საქართველოში 2011 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით რეგისტრირებულია შიდსით ინფიცირების 3080 შემთხვევაა, აქედან 2268-მამაკაცი, 812 -ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-40 წლამდე. 680 ადამიანი გარდაცივალა. მკურნალობაზეა 1066 პციენტი, მათგან 39 ბავშვი.ეს არის დარეგისტრირებულთა რაოდენობა, რაც გულისხმობს რომ მაჩვენებელი რელურად 4000-მდე აღწევს. ასეთ საზარელ სტატისტიკას გვაწვდის შიდსის ცენტრი (aidscenter.ge). მსოფლიოში შიდსის გავრცელების სტატისტიკა შემდეგია:
შიდსი 213 ქვეყანაში გავრცელებული დაავადებაა. ინფიცირებულთა 90% განვითარებად ქვეყნებზე მოდის. აივ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ოფიციალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია. შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე დაავადების შედეგად 20 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ 2005 წელს დაინფიცირდა 4,9 მილიონი ადამიანი, მათ შორის, 700 000 ბავშვი. ამავე წელს შიდსის ვირუსით სამ მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით, 34 მილიონ ადამიანზე მეტია აივ/შიდსის მატარებელი. მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების ნახევარი 15- დან 24 წლამდე ასაკის ადამიანებზე მოდის.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აზიანებს ადამიანის იმუნურ სისტემას და იგი იღუპება ისეთი დაავადებით, რომელიც ჯანმრთელი ადამიანისათვის განკურნებადია (მაგ. ფილტვების ანთებით).
ტერმინი – “შიდს”– ით აღინიშნება დაავადების ბოლო სტადია.
შიდსი პირველად გამოვლინდა 1981 წელს აშშ–ში, ლოს-ანჯელესში. 1982 წელს კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ოფიციალურად იქნა რეგისტრირებული, 1983 წელს საფრანგეთში და ბეთესლაში (აშშ) ვირუსი ერთდროულად იქნა აღმოჩენილი. მსოფლიოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 40,3 მლნ. ადამიანია ინფიცირებული.
აივ–ვირუსის გადაცემის გზები:
– სქესობრივი კონტაქტით.
– აივ–ით ინფიცირებული სისხლის გადასხმით.
– ვერტიკალური გზით (ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე, ან ახალშობილზე მშობიარობის, ან ძუძუთი კვების დროს).
– არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენების დროს.
– სხვისი ჰიგიენური საშუალებების გამოყენების დროს ( საპარსი, კბილის ჯაგრისი).
_ ტატუირების (სხეულის მოხატვა) ან პირსინგის (კანის დაზიანება , ყურების გახვრეტა) დროს.
აივ–ით ინფიცირების ნიშნები:
– ტემპერატურის უმიზეზოდ მომატება 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
– სხეულის წონის კლება 10%–ზე მეტად.
– ოფლიანობა
– ლიმფური კვანძების გადიდება
– საერთო სისუსტე
– ფაღარათი
– გამონაყარი სახეზე და ლორწოვან გარსზე
– თეთრი ფერის ნადები ენაზე
– გახანგრძლივებული ფილტვების ანთება
– ნერვული სისტემის სხვადასხვა დაზიანება
ვირუსის გავრცელების ხელისშემწყობი ფაქტორებია :
– სამედიცინო ინსტრუმენტების და სასტერილიზაციო საშუალებების ნაკლებობა.
– ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება
– საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ინფექციის მატება _ შიდსის შესახებ ცოდნის დაბალი დონე.
მკურნალობა:
დღესდღეობით შიდსისგან სრული განკურნება შეუძლებელია. მაგრამ არსებობს სპეციალური სახის მკურნალობა, რომელიც აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პიროვნებას სიცოცხლეს უხანგრძლივებს და სრულფასოვანს ხდის.თუმცა აღსანიშნავია, რომ მკურნალობა ეფექტურია ადრეულ დიაგნოსტიკის დროს, ღრმა სტადიის დროს სამედიცინო ჩარევა დაგვიანებულია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უახლესი ანგარიშით იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადაებულთა რიცხვი 2011 წელს 21% შეცრიდა, საქართველოში სამწუხაროდ ყოველწელს იზრდება ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი. თუმცა მიუხედავად ამისა შიდსით წელიწადში 2,7 მილიონი ადამინი იღუპება ეს კი ისევ დაგვიანებული დიაგნოსტიკის და მკურნალობის ბრალია. 2010 წელს დაფინანსების შემცირებამ წინა წლებთან შედარებით თითქმის მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც აფერხებს წინსვალსა და ამ დაავადებასთან ბრძოლის საშუალებებს. საქართველოშო ამ სენთან ბრძოლას სხვადასხავ საშუალებით ცდილობენ . ვინაიდან შიდსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარ მიზეზი ინფრმაციის არ ქონას წარმოადგენს, ამის აღმოსაფხვრელად ტელევიზორში არაერთი სოციალურ რეკლამას ვნახავთ, თუმცა ვერ ვიტყვით დაზუსტებით რამდენად ეფექტურია მხოლოდ სოციალური რეკლამები. შიდსის მკურნალობა და დიაგნოსტიკა საქართველოში უფასოა, თანხებს გამოჰყოფს სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციები. მაგრამ ეს თანხები საკმარისი არ არის რათა მოსახლეობას გაუწიონ მკურნალობა. მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2012-2013 წლებში შიდსით დაავადებულთა უფასო მკურნალობა შეწყდებოდა ვინადიან „გლობალური ფონდის“ დაფინანსებთა სიაში საქართევლო აგარ შედის. ეს ინფორმაცია უარყო ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ. მან განაცხადა რომ, შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ისევ უფასო იქნება, ძირითად ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ნაწილი დაფინანსეა საერთაშორისო ინსტტუტებიდანაც მდის და ეს მომავლაშიც გაგარძელდება.“
15 მაისი არის შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. ამ დღეს ასეულ ათასობით ადამიანი მსოფლიოში სანთელს ანთებს.ასეთი სახით ხდება გარდაცვლილთა გახსენება და მათი ახლობლების თანაგრძნბა. ეს ხელს უწყობს მსოფლიო მოსახლეობის თანაგრძნობის გაღვიძებას შიდსით დაავადებულთა მიმართ და ამ აქტალური პრობლემის მიმართ ინტერესის უფრომ ემტად გამოწვევას. ეს ღონისძიება უკვე 28-ედ ტარდება.
საქართველოც ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღის აღნიშვნაში.15 მაისს აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა ღონისძიების ოფიციალური გახსნა. მოეწყო ნახატების და ფოტო ნამუშევრების გამოფენა.აჭარაში რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამმართველოს ინიციატივით სპორტული ღონისძიება მიეძღვნა.
შიდსმა დღეს მყარად მოიკიდა ფეხი მსოფლიოში და მას აქტიურად ებრძვიან ყველგან, არც საქართევლოა გამონაკლისი. დღეს შიდს მოიხსენიებენ, როგორც „შავ ჭირს“. რეალურად ის ძალიან დიდი საშიშროებას წარმოადგენს. ამიტომაც არამარტო სახელმწიფოებმა და სხვადსვხა ორგანიზაციებმა უნდა იზრნუნონ ამ ჭირის მოსაშორებლად, არამედ მოასხლეობამაც. ინფრმირებულობა, სიფრთხილე, თავდაცვა შესაძლებელს ხდის შიდსის დაძლევის, ასევე მოსახლეობის მხარდაჭერა შიდსით დაავადებულთა მიმართ, გვერდში ამოდგომა, საერთო პრობლემის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლა. ეს არის ყველაზე კარგი საშუალება დასძლიო შიდსი.