„ვეფხისტყაოსანი“- ქართული საპნის ოპერა“
55-ე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ მარი ნადირაძემ გააპროტესტა „ვეფხისტყაოსნის“ სწავლება მაშინ ,როდესაც კლასის დამრიგებელმა ბავშვებს დაავალა დაეწერათ თემა – რატომ არ მომწონს ვეფხისტყაოსანი?
„მე არ მომწონს „ვეფხისტყაოსანი“ და მას ბევრად მირჩევნია გალაკტიონი ან სხვა რომელიმე პოეტი. ეს პოემა ჰგავს საპნის ოპერას და მას მხოლოდ გამოცდების გამო ვსწავლობთ. ჩემთვის ადამიანი, რომელიც ტირის მიუღებელია, მითუმეტეს მამაკაცი,“- დაწერა მარიამმა.
მარიამის მსგავსად ფიქრობდა და, ეს თემის წერის დროსაც აღნიშნა, კლასის უმრავლესობამ. მათი არგუმეტი ძირითად ისაა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსი უინტერესოა და დღევანდელი სერიალების ტიპური მაგალითია. მე-8 კლასის მოსწავლეებისათვის ძველი ქართული სიტყვები გაუგებარია და რთულად ისწავლება.
პრომლება არა მხოლოდ კონკრეტულ სკოლასა და კლასში მდგომარეობს, არამედ გაცილებით უფრო მასშტაბურია. მსგავსი შემთხვევები სხვა სკოლებშიც მომხდარა. სწორედ ამიტომ, „ვეფხისტყაოსნის“ პოპილარიზაციის მიზნით, შეიქმნა საიტი rustavelionline.ge, რომელსაც სოციალურ ქსელ facebook-ზე საკუთარი გვერდიც აქვს გახსნილი. მას 235 მოწონება აქვს. იდეა განახორციელა და მთლიანად პროექტი დააფინანსა არასამთავრო ორგანიზაცია ლიბ. ჯი-მ (2011 წელი) და ხორციელდება თბილისის საკრებულოს ხელშეწყობით.
საიტის მიზანია დაეხმაროს მკითხველს პოემის უკეთ გაცნობასა და გაგებაში. მეორე საკითხია, რამდენად მიღებულია საიტის მეშვეობით „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლა. მე-8 კლასის მოსწავლეთა შეხედულებებს არ მოელოდა კლასის დამრიგებელი, ლია გაგნიძე, რომელაც საკამოდ მძაფრად აღიქვა ყოველივე. ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო მისი აზრი და პოზიცია; რამდენად ეთანხმება, რომ მოსწავლემ დაიხმაროს საიტი.
ქალბატონ ლიას შევხვდი 55-ე სკოლის „ქართულ კლასში“ (ასე ეძახიან კლასს, სადაც მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები ტარდება). ინტერვიუს ხშირად გვაწყვეტინებდნენ , რის გამოც რესპონდეტს აზრი ეფანტებოდა და ყურადღება სხვა თემისაკენ გადაჰქონდა.
რაც შეეხება კლასს, თვალში მოგხვდებათ ფოტოები, რომელზეც ირანის ღირშესანიშნავი ადგილებია ასახული და იქვე შეამჩნევთ ილიასა და აკაკის ავტოპორტრეტსაც.
_ ბიდიში, რომ გალოდინე. სემესტრის ბოლოა და სკოლაში „არაეულობაა“.
_ რატომ უწოდეს ბავშვებმა “ვეფხისტყაოსანს” საპნის ოპერა. რა არის ამის მიზეზი?
ბავშვებმა „ვეფხისტყაოსანს“ „საპნის ოპერა“ პირობითად უწოდეს, რადგან დაინახვეს ზღაპრის ელემენტები. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე მასწავლებელმა უნდა განუმარტოს მოსწავლეს, რომ უფრო ძლიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიხედვით შეუდრეკელია ის მამაკაცი, რომელიც მეტად „აღვარღვარებს“ ცრემლებს. ამიტომაცაა, რომ პოემაში შეუძლებელია ტარიელი ერთდროულად ათი ათასი მოწინააღმდეგე მოიგერიოს და ამავე დროს იყოს სუსტიც.
_ მოგწონთ „ვეფხისტყაოსანი“ ასეთი სათაურით და თუ წამოგიჭრიათ სხვა კლასშიც ეს თემა?
მაგალითად, მე-7 კლასში, მაშინ იყო ამ თემის შესახებ საუბარი. ამ პერიოდში ისწავლება მხოლოდ ერთი თავი, თუმცა მე მივაწოდე შეინაარსი მთლიანად. მეგონა, რომ არ მოეწონებოდათ ამ სახით მიწოდებული მასალა და ეს აგრესიას გამოიწვევდა, მაგრამ მოხდა პირიქით. ზღაპრის დონეზე მოყოლილმა ამბავმა დააინტერესა მე-7 კლასელი ბავშვები და თქვეს, რომ უკეთესი იქნებოდა თუ შინაარსის სახით მივაწოდებდით. ფაქტია, ზეპირად სწავლა არავის უყვარს და პრობლემა სწორედ ამაშია. მოსწავლე ვერ იგებს სიტყვებს ისე, როგორც საჭიროა.
_ ზეპირი თხრობის მოთხოვნის გაუქმების შემთხვევაში, ხომ არ შეიცვლება მოსწავლეების დამოკიდებულება?
დღეს თხრობას აღარავინ ითხოვს, მხოლოდ რამდენიმე კუპლეტია დატოვებულ საზეპიროდ. მაგრამ მე ამას ნაწილობრივ ვეთანხმები. სრულიად წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ ბავშვებმა ზეპირად არ იცოდნენ მაგალითად „ავთანდილის ანდერძი“, პოემის შესავალი, სადაც დევს მთლიანად ცხოვრების არსი და დანიშნულება.
_ ფაქტია, გამოიკვეთა ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი. პირველი, ბავშვებს უჭირთ პოემის გაგება, სურთ შინაარსის სახით მიეწოდოთ. ამავე დროს ამბობთ, რომ აუცილებელია პოემის ნაწილის ზეპირად ცოდნა?
პრობლემა თავად მასწავლებელშია, რომელმაც პოემა სწორად უნდა მიაწოდოს მოსწავლეს. გამოიჩნოს დიდი მოთმინება; დააინტერესოს ბავშვი და ყოველი სიტყვა აუხსნას დეტალურად. მან უნდა შეძლოს ინტერესი აღუძრად მოსწავლეს.
_ რამდენად შესაძლებელია ყოველივეს მიღწევა გაკვეთილის განმავლობაში, რომელიც 45 წუთს გრძელდება ?
რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ მასწავლებელმა უნდა დააინტერესოს მოსწავლე და შედეგიც იქნება.
_ რამდენად წარმოგიდგენიათ „ვეფხისტყაოსნის“ სრულიად ამოღება სწავლის პროგრამიდან?
ამ შემთხვევაში სკოლა საერთოდ უნდა დაიხუროს და ვისხდეთ სახლში. მიწას ვურტყათ თავი და ასე ვიყოთ. „ვეფხსიტყაოსანი“ დიდი სიბრძნეა, რომელსაც აქვს ყველაფერზე პასუხი.
_ როგორია ზოგადი ფონი, რამდენად ფიქრობს დღევანდელი „ქართული სკოლა“ იმ კონკრეტული მე-8 კლასელის მსაგვსად ?
დღეს თავიდან ბოლომდე პოემას აღარ ვასწავლი, მაგრამ გაურკვევლობა ძირითადად არის დაბალი კლასის მოსწავლეებში. სხვა ვითარებაა სტუდენტებში, რომლებიც ადეკვატურად აფასებენ „ვეფხისტყაოსნის“ ღირებულებას; შესაძლოა არ მოსწონდეთ და არ აღიარებნდენ. როდის ხდება ამ აზრებისა და შეხედულებების გარდატეხა, არ ვიცი.
ოდნავ თემიდან გადახვევაა, მაგრამ მინდა ერთი ფაქტი გავიხსენო. დაახლოებით 11 წლის წინ, „მაგთის“ ჟურნალში დაიბეჭდა ჩვენი სახელმოხვეჭილი რეჟისორის, რობერტ სტურუას ინტერვიუ, რომელშიც იგი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ვეფხვებთან და ლომებთან ჭიდილი არის ერთგვარი ზღაპარი; „საერთოდაც იდიოტობაა“-თქვს სტურუამ და დაამატა, რომ გეგმავდა პიესის დადგმას რუსთაველის თეატრის სცენაზე. მიზანსცენა იქნებოდა ყუთი, რომელშიც თავმოყრილი უამრავი წიგნიდან, მოქმედი პირი ამოიღებს ერთს და აბზაცის წაკითხვის შემდეგ მას მოისროლებს, როგორც უვარგის ნივთს. ეს ინტერვიუ დიდი ხნის წინ წავკითხე, მაგრამ დღემდე მახსოვს, რადგან საშინლად აღვშფოთდი და წარმოუდგნლად მიმაჩნდა მსგავსი შეფასება და პოზიცია.
_ შეიქმნა საიტი (rustavelionline.ge), სადაც არის აუდიო მასალა; ონლაინ ლექსიკონი და პოემის სრული ვერსია. რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ მოსწავლემ ამ საიტის დახმარებით ისწავლოს?
ვინაიდან დღეს არის „კომპიუტერული ეიფორია“ და მის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება, რატომაც არა, თუ ეს საიტი ნამდვილად დაეხმარება ბავშვს სწავლაში, მაშინ თანახმა ვარ. ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ მთავარია არ იყოს დაშვებული შეცდომა რაიმე სახით.
_ არასწორი კრიტიკა „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ ბოლო წლების ტენდენციაა, თუ ეს ყველა დროისათვის იყო დამახასიათებელი?
ყველაფერი გასაგები არასოდეს ყოფილა, მაგრამ ჩემს ბავშვობაში უკმაყოფილებას თამამად ვერავინ გამოთქვამდა. პრობლემა არის საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმაში. ჩემი აზრით, „ვეფხისტყაოსანი“ უდნა ისწავლებოდეს ერთი წელი და ისიც მაღალ კლასში.
_ პრობლემას განათლების სისტემასა და მის რეფორმებში ხომ არ ხედათ?
შესაძლოა „ვცოდავთ“ იმაში , რომ პროგრამას ვადგენთ არასწორად და მე-5 კლასელს ვასწავლით ესოდენ რთული პოემას; ვითხოვთ მისგან გაგებას. სასწავლო პროგრამას ადგენენ კონკრეტული ჯგუფები და შემდეგ შემოაქვთ სკოლებში. ჩვენც ამ წიგნების შესამაბისად ვასწავლით.
ქალბატონ ლია გაგნიძესთან ინტერვიუს დროს, საუბარში ჩაგვეჭრა ხელოვნებათმცოდნე თამარ ნოზაძე, რომელმაც თავისი აზრი გამოთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით.
„მოსწავლე თუ „ვეფხისტყაოსანს“ საპნის ოპერას ადარებს, ეს მისი პრობლემაა. მას არ უდნა გაიზიაროს ეს საკითხი, ნუ ეხლა მათ პორნოების ყურება უფრო მოსწონთ.
არ გადამრიოთ ხალხნო. აქ მამაკაცის ტირილი კი არა, ზოგადად სახეა აღებული ადამიანის, ვაჟკაცის. რატომ ვერ იგებენ? იმიტომ , რომ დებილი ბავშვები არიან. ხომ არსებობენ „პიდარასტები“, ნეკროფილები. მათ უნდა დავუგდოთ ყური?
ეს არის დაბალი დონის აზროვნება. რატომ ვერ ხედავს ბავშვი რეალურ სახეს? რადგან არსებობს „კიჩი“, იგივე მდარე ხარისხის ხელოვნება. გამომდინარე იქიდან, რომ 21-ე საუკუნეში „კიჩის“ მოყავრულები მეტნი არიან, ამიტომ ყველას შეუძლია თქვას, რომ „ჯოკონდა“ მსუქანი ქალია და მეტი არაფერი. აგრესიას იწვევს ოჯახი, უსექსობა,; ყველაფერი ერთად და ცოტანი არიან რჩელები“.
_ ვთქვათ, მე როგორც მოსწავლეს, არ მომწონს „ვეფხისტყაოსანი“ და არ მინდა მისი შესწავლა. ამ შემთხვევაში რა არის გამოსავალი?
ძალიან მარტივად; ეს თქვენი პრობლემაა. შეიძლება არ მომწონდეს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთ. არ გინდა ნაღდი, გირჩევნია „დიშკა“, მაგრამ ის დროს უძლებს; ის მაინც საოცრებად რჩება. ამ ტენდენციის გაგრძლების შემთხვევაში, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოება აღარ არსებობს; ის ნულის ტოლფასია. ბავშვი, რომელიც არ კითხულობს და უყურებს პორნოებს – ეს საქართველოა; დაბალი დონე, რა თქმა უნდა. ყოველთვის იყო სიქაჯე და იქნება.
55-ე სკოლიდან გამოსული, განვიხილავდი ინტერვიუს და ემოციებით დატვირთული უნივერსიტეტში ვბრუნდებოდი, მაშინ, როდესაც შემთხვევით ჩამიარა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. ის საჩუქრის საყიდლად შედიოდა საიუველირო მაღაზიაში. მეც, პერსპექტივაში ჟურნალისტმა, არ გავუშვი შანსი ხელიდან და დაველოდე მის გამოსვლას. მანქანისაკენ მიმავალმა მცირე კომეტარი გააკეთა პრობლემასთან დაკავშირებით.
_ რას ფიქრობთ იმის თაობაზე, რომ „ვეფხისტყაოსანს“ საპნის ოპერას ადარებენ ?
ყველას თავისი შეხედულება და გემოვნება აქვს; მათი უფლებაა ხმამაღლა გამოთქვან თავიანთი აზრი.
_ პრობლემის ირგვლივ მოჰყავთ ერთ-ერთი მტკიცე არგუმენტი, რომ შეიძლება სასწავლო პროგრამა არ იყოს გამართული და საჭიროებდეს დახვეწას.
ეროვნული სასწავლო გეგმა შედგენილი და დამტკიცებულია. მას ვერავინ შეცვლის.
როდესაც საპნის ოპერას ადარებენ ვეფხისტყაოსანს მე-5 კლასელები, ესე იგი ისინი სერიალებსაც უყურებენ. ეს იგივეა ბიბლიის წიგნებს იესო ქრისტეს თავგადასავალი უწოდო. პიკასოს და ბავშვის ნახატებში ზედაპირულად განსხვავება შეიძლება ვერ დაინახო, რადგან განსხვავება სიღრმეშია.
იმედია ჩვენი პატარები მოგვიანებით ვეფხის ჭრელი ტყავის იქითაც დაიწყებენ ყურებას.
vetanxmebi sabas komenatrs, samcuxara rom dges bavshvebi zedapirlad uyurben yvlafers , samcuxaroaa…:D
actualuri sakitxia. velodebi movlenebis ganvitarebas
saintereso da aqtualuri temaa, gansakutebit moswavleta da abiturienttatvis. mnishvnelovania titoeuli winadadebisa da sityvisa swori ganmarteba, rac pedagogs evaleba. chemi azrit, urigo ar iqneba vefxistyaosansa da hagiografiul nawarmoebebs specialuri pedagogi aswavlides, romelsac amavdroulad eqneba fsiqologiur-filosofiuri da religiuri ganaltebac. zalian saintereso temaa.gisurveb warmatebebs!
სახალისო სტატიაა. დადებითად განმაწყო და საინტერესო საკითხებზე დამაფიქრა, ამიტომ ხარვეზებს არ აღვნიშნავ. ჟურნალისტი კი ნამდვილად პერსპექტიულია :დ
ყველა დროს ჰყავს თავისი გმირი, სამწუხაროდ 21-ე საუკუნის გმირი მარიო ჩიმაროა და არა შოთა რუსთაველი.ეს კი პირველ რიგში ოჯახის ბრალია და გარემოსი, რომელშიც ბავშვები იზრდებიან.
statia momewona! sakmaod saintereso problemas sheexo. is ritac qartvelebi vamayobt axali taobis mxridan ubralo serialtan asocirdeba, es sashinelebaa. shesadzloa globalizaciis uaryopit mxarezec vimsjelot am mosazrebebidan gamomdinare. mokled kargi statiaa da dzalian damapikrebelic :D:D:D:*
globalizaciastan mimartebashi am sakitxis ganxilva calke temaa da arankleb aqtualri namdvilad :))
ოოო საინტერესო საკითხია დასმული… პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ მასწავლებელს, რომელსაც პრეტენზია აქვს ფილოლოგობაზე, უნდა შეეძლოს გამართულად და სწორად მეტყველება ;არ გამოიყენოს ე.წ. “კუპლეტები” და ა.შ. რაც შეეხება ხელოვნებათმცოდნეს ალბათ ემოციები ვერ მოთოკა და საკუთარი აზრი პირდაპირ დააფიქსირა… ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ვიტყვი, რომ თოთოეულ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება. ბავშვებს კი მოვუწოდებ, რომ “ვეფხისტყაოსნის” სწავლით არაფერი დამკლებია პირიქით… ნუ გააიგივენებ უნიჭო და უშინაარსო საპნის ოპერასთან