ერთხელ მან თქვა: „მე მსახიობიბისათვის გავჩნდი“
სოციალურ ქსელზე, facebook, ჩავატარე გამოკითხვა: რომელია ალ პაჩინოს ყველაზე დასამახსოვრებელი კინოროლი, რით დაიწყო მისი აღიარება და რითია განსაკუთრებული?
უმრევლესობამ ყველაფრის დასაწყისად „ნათლიმამა“ დაასახელა.
როდესაც საუბარს ვიწყებთ ამ მსახიობის შესახებ, უმეტესობას სწორედ ეს ფილმი გვახსენდება. მაიკლ კორლეონეს როლით, საბოოლოოდ მოიხვევჭა სახელი; იგი აღიარეს და მსოფლიოს ერთ-ერთ საკეთესო მსახიობად მონათლეს. მიზეზი მარტივია: ითამაშა გენიალურად, კინოკრიტიკოსებმა უმაღლესად შეაფასეს და მაყურებელსაც შეუყვარდა. თანაც შეუყვარდა ისე, რომ ამ ფილმს რამდენეჯერმე უყურებს და მაინც არ ბეზრდება. რაც მთავარია, მისი როლი ყველა დროის გამორჩეული და საუკეთესო როლების სიაში შევიდა. ამიტომაცაა, რომ „ნათლიმამას“სახე დღესაც ბევრისათვის მისაბაძი; ძლიერების სიმბოლო და სტატუსია.
მშობლები მალვე დაშორდნენ ერთმანეთს და ამ ფაქტით გამოწვეული სტრესი ბავშვობიდან მოყვებოდა, სკოლა და მეცადინეობა არასოდეს ჰყვარებია, დიდად რაიმით გამორჩეულიც არ ყოფილა. ერთადერთი რაც სიამოვნებდა თეატრთან შეხება იყო. მოკლედ, ნიუ-იორკში დაბადებული ახაგაზრდის ცხოვრებაში ბევრი რამ იღბალმა და გამართლებამ მოიტანა. როგორ?
ყველაფერი ერთი შეხედვით არასერიოზულად და ზედაპირულად დაიწყო. ფილმის მომავალ გმირს დიდად არ იზიდავდა კინომსახიობობა და მხოლოდ თეატრის სცენას უკავშრებდა თავის მიზნებს. თუმცა უკვე 1971 წლიდან როგორღაც კინომოღვაწეობაც დაიწყო და დღემდე არ შეჩერებულა. „ნათლიმამადე“ ორ ფილმში გადაიღეს. სწორედ პირველი კინოროლიდან („პანიკა ნილდ-პარკში“) ნიუ-იორკელი მსახიობი შეამჩნია ფრენსის ფორდ კოპოლამ. მიუხედავად ასეთი ძლიერი რეჟისორის ინტერესისა, ალ პაჩინომ შემოთავაზება – ეთამაშა მაფიის ნათლიმამა, გულგრილად მიიღო. მას არც უფიქრია, რომ ეს მსოფლიო დიდებას მოუტანდა ან როგორ ეფიქრა, როცა მაიკლ კორლეონეს როლის მორგებას ცდილობდენ რობერტ რედფორდი, უორენ ბიტი, ჯეკ ნიკოლსონი, რაიან ონილი, რობერტ დე ნირო. ამ ყველაფრის ფონზე რეჟისორ, ფრენსის ფონ კოპოლას დაჟინებული მოთხოვნა ოდნავ სასაცილოდაც კი ჟღერდა. სინამდვილეა ისიც, რომ კინოსტუდია „პარამაუნტის“ ხელმძღვანელობამ კანდიდატურაზე უარი თქვა და პაჩინო დაახასიათა, როგორც ულამაზო, არაწარმოსადეგი. პროდიუსერები ვერ აფასებდნენ იმ მსახიობის შესაძლებლობებს, რომლის სიმაღლე 160 სმ-ია. ყოველისშემძლე მაფიოზისათვის ეს შეუფერებელი მიაჩნდათ. ამის შემდეგ, არც ისაა გასაკვირი, რომ ჯერ კიდევ გადაღების დაწყებამდე მას სტუდიურ კულუარებში მეტსახელად „ჯუჯა“ შეარქვეს. ასეთ გარემოში პაჩინოსათვის ბრძოლასა და მონდომებასაც არ ჰქონდა აზრი, ამიტომ სინჯებზე მისულმა ტექსტიდან ერთ სტრიქონიც არ იცოდა ხოლმე.
