხდა მეჟევომის ქუჩაზე ნომერ 26ში…ეს სახლი ჩიკატილომ ოჯახისგან ფარულად იყიდა..ის მას მეძავებთან შესახვერდათ იყენებდა.გოგონა მან შეიტყუა იმ დაპირებით რომ საღეჭ რეზინს მისცემდა. მას უბრალოდ თავის გართოდბა უნდოდა, მაგრამ როცა მან გახდა დაუწყო გოგონამ ყვირილი მორთო და იმის შიშით რომ არავის გაეგონა ჩიკატილო მას ზემოდან დაააწვა და მოგუდა…მსხვერპლის ტანჯვებმა მას სიამოვნება მიანიჭა.  გოგონას გვამი და მისი სასკოლო ჩანთა ჩიკატილომ თავიდან მოიშორა.24 დეკემბერს გვამი იპოვეს და იმავე დღას დააპატიმრეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ალექსანდრე კრავჩენკო,მართალია მას ვერ დაუმტკიცეს ზაკოტნევას მკვლელობა მაგრამ ის მოგვიანებით დაიჭირეს ქურდობისთვის,ციხეში ის მკვლელთან და ნარკომანთან ერთად ჩასვეს…მათ კრავჩენკო ცემეს და აიძულეს ზაკოტნევას მკვლელობა ეღიარებინა.

აღიარებიდან 4 წელიწადში კრავჩენკო დახვრიტეს მკვლელობისთვის რომელიც ჩიკატილომ ჩაიდინა.

პირველმა მკვლელობამ ჩიკატილო შეაშინა და მას სამი წელი არავინ მოუკლავს.თუმცა 1981 წელს მან მოკლა 17 წლის მეძავი ლარისა ტკაჩენკო…ის მან ტყეში წაიყვანა რათა სქესობრივი კონტაქტი დამყარებინათ, მაგრამ უშედეგოდ… როცა ლარისამ დასცინა მან რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით,პირი მიწით ამოუვსო,მოგუდა და მკერდი მოაჭრა,გვამი მეორე დღესვე იპოვნეს. თითქმის ერთი წლის შემდეგ,1982 წლის 12 ივნისს მან 12 წლის ლუბოვ ბირიუკი მოკლა.მკვლელობების სერია დაიწყო:1982 წელს მან საერთო ჯამში 7 ბავშვი მოკლა(9 დან 16 წლამდე)…მომავალ მსხვერპლს ის ან ავტობუსის გაჩერებაზე ან ვაგზალზე ხვდებოდა და სხვადასხვა მიზეზებით უახლოვდებოდა მათ,(მოკლე გზის ჩვენება,ლეკვები,მარკები,ვიდეომაგნოტოფონები და ასე შემდეგ)მიჰყავდა ღრმად ტყეში(ზოგჯერ ისინი რამოდენიმე კილომეტრსაც გადიოდნენ-ჩიკატილო ყოველთვის წინ მიდიოდა)და სკმარისი მანძილის გავლის შემდეგ მოულოდნელად დანით ესხმოდა თავს.დამახინჯებულ სხეულებზე 60 მდე ნაჭრილობევს პოულობდნენ,უმრავლესობას მოჭრილი ან მოჭმული ქონდათ ცხვირი,ენება,გენიტალიები,მკერდი,ამოთხრილი ქონდათ თვალები(ჩიკატილო მსხვერპლის მზერას ვერ უძლებდა)მის მსხვერპლთა შორის იყო არაერთი მაწანწალა,ალკოჰოლკი და გონებრივად ჩამორჩენილი.მსვერპლთან ის იშვიათად ამყარებდა სქესობრივ კავშირს .

პირველი დაპატიმრება

1984 წელს მან 15 ადამიანი მოკლა.მსხევრპლთა საერთო რაოდენობამ 32 მიაღწია.

1984 წლის 14 სექტემბერს იგი როსტოვის ცენტრალურ ბაზარში საეჭვო ქცევების გამო დააკავეს.ის ცდილობდა გაეცნო გოგოები.უხეშად ელაზღანდარებოდა მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დაკავებისას მას უპოვნეს დანა და დახვეული თოკი.მიუხედავათ ჩატარებული ექსპერტიზისა მას ვერ დაუმტკიცეს მკვლელობები და იგი 1984 წლის 12 დეკემბერს გამოუშვეს.

