“აკრძალული ხილი ” (ადამი და ევა)

  მრგვალ ბაღში უყვარს ყოფნა. ახლაც აქ არის და “parliaments” ეწევა. ზის და თავისთვის ფიქრობს. სიგარეტის ბოლში გაჟხენთილი ფიქრები არ ასვენებს. აზრები ერთმანეთში ერევა და მთლიანად თავის სურვილებშია წასული. უცებ დღის სინათლემ იკლო, თვალი გაახილა და დაინახვა ბიჭი, რომელიც ამ კვამლში აპირებდა გასვლას.

“მიყვარს”-თქვა გოგომ…

“მეც მიყვარს,-“თქვა ბიჭმა და გაიღიმა.

გავიდა 5 წუთი და ისინი ერთად ისხდნენ ნრგვალ ბაღში. საუბარი დაიწყო სიგარეტით ხელში, შემდეგ ღიმილი, მერე საერთოც გამონახვეს; 877 322333; 895 585010… (ჩვეულებრივი ამბავია).

პირველად გოგომ დაურეკა, ბიჭსაც არ დაუყოვნებია, რატომაც არა, როცა ამის სურვული ქონდა. ბევრი შეხვედრა, პაემანი არ იყო საჭირო, რომ გოგოს მეგობრის სახლში მარტო დარჩენილიყვნენ. გოგო  მთლიანად მიეცა თავის სურვილებს.

ეს იყო სიამოვნების, ერთფეროვნების დაძლევის, სიახლის დასაწყისი. დიდიხანია ორივეს უნდოდა ურთიერთბა რაიმე  ვალდებულების, ზედმეტი პასუხისმგებლობის გარეშე. “ეს რეალობაა,”-თქვა გოგომ.

აქ არ იყო, ან ჯერჯერობით არ ყოფილა რაიმე გრძნობები, უბრალოდ ერთად ყოფნა სიამოვნებდათ.

ასე გაგრძელდა გარკვეული პერიოდი. ამასობაში მოხდა ის, რაც სავსებით რეალურია. ერთმანეთს შეეჩვივნენ.

ეს ყველაფერი ჰგავდა ჯაზს, რომელიც ნელ-ნელა ჩაგითრევს, გასიამოვნებს, მიგაჩვევს და შეგაყვარებს…

ახლა უკვე ეღთად ცხოვრობენ, მაგრამ ამისთის რაიმე ოფიციალური საბუთი არ სჭირდებათ, არც ეკლესიის კურთხევა და მშობლების დალოცვაა აუცილებელი. თუმცა, გარემომ მაინც თავისი ქნა. ე.წ.-მა საზოგადოებამ მაინც გააყოლა თვალი; თავისი ბინძური ენა არენაზე გამოიტანა და შეუდგა მძიმე როკის დაკვრას.

“მერე რა”…

პრობლემა ყველგანაა; მოთუმეტეს მარტო და დამოუკიდებლად ცხოვრებას თავისი სირთულეები ახლავს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ფიქრობ კომფორტზე, უფრო მეტ შესალებლობაზე, მრავალფეროვნებაზე…

გოგო ბიჭთნ შესახვედრად მიდიოდა, როცა კაზინო    “Adjarabet-თან ვიღაც გამოვარდა, ბედნიერებისგან გაჰყვროდა და აღარ იცოდა როგორ გამოეხატა, რომ სულ რაღაც რმდენიმე წუთს წინ მოიგო 80 000 ამერიკული დოლარი.   პირველივე შემხვედრს მივარდა და უთხრა: “მე ვდებ და შენ თამაშობ, შენც უნდა გაგიჟდე”. ეს პირველი შემხვედრი კი ის გოგო იყო. დაიბნა , მაგრამ მაინც არ უნდოდა წასვლა ( ეს, ხომ, კაზინოა როგორმე მის გარეშეც).

მოკლედ, თვითონაც არ ჰქონდა გაცნობიერებული , რომ უკვე სათამაშო მაგიდას ეჯდა და  5 000 დოლარით დაბუნდა შინ. ამას მოყვა კამათი, ჩხუბი, მაგრამ მალე  ყველაფერი დაწყნარდა.

სამსახურის გარეშე ყოფნამ, მუდამ მშობლების კმაყოფაზე ცხოვრებამ, ახალგაზრდობის გამოუცდელობამ, კოფორტზე ოცნებამ, მაინც თავისი ჰქნა. ბიჭს დაურეკა და უთხრა, სადაც იყო.

ჯერ მოიგეს, მერე მოგებული ნახევარი წააგეს. შემდეგ ერთმანეთს შეჰპირდნენ ეს ბოლო იქნებაო. მერე თითქოს მართლა შეწყვიტეს, მაგრამ ახლა ორივეს შიგნიდან რაღაც ექაჩებოდა. გონებაში წარმოთქმული სიტყვები: “ეს ბოლოა”. ერთმანეთს ვეღარ უმჟღავნებდნენ, მაგრამ მაინც ახერხებდნენ იქ წასვლას (როცა სურვილი გკლავს, ნამდვილად, მოახერხებ).

ახალს არაფერს ვიტყვი. რა მიხვედრა უნდა, რომ ამ ყველაფერს მოყვა ვალები; უფრო მეტი გაჭირვება; პრობლემა. ორივემ იცის თავისი დანაშაული.

ბიჭმა: “შენი ბრალია, შენ დაიწყე ყველაფერი…”

გოგომ: “რატომ შემხვდა ის ბიჭი; მისი ბრალია; მაპატიე…”

ამას არ ეტყვიან ერთმანეთს, ან რა საჭიროა.

ახლა ნამდვილად აქციეს ზურგი. აღარც მშობლები არ არიან, ჩვენმა ე.წ. საზოგადოებამაც საერთოდ შეწყვიტა ჭორაობა და ლანძღვა; აღარც როკის დაკვრა ეხალისებოდა.

“თვიური შემოსავალი” ეკლესიის წინ მიმავალი ხალხის მიერ გაწეული დახმარება. გამოგდებულები, ჭუჭყიანები, გამწარებულები, გალოთებულები დგანან და ერთმანეთი ეზიზღებათ.

~ ავტორი salikesi on თებერვალი 4, 2012.

3 Responses to ““აკრძალული ხილი ” (ადამი და ევა)”

  1. yocahg gogoebo :*

  2. mokled ra, vixiblebbi yovel dge :)))

  3. amatma kargi gamosavali naxes kide, torem bevri sxvanairad amtavrebs “tamashs”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: