სამყაროს პარალელურად
ეს არის ადგილი, სადაც სრული თანასწორობაა. სადაც არ არსებობს სქესობრივი, რასობრივი, რელიგიური, სოციალური თუ ეკონომიკური სხვაობანი. თქვენ რთავთ კომპიუტერს, შედიხართ სასურველ მისამართზე და ივიწყებთ ყოველდღიურობას. მონაწილეობთ მილიონობით ადამიანთან ერთად ხელშეკრულ ბრძოლაში ვინმე ნელტარიონის წინააღმდეგ, რათა გადაარჩინოთ მსოფლიო დიდი ბოროტებისაგან.
ონლაინ თამაშები XXI საუკუნის აღმოჩენას წარმოადგენს. ეს არის გასართობი საშუალება, როგორც რიგითი სკოლის მოსწავლისათვის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი მსახიობისთვისაც და ა.შ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სახელმწიფოს მეთაურნიც კი პოულობენ დროს კომპიუტერული თამაშებისთვის, მაგალითისთვის, დიმიტრი მედვედევი,რომელმაც არაერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის ხშირად ერთობა ამ გზით. აღსანიშნავია, ამერიკის თავდაცვის მინისტრი, რობერტ გეიტსი, რომელმაც პირდაპირი სატელევიზიო ჩართვის დროს, ერაყში მიმდინარე საომარი მოქმედებები შეადარა ერთ-ერთ კომპიუტერულ თამაშში ფრაქციებს შორის არსებულ დაპისრისპირებას. არსებობს უამრავი სხვა მაგალითი, რომელიც ადასტურებს კომპიუტერული თამაშების პოპულარობას.
უმეტეს შემთხვევაში ონლაინ თამაშები გასცდა რიგითი გასართობი სფეროს ფარგლებს. ბევრი „თამაშომანისთვის“ ეს ყოველივე ცხოვრების წესად იქცა. მათ რეალობის ფარგლებს მიღმა, აქვთ კიდევ ერთი, საკმაოდ საინტერესო და დატვირთული სამყარო, სადაც თითოეულ მათგანს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვთ. უმეტეს შემთხვევაში, მოთამაშეები უმეგობრდებიან ერთმანეთს, ხშირად აწყობენ შეხვედრებს, თუკი სამყაროს ერთ კუთხეში იმყოფებიან. აქ არსებობს ისეთი ტიტულები, როგორიც არის ულამაზესი მისის გამოვლენა ონლაინ მოთამაშეებს შორის, ინტელექტუალური და სპორტული შეჯიბრები და ა.შ. მათი ლეკსიკონი გამდიდრებულია სფეციფიკური სიტყვა-ტერმინებით, რომელნიც ბევრი ჩვენგანისთვის სრულიად გაუგებარია. მოკლედ რომ ვთქვათ, ონლაინ თამაშებმა შექმნა სრულიად ახალი ფენა, რომელიც ყველანაირ სხვაობას უარყოფს და მიზანდასუხალად მიიწევს საერთო მიზნის მიღწევისაკენ. ძალა ხომ ერთობაშია.
World of Warcraft – არის ონლაინ თამაშების უპირობო მეფე. მას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ 1994 წელს და მას შემდეგ იგი არის აბსოლუტური ლიდერი ამ სფეროში. მის მომხმარებელთა რიცხვი 2010 წლის მონაცემებით 12 მილიონს აღემატება, რისთვისაც თამაში გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. აქ, შესაძლოა, მსოფლიოს გადარჩენაში, თქვენ ისეთი ადამიანები გეხმარებოდნენ, როგორებიც არიან, ბარაკ ობამა, ბონო, ბრედ პიტი და სხვანი. World of Warcraft-მა შექმნა უდიდესი, სრულიად ახალი სამყარო. იმისათვის, რომ თქვენ გაეცნოთ მას დაგჭირდებათ თვეები და წლებიც კი.
თუკი ვინმე აკეთებს რაიმეს მსგავს, აუცილებლად მოიძებნება ათასობით ადამიანი, რომელიც იტყვის, „ეს იყო World of Warcraft-ში და იყო გაცილებით უკეთ გაკეთებული!“ . სწორედ ეს არის დამსახურებული სახელი და პოპულარობა. ამ ყოველივეს კი შენარჩუნება უნდა. ონლაინ მოთამაშეები საკმაოდ მომთხოვნ ფენას წარმოადგენენ. ამიტომაც თამაშის შემქმნელები მუდმივად ცდილობენ თავიანთი ქმნილების დახვეწას და პერიოდულად გარკვეულ სიახლეებს სთავაზობენ თავიანთ მომხმარებელს.
Warcraft-ის სამყაროში თქვენ შეიძლება იყოთ ამა თუ იმ რასის ლიდერი, რომელსაც აკისრია უდიდესი პასუხიმსგებლობა, ექიმი, რომელიც კურნავს მებრძოლებს, სასულიერი პირი ან მეომარი… ამ სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება, რადგან თამაშის პერსონაჟთა რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს და მეტად მრავალფეროვანი ხდება.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ონლაინ თამაშები შემთხვევათა 95%-ში არის ფასიანი სიამოვნება. იმისათვის რომ გახდეთ World of Warcraft-ის მომხმარებელი თქვენ უნდა გადაიხადოთ 50 აშშ. დოლარის საფასური, ხოლო ყოველთვიური გადასახადი 14 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამასთანავე არსებობს პრეცედენტი, როდესაც პერსონაჟი გაიყიდა 18 000 ევროდ.
საინტერესო ფაქტები World of Warcraft-ის შესახებ :
– ცნობილი შემთხვევები, როდესაც ხანგრძლივმა თამაშმა გამოიწვია ფატალური შედეგი. ასე, 2005 წლის ოქტომბერს მრავალდღიანი თამაშის შემდეგ გარდაიცვალა ჩინელი გოგონა.
– 2009 წლის 27 თებერვალს სოციალური დახმარების მსოფლიო ორგანიზაციამ – The Youth Care Foundation-მა განაცხადა რომ, კომპიუტერული თამაშების სამყაროში Warcraft-ი შეიძლება გავუტოლოთ კოკაინს. ისინი ამტკიცებენ რომ, არსებობს ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულების უამრავი შემთხვევა და ამ შემთხვევათა უმრავლესობაში დიდი წვლილი მიუძღვის სწორედ ამ თამაშს. ამას გარდა თამაშის გამოსვლის შემდეგ თვითმკლვლელობათა რიცხვმა ონლაინ მოთამაშეებს შორის, მკაფიოდ იმატა.
– თითქმის არცერთი შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტსა და სტუდენტებს შორის არ გამართულა კითხვების გარეშე ამ თემის მიღმა.
– მუსლიმანურ ქვეყნებში აკრძალულია ონლაინ-თამაშები, თუმცაღა მომხმარებელთა 15%-ს სწორედ მუსლიმანები წარმოადგენენ.
უამრავი ყოფილი მოთამაშისგან თქვენ გაიგებთ, რომ ეს იყო თვეები და წლები, რომელნიც მათ მართლაც რომ დაკარგეს, თუმცა ეს იყო დრო, როცა მათ იგრძნეს ერთობა და ძალა. ეს არის სამყარო, სადაც ყველამ იცის, ერთიანი მიზნის მისაღწევად მსოფლიო უნდა გაერთიანდეს.
ყოველი მინუსისა თუ პლუსის მიუხედავად, ნათელია, დღევადელობა წარმოუდგენელი ხდება ვირტუალური სამყაროს გარეშე.