მიუხედავად კინოსტუდიის შეხედულებისა; პროდიუსერების წარმოუდგენლობისა და მთლიანად სტუდიის ირონიული დამოკიდებულებისა, კოპოლამ თვალებისათვის თავის ფავორიტს „გენიოსი“ შეარქვა და ბოლოს დაიცვა ალფრედო. საბოლოოდ, როლი სწორედ ალ პაჩინოს ერგო, რადგან რეჟისორს ასპროცენტიანი იტალიელი სჭირდებოდა.
„ამერიკაში ყველა, ვინც თავს იტალიელად ასაღებს, სანახევროდაა იტალიელი, ჩემ გარდა. ჩემს შემთხვევაში გაუზავებელ ხსნარს იღებთ“- თქვა მსახიობმა.
მისი წინაპრები ხომ ემიგრაციაში სიცილიიდან გაემგზავრნენ და თან იმ ქალაქიდან, რომელსაც კორლეონე ჰქვია. რა თქმა უნდა, დამთხვევა (მე მაინც არ მჯერა შემთხვევითობის და რავიცი).
„ნათლიმამასა“ და „ნათლიმამა 2“-სათვის ალ პაჩინო „ოსკარზე“წარადგინეს. აქედან იწყება ტრიუმფი და აღმავლობა; ერთ როლს მეორე მოყვა. მან არერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა, მაგრან „მაფიის ნათლიმამობა“ მაინც გამორჩეულია და ცალკე დგას.
„ჩემი მელანქოლიური სახე მაიკლ კორლეონესაგან წარმოიშვა. ნიუ-იორკის ქუჩებში ხშირად მაიკლს მეძახიან. ზოგჯერ თავად მგონია, რომ სწორედ ისა ვარ. იგი ყოველთვის მდევს და ჩემი ცხოვრებაც მის გარეშე წარმოუდგენელია.“
მაყურებლის წინასწარი განწყობა გამომავალ ფილმზე, რომელშიც იგი მონაწილეობდა, დიდი და მოუთმენელი იყო . ამიტომაც, ივსებოდა სალაროები და კინოთეატრებში ბილეთი, როგორც წესი, საკმარისი არასდროს იყო. როლებში ასეთი გაბედული და ინდივიდუალური სახის შექმნისათვის კინოკრისტიკოსები მას ქებას არ აკლებდნენ.
ზედმეტია იმ გაბედულობასა და „სითამამის“ შესახებ საუბარი, როცა მან უარი განაცხადა ფილმებზე: „ლამაზმანი“; „4 ივლისს დაბადებული“; „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“; „აპოკალიფსი დღეს“; „ვარსვლავური ომები“… ეს ის როლებია, რომლეზეც ნებისმიერი ცნობილი კინოვარსკვლავი საიმოვნებით დათანხმდებოდა, მაგრამ ალ პაჩინო აქაც „სხვანაირია“. ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებულ ადამიანს თუ შეეძლო.
აქ კარგად ჩანს ის, რომ პაჩინოს არც ისე ტკბილი ხასიათი აქვს. ამას თვითონაც აღიარებს და ამბობს : „ნამდვილი მსახიობი ემოციონალურ ათლეტად გადაიქცევა. ეს პროცესი მტკივნეულია და აუცილებლად ასვამს დაღს პიროვნებას“.
პაჩინოს ხასიათის თავისებურება კარგად ჩანს ზოგადად მის პირად ცხოვრებაშიც. „ნათლიმამის“ შემდეგ გარკვეული პერიოდით მისი კარიერული წინსვლები დაეცა და საერთოდ გაქრა ეკრანიდან. მოულოდნელი პოპულარობით გამოწვეული სტრესი იმდენად დიდი იყო, რომ დეპრესის პერიოდი დაიწყო. .. „ჰოლივუდის პატრიარქი“ რამდენიმე წლით თავის ბინაში ჩაიკეტა და ახალი მეგობარიც გაიჩინა ალკოჰოლის სახით.