პირველი დაკავების შემდეგ მან კიდევ 21 ადამიანი მოკლა.

მოგვიანებით, რუსეთში გამოცხადდა, რომ ანდრეი ჩიკატილო სიკვდილით დასაჯეს. თუმცა, ეს ფაქტი დღემდე არ არის დადასტურებული და სავსებით სავარაუდოა, რომ ის კვლავ ცოცხლების სიაში ეწეროს..
ამ პიროვნებაზე გადაღებული მხატვრული ფილმი Malcolm McDowell -ის მონაწილეობით, სახელწოდებით EVILENKO (ფილმში ამ გვარითაა გამოყვანილი).

ასევე YouTube.com -ზე არსებობს ჩიკატილოს სასამართლო პროცესის ამსახველი დოკუმენტური კადრები.

ტედ ბანდი კოლორადოდან ფლორიდამდე ყველგან დამოგზაურობდა, არავინ იცის რატომ აირჩია ეს ადგილები, როცა შეიძლებოდა, რომ სხვაგან ჩადენილი იგივე მეკვლელობებისთვის სიკვდილით დასჯას გადარჩენოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ასეთი მოტივაცია გაუგებარია, ერთი რამ ცხადია, რომ ტედი იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი სასტიკი სერიული მკვლელი და უმაღლესი თაღლითი. თუ თქვენ იმ დროში იქნებოდით ლამაზი გოგონა, მუქი, შუაზე გადაყოფილი თმით და შეხვდებოდით ტედ ბანდს, დიდ ხათაბალაში გაყოფდით თავს, რომელსაც თქვენთვის არასასურველი დასასრული ექნებოდა.

დაიბადა 1946 წლის ნოემბერში. მან დაამთავრა ვაშინგტონის უნივერსიტეტი, სწავლობდა სამართლის სკოლაში, და აქტიურად მოღვაწეობდა სიეტლში როგორც პოლიტიკის ასევე საზოგადოებრივი საქმიანობების სფეროში. ცოტა არ იყოს ირონიულია ის ფაქტი, რომ ბადი სიეტლში დახმარების ცხელ ხაზზე მუშაობდა მოხალისედ, კონსულტაციებს უტარებდა ადამიანებს, რომელთაც თვითმკვლელობის სურვილი ან რაიმე სხვა სახის პრობლემები ჰქონდათ.

ვისაც კრიმინალური ფილმების ყურება იზიდავს გაიხსენებს ალბათ კინოს The Silence Of The Lambs, სადაც სერიული მკვლელი ქალების მახეში გასაბმელად მარტივ ხერხს იყენებს, თავს აჩვენებს მათ, ვითომ ხელი დაზიანებული აქვს და რაღაცის გადასაზიდად დახმარებას ითხოვს, სწორედ იგივე სურათი მეორდებოდა ბადის დანაშაულებრივ სამყაროში. ისიც ამ მეთოდით ატყუებდა ქალებს, ზოგჯერ დღეში ერთი მსხვერპლიც კი არ აკმაყოფილებდა და მეორედ გადიოდა სანადიროდ.

ვერ დავასახელებ ზუსტ რიცხვს, თუ რამდენი ქალი იმსხვერპლა ტედმა. დაახლოებით მათი რიცხვი თვეში 3-5 წარმოადგენდა.

ის კოლორადოში დაიჭირეს, კერძოდ ასპენში, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა ურჩია აქ დარჩენილიყო, რადგან ასპენი საკმაოდ ლიბერალური სასამართლოთი ხასიათდება, ტედმა თავისი არ დაიშალა და მოსამართლეს სხვაგან გადაყვანის მოთხოვნით მიმართა. ეს თხოვნა დააკმაყოფილეს კიდეც და კოლორადო სფრინგში გადაიყვანეს. მოგვიანებით ბადი მიხვდა, რომ მისი ადვოკატი მართალი იყო და აქ კარგი დღე ნამდვილად არ ელოდა, დიდი შესაძლებლობა იყო სიკვდილით დასჯა გამოეტანათ განაჩენად, ამ ამბით შეშინებულმა მაშინვე გამოსავლის ძიებას მიჰყო ხელი.