ალ პაჩინო ყოველთვის მინიშნებით საუბრობს, მას ყოველთვის არაპირდაპირი, ირიბი საუბარი ახასიათებს. მძიმე პერიოდის შესახებაც ამბობს,“- „პოპულარობისა და ყურადღების ცენტრში ყოფნის პერიოდში მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი მე მემორჩილებოდა. სიგიჟეა, მაგრამ ვცდილობდი სიმთვრალის დამორჩილებასაც. ახლა, საბედნიეროდ, აღარ ვსვამ. უკვე მრავალი წელია ეს მავნე ჩვევა დავძლიე“.
ამის შემდეგ „მაფიის ნათლიმამა“ კვალვ უბრუნდება კინოსამყაროს. აღარ სვამს და ამ კუთხით მისი პირადი ცხოვრებაც დალაგდა, თუმცა სიყვარულში დიდად არასდროს გამართლებია. ფარხმალს არც სოლიდურ ასაკში ყრის და ამიტომაცაა, ერთ დღესაც პრესის პირველ გვერდებზე რომ დაიბეჭდაა: „ნათლიმამა სამოცი წლის ასაკში მამა გახდა“. მის ცხოვრებაში ბევრი ქალი და ბევრი ურთიერთობა ყოფილა, თუმცა პაჩინო არასდროს დაქორწინებულა – „ორჯერ კინაღამ შევცდი, მაგრამ ქორწინების არ მჯერა.
წარმატება და აღიარება მასთან ადვილად მოვიდა. ამისათვის მხოლოდ ერთადერთი ფილმი, „ნათლია“, იყო საჭირო.
„ყველაზე რთული როლი ჩემს კარიერაში, ალბათ, მაინც „ნათლიაში“ ვითამაშე. მაშინ სრულიად ახაგაზრდა ვიყავი; გამოუცდელი, მოუმზადებელი და ვგრძნობდი დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ეს როლი აღმოჩნდა ჩემთვის დიდი გამოცდა. მან, რა თქმა უნდა, ცხოვრების ყველაზე საიტერესო კარი გამიღო“.
ფილმის გამოსვლის შემდეგ ყველაფერი იცვლება, ერთ ჩვეულებრივ მსახიობს ყველაზე ცნობილი კინოსტუდიები უღებენ კარს და იწყება ეიფორიაც. მას ქუჩაში ხშირად მაიკლ კორლეონეს სახელითაც მიმართავენ.
„ადამიანებმა სრულიად გამაიგივეს კორლეონესთან. ქუჩაში ხშირად მომმართავდნენ, როგორც მაიკლს და ხანდახან ჩემი თავი კორლეონეც მეგონა,“-იხსენებს მსახიობი.
ჰონორარი ფილმისათვის შეადგენდა 35 ათას დოლარს (დღევადელი ვალუტის კურსით 7 მილიონი დოლარი) და რაც ყველაზე მთავარია, ოსკარის პირველი ნომინაციაც მიიღო. სახელის მოხვეჭის შემდეგ კი ჰონორარიც იზრდება და ჯილდოებიც მატულობს. პირველ ოსკარს მოყვება ოქროს გლობუსი, ემი, ტონი და სხვა.
საერთოდ მას საკმაოდ უცნაური ცხოვრებისეული ციკლები აქვს. კინოში ოცდაათი წლის მოვიდა და ათ წელიწადში ყველაფერი მოასწრო, რაზეც კი შეიძლება იოცნებო. უკვე მეექვსე ათწლეულის შემდეგ პირველად იგრძნო, რომ რაღაცას მიაღწია, გათავისუფლდა.
„გადაღებისას მოლოდინში მყოფს, როლი უკვე აღარ მტაჯავს. ათ წუთში შემიძლია როლში შევიდე“.
არადა სულ თავიდან თავის პრემიერაზე „ნათლიმამას“ ნახვაც კი არ შეეძლო. მხოლოდ ოცდახუთი წლის შემდეგ, საიუბილეო ჩვენებაზე უყურა საკუთარ თავს. სარკეში ცქერას ვერასდროს იტანდა. ადრე იმისიც ეშინოდა, რომ საკუთარი გვარი კინოკარიერისათვის არ ივარგებდა და სონი სკოტის ფსევდონიმის აღებაც კი დააპირა. თუმცა დრომ გაათამამა და მეტი ძლიერებაც შესძინა.
„ჩემი კარიერის განმავლობაში მივხვდი, რომ არამარტო უნდა მოირგო გმირის ტყავი , არამედ მასთან ერთად უნდა იცხოვრო და მოკვდე კიდეც. სხვანაირად ეკრანზე დამაჯერებელი ვერ იქნები. როდესაც ვთამაშობ პოლიციელს, მუდმივად ურთიერთობა მაქვს პოლიციელებთან, როცა- ჟურნბალისტს, საათობით ვზივარ რედაქციაში“,-ამბობს მსახიობი. ამის შემდეგ, ბუნებრვია არც ისაა გასაკვირი, რომ ფილმში „მაფისს ნათლიმამობა“ მან ბოლომდე მოირგო და გაითავისა.
ეს ის ფილმია, რითაც თეატრის მსახიობს კინოც შეუყვარდა და მთელი დარჩენილი ცხოვრებაც მას მიუძღვნა. მაყურებლის სიყვარული, აღიარება, დაფასება – ყველაფერი ეს არის მთავარი და პირველი მის ცხოვრებაში.
„ცხოვრების მეორე ნახევარში ხვდები, რომ გვირაბში უკანდასაბრუნებელი ბილეთის გარეშე მიქრიხარ. შორს ის მთა მოსჩანს, სადაც შენი უკანასკნელი გაჩერებაა, მაგრამ სანამ იქ მივსულვარ მინდა იმის კეთება გავაგძელო, რასაც ვაკეთებ“.
ყოველთვის აღნიშნავს, რომ ბედნიერება და წარმატება; ყველაზე და ყველაფერზე დიდი, „მაფისს ნათლიმამობით “ დაიწყო.
რამდენიმე კვირის განმავლობაში 25 ათასმა ბრიტანელმა კინოს მოყვარულმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი ტელეარხის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში. მათ გამოავლინეს საუკეთესეო კინოვარსკვლავი. პირველი ადგილი მაიკ კორლეონეს როლისათვის აღიარებულ სურათში „ნათლია“, ამერიკელ მსახიობს ალ პაჩინოს ერგო.
შეკითხვაზე, გიყვართ მაიკლ კორლეონე?
მშვიდად და დარწმუნებით პასუხობს : „მე მიყვარს იგი. მე მიყვარს ჩემი გმირები ისე, როგორც მხატვარს უყვარს თავისი ნახატი მაშინ, როცა ჰქმნის. როდესაც მე ამ ფილმში ვთამაშობდი, არ მქონდა შეგძნება, რომ კამერა მიღებდა; თითქოს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა და მე ამას ვგძნობდი. მე მიყვარს იგი.“
Like this:
Like იტვირთება. . .
Related
~ ავტორი salikesi on იანვარი 23, 2012.
Posted in Uncategorized
mokled, dzalian momewona, martla karrgi iyo tan dasawyisistvis… perfect !
magari msaxiobia,matlac rom msaxiobobistvsaa gahcenili. dzalian momecona…<3
ვაახ, დონ კარლეონესაც მიწვდით )) კარგია… ასე განაგრძეთ, მომწონს ეს კუთხე ძალიან ))
უძლიერესი მსახიობი და უძლიერესი ფილმი !!! ამ თემას არც დრო დააკლებს არაფერს და არც შემდგომ გადაღებული ფილმებიც, თავის სტილში ყველაზე ძლიერია : )
etanxmebi salli.. am admains asaki ver moereva… 🙂
Bravo, dzalian magaria, rac cavikitxe namdvilad ar vicodi, didi madloba avtors, genia xar genia.