მის კამერაში, ჭერზე, რაღაც მეტალის ფირფიტა შენიშნა, რომელიც როგორც ჩანს არასწორად იყო გაკეთებული და შემდეგ მიტოვებული. კარგა ხნის თვალიერებისა და ჯაჯგურის შემდეგ ბადმა მოახერხა ხვრელის გაკეთება ზევით. შემდეგ იქ რომ გატეულიყო დიეტაზე დაჯდა და გაქცევაც მოაწყო. ციხე ერთ სართულიანი შენობა იყო, თავზე კი სხვენი ჰქონდა დაშენებული, რომელიც ყველა კამერას უკავშირდებოდა. ასე რომ ტედი ჯერ სხვენში აძვრა და შემდეგ ტყვეობას თავი დააღწია, ამას გარდა მისი გაქცევა დღის ბოლომდე ვერ შენიშნეს, რადგან საწოლში წიგნები დატოვა და ზევიდან ადიალაც გადააფარა, ყველას ეგონა, რომ ბანდს ეძინა

ბანდის ყოველთვის იზიდავდა კოლეჯის ტერიტორიები, ალბათ სტუდენტებში უფრო ადვილად პოულობდა მსხვერპლს. ასე რომ როცა ფლორიდაში ჩავიდა, თან 700 დოლარი ჰქონდა და აიღო ერთი ოთახი დიდ სახლში, რომელსაც ოაკს ეძახდნენ. ეს სახლი საერთო საცხოვრებელად ითვლებოდა და ძირითადად ფლორიდის უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ მაცხოვრებლები, თანაც უნივერსიტეტთან საკმაოდ ახლოს იყო. სწორედ აქ დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მკვლელობების სერია. პოლიციის დეტექტივებს ყოველ მისვლაზე სულ უფრო შემზარავი სანახაობა ხვდებოდა. გამოფატრული შიგნეულობა. დასერილი კანი, სისხლის უთვალავი რაოდენობა.

ერთ-ერთი ოფიცერის მიხვედრილობამ და სიფხიზლემ დანაშაულთა წყებას წერტილი დაუსვა. 1978 წლის 15 თებერვალს ოფიცერი დევიდ ლი საპატრულო მანქანით მოძრაობდა, როდესაც რესტორანთან უსაქმურად მდგარი ფოლტსვაგენის მარკის ავტომანქანა შენიშნა.

1989 წლის 25 იანვარს ბანდი სიკვდილით დასაჯეს. იგი სიკვდილამდე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა. ბანდის გამონათქვამი:
,,მკვლელობა არ არის ვნება, ეს არ არის ძალადობა, არამეს ეს არის ფლობა. როცა გრძნობ, თუ როგორ ტოვებს ქალის სხეულს უკანასკნელი ამოსუნთქვა, შენ უყურებ მას თვალებში. ამ დროს ადამიანი ღმერთს ემსგავსება.”

ჯონ უეინ გეისი

ეს მანიაკი ასევე ცნობილია როგორც კლოუნი პოგო”, რომელმაც 33 ბიჭუნა მოკლა. ჯერ კიდევ 1968 წელს იგი 18 ყმაწვილის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა მალევე თავდებით გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ გეინმა ქველმოქმედებას მიჰყო ხელი და სახლებში კლოუნი პოგოს ამპლუაში გამოდიოდა. სულ მალე ბავშვები ბავშვთა სახლებიდან ერთმანეთის მიყოლებით უჩინარდებოდნენ. მოგვიანებით პოლიციამ მის სარდაფში 27 გვამი აღმოაჩინა. დანარჩენი 6 ბავშვის გვამი კი მდინარეში იყო გადაგდებული. მასაც სასიკვდილო განაცენი გამოუტანეს.

ჯეფრი დამერი (1960–1994): ადამიანი, რომლის დაპატიმრებამ და ისტორიამ შეძრა მთელი მსოფლიო – სერიული კილერი, ნეკროფილი და კანიბალი… სულ ჯეფრი დამერმა 1978–1991 წლებში მოკლა 17 ადამიანი, ყველა მამაკაცი, ჰომოსექსუალები, რომლებსაც ის გეი–ბარებში იცნობდა, შემდეგ სახლში მიჰყავდა, ნარკოტიკებით აბრუებდა და შემდეგ კლავდა.

ჯეკ მფატრავი  – ყველაზე გავრცელებული ფსევდონიმი მკვლელისა, რომელიც 1888 წელს, ლონდონის ღარიბულ უბან – უაითჩეპელში გამოჩნდა. მისი მეტსახელი პირველად ანონიმურ წერილში გაჟღერდა, სადაც ავტორი თავს ასაღებდა მკვლელად. უმეტესობამ ეს წერილი სიცრუედ და თაღლითობად მიიჩნია, თუმცა ინფორმაციამ მედიაში გაჟონა და ლონდონი ახალმა მითქმა–მოთქმამ მოიცვა.

ყველა მკვლელობა, რომელთაც მფატრავს მიაწერდნენ ერთმანეთის მსგავსი იყო. იგი ძირითადად თავს ესხმოდა მეძავებს, რომლებიც ქალაქის გარეუბნებში მუშაობდნენ. ამ უბნებში პოლიციამ იპოვა ხუთი ქალის გვამი რომელთაც ყელი ჰქონდათ გამოჭრილი. სამ მათგანს დაზიანებული ჰქონდა მუცელი და შინაგანი ორგანოები. ეს ყველაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ჯეკ მფატრავს ჰქონდა ანატომიური და ქირურგიული გამოცდილება. 1888 წლის ოქტომბერში სკოტლანდ იარდმა მიიღო წერილი, სადაც იყო ადამიანის თირკმელის ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ მსხვერპლს ეკუთნოდა. სასტიკი მკვლელობების და მედიის მიერ მისი ისტორიის გავრცელების მეშვეობით, ხალხში გაიზარდა იმის რწმენა, რომ ლონდონის ქუჩებში დაძრწოდა კაცი სახელად ,,ჯეკ მფატრავი”.

1888 წლის 6 აგვისტოდან 30 ნოემბრამდე მოხდა უსასტიკესი, პათოლოგიური მკვლელობების მთელი სერია.

დანამდვილებით არავინ იცის თუ რამდენი ქალი იმსხვერპლა ჯეკ მფატრავმა, თუმცა სკოტლანდ იარდმა დაადასტურა, რომ ხუთი ქალი მოკლული იქნა ჯეკ მფატრავის მიერ. ესენი იყვნენ: მერი ან ნიკოლსი, ენ ჩეპმენი, ელიზაბეტ სტრაიდი, კეტრინ ედოუსი და მერი ჯეინ კელი. ნიკოლსის ცხედარი იპოვნეს 1888 წლის 31 აგვისტოს, დღევანდელი დურვარდის ქუჩაზე. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი, მკვლელმა დაუზიანა მუცლის არე ღრმა ჭრილობით. ნიკოლსს მოჰყვა ჩეპმენი, რომელიც 8 სექტემბერს იპოვნეს, იგი უფრო სასტიკად იყო მოკლული. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სტრაიდი და ედოუსი ერთ დღეს იპოვეს, მათი ცხედრები საშინლად იყო დასახიჩრებული.

მერი ჯეინ კოლინსის უსასტიკესად დასახიჩრებული სხეული იპოვნეს 1888 წლის 9 ნოემბერს, საკუთარ სახლში. მკვლელმა წაიღო მისი შინაგანი ორგანოები, მათ შორის გულიც. ეს დანაშაულები ჩადენილ იქნა ღამით და ძირითადად კვირის ბოლო ნაწილში, როდესაც ქალაქში სიმშვიდე იყო.

უაითჩეპელის პოლიციის გადარჩენილ არქივში საკმაოდ ვრცელი ინფორმაციაა გამოძიების შესახებ. ნიკოლსის მკვლელობის შემდეგ დეტექტივები ფრედერიკ ებერლინი და ჰენრი მური შეუერთდნენ სკოტლანდ იარდს. მათ დიდი დახმარება გაუწიეს კანონის დამცველებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხუთივე მსხვერპლი ერთი ადამიანის ხელით იყო მოკლული, ჭრილობები გაკეთებული იყო მარცხნიდან მარჯვნივ, გამომძიებელთა ვარაუდით მფატრავს ჰქონდა ქირურგიული გამოცდილება. ისინი ვარაუდობდნენ რომ მკვლელი დაავადებული იყო შიზოფრენიით.

გამოძიებამ საბოლოოდ ვერ დაადგინა, თუ ვინ იყო ჯეკ მფატრავი, თუმცა მათ ჰყავდათ ეჭვმიტანილები. ერთ-ერთი მათგანი იყო პოლონელი ებრაელი, უაითჩეპელელი პარიკმახერი აარონ კოსმინსკი. ასევე ვარაუდობდნენ ადგილობრივ ექიმზეც, თუმცა წაყენებული ბრალდება ვერ დაუმტკიცეს

ექიმის ჰოლმსი. მე-19 საუკუნის დასასრული. ექიმმა ხო ჰოლმსა დაიწყო გვამების მოპარვა საუნივერსიტეტო ჰოპისტალიდან, როცა იყო სტუდენტი. როცა მანდ მიიღო ექიმის დიპლომი, გახსნა სააფთიაქო ქსელი, წარმატებული ბიზნესი გამართა და გახდა მილიონერი. ამ ფულით მან აიშენა სასახლე, რომელიც 100ზე მეტ ოთახს თვლიდა, საიდუმლო დარბაზები და სხვ. ის აქირავებდა ოთახებს, შემდეგ კი ღამე ეპარებოდა უდანაშაულო ხალხს და კლავდა მათ. სასახლის სარდაფში ინახავდა გვამებს და ატარებდა მათზე სამედიცინო ექსპერიმენტებს. როცა პოლიცია გავიდა მის კვალზე, მან დაწვა სასახლე და გაიქცა. გამოძიებამ 200ზე მეტი გვამი იპოვა. ჰოლმსი დაჭერილ იქნა და ის სიკვდილით დასაჯეს 1896 წელს.

ფსიქიატრები ამბობენ რომ სერიული მანიაკის ბუნება ისეთია, რომ მკვლელობის გარეშე ის თავს ცუდად გრძნობს, განიცდის ღრმა დეპრესიას და უიმედობას. მათ განდიდების მანია ახასიათებს, ისინი ძალიან ყურადღებით ადევნებენ თვალყურს საკუთარი პერსონისადმი მიძღვნილ ყოველ სიტყვას, ინახავენ საგაზეთო ამონარიდებს და სხვ. ამ ყევლაფრით ისინი თავს საზოგადოების მამოძრავებელ, მნიშვნელოვან პერსონად მოიაზრებენ.

არსებობს მოსაზრება, რომ მათი განვითარება დაახლოებით 2-6 წლის ასაკში შეჩერდა. ყველას განსხვავებული მიზეზით, იქნებოდა ეს მძიმე ბავშვობა, რაიმე ტრავმა თუ დაბადებიდანვე თანდაყოლილი დაავადება.

ალბათ ეს არ არის მხოლოდ ერთი ინდივიდის პრობლემა, ეს არის საზოგადოების დაავადება, რომელიც ქმნის ასეთ ერთეულებს. როგორ ფიქრობთ, ძალიან უარყოფითად დავასრულებ სტატიას თუ ვიტყვი, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის?

 to be continued, სამწუხაროდ…

~ ავტორი salikesi on თებერვალი 3, 2012.

One Response to “ჩიკატილო და კორპორაცია”

  1. Faces in the Crowd – როგორც კი დავიწყე კითხვა, ეგრევე ამ ფილმზე წავედი.. ძალიან საინტერესო ნაშრომია, ყოჩაღ! :*
    პ.ს. სერიოზულად შემეშინდა )) განსაკუთრებით მეორე სურათიდან “მომღიმარი” სახეა შტამბეჭდავი ